პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ლელა მქვია, ახლა ორმოცდაექვსი წლის ვარ. ოცდახუთი წლის წინ ვაჟი შემეძინა. ერთი თვის შემდეგ, რაც დედა გავხდი, ჩემს უფროსი და უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ჩემი დისშვილი ობლად დარჩა. უბრალოდ, ჩემი და, ანას მამას მაშინ დაშორდა, როდესაც ანა მხოლოდ ექვსი თვის იყო.
მე არ შემეძლო იმის დაშვება, რომ ჩემი საკუთარი დისშვილი ბავშვთა სახლში გაზრდილიყო. მე და ჩემმა ქმარმა ანა ჩვენთან წამოვიყვანეთ. ჩვენ მას ჩვენი საკუთარი შვილივით ვზრდიდით.როდესაც ანა ვიშვილეთ, ის მხოლოდ ხუთი წლის იყო. როდესაც ამის გაკეთება გადავწყვიტეთ, ბევრი ნაცნობი ჩვენს გადარწმუნებას ცდილობდა. ამბობდნენ, რომ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და როგორ უნდა აგვეღო საკუთარ თავზე ასეთი ტვირთი. მაგრამ მე სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო.
ჩვენ ძალიან კარგად ვუვლიდით მას, ძალიან გვიყვარდა. ანა გაიზარდა, გახდა ლამაზი ახალგაზრდა გოგონა.დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და გიორგიმ მშვენიერი ადამიანი გავზარდეთ. ოჰ, როგორ ვცდებოდი!ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ჩემს დისშვილს, რომელსაც მე და ჩემი ქმარი ამდენი წლის განმავლობაში ვზრდიდით, შეეძლო ასე მოგვქცეოდა.
ანა გათხოვდა, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ქორწილშიც კი არ დაგვპატიჟა! ქორწილის შემდეგ ანამ გვითხრა, რომ ლევანს გაჰყვა ცოლად. როდესაც ვკითხე, თუ რატომ არ დაგვპატიჟა ქორწილში, ანამ მიპასუხა, რომ ქორწილი არ ყოფილა, უბრალოდ ხელი მოაწერეს და მორჩა. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე არ არის. ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ქეიფობდნენ.
ჩვენმა ნაცნობებმა გვითხრეს, რომ ანამ ჩვენ მათხოვრები გვიწონა და ქორწილში დაპატიჟების რცხვენოდა.ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე.დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ანას ამის თქმა შეეძლო ჩვენზე. საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის თქმა? ის ხომ ჩვენ გავზარდეთ! მისი მოსიყვარულე მშობლები ვიყავით ამდენი წლის განმავლობაში! ახლა კი, ასეთი რამ!
მძახლებს ანამ უთხრა, რომ ქორწილში ჩვენ არ მივედით, რადგან ცუდად ვიყავით. მათ დაუჯერეს.მე და ჩემს ქმარს ძალიან გვეწყინა. ჩვენ მათხოვრები სულაც არ ვართ. საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობთ. სიღარიბეში არ ვცხოვრობთ, ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება.ანასთვის ყოველთვის ყველაფერს ვყიდულობდით, მას არაფერი აკლდა. ჩვენ ძალიან ვცდილობდით, რომ ლაშა და ანა, კეთილ და გულიან ადამიანებად გაგვეზარდა.
ახლა კი ანას სინდისი ეყო, რომ ჩვენთვის მათხოვრები ეწოდებინა.ის ხომ ამ მათხოვრებმა გაზარდეს! სად არის მადლიერება? ნუთუ ის ფიქრობს, რომ ბავშვთა სახლში უკეთესად იქნებოდა? როგორი გაიზრდებოდა ის, მრავალი წლის წინ მე და ჩემ ქმარს რომ არ წაგვეყვანა?
ანა ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი მას. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მისგან ოდესმე ჩემს შესახებ ასეთ რამეს გავიგებდი.ძალიან მწყინს! ეს ზურგში დარტყმას ჰგავს. მოულოდნელია და ძალიან მტკივნეული.