ჩემს ქმარს ძალიან უნდოდა შვილი. ქალიშვილი შემეძინა და ახლა მას საერთოდ არ ვჭირდებით

0
495

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე თამარი მქვია. ჩემს ქმართან ერთად ცხრა წელი ვიცხოვრე. როდესაც დავქორწინდით, მე 24 წლის ვიყავი, ლევანი კი 27 წლის.

ჩვენი ქორწინების პირველ წლებში ძალიან ხშირად ვჩხუბობდით, ხასიათებთან შეგუების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც შევძელით ერთად ცხოვრება. ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამიტომ ორივე ვცდილობდით ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას.ლევანი მუდმივად მეუბნებოდა, რომ სურდა მისთვის შვილი გამეჩინა.როცა დავორსულდი და ამის შესახებ ქმარს ვუთხარი, ის ძალიან ბედნიერი იყო. ორსულად რომ ვიყავი, ის ძალიან ზრუნავდა ჩემზე, ყველაფრისგან მიცავდა და არაფრის გაკეთების უფლებას არ მაძლევდა.

მერე ქალიშვილი შემეძინა. გოგონას ნინი დავარქვით. ლევანს ძალიან უყვარდა ჩვენი პატარა. ყველაფერში მეხმარებოდა: ბავშვს აბანავებდა, ასეირნებდა, აჭმევდა და ღამითაც კი აქცევდა ყურადღებას.

ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე ვიყავი. ასე გავიდა თითქმის ოთხი წელი.მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მე და ლევანი მუდმივად ვკამათობთ და ვჩხუბობთ. ჩხუბის მიზეზი შეიძლება ყოველგვარი წვრილმანი იყოს.მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება აღარ შეგვეძლო. ახლა ჩვენ ურთიერთობაში პაუზა გვაქვს. ლევანმა თავისი ნივთები ჩაალაგა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. და მე და ჩემი ქალიშვილი მარტო ვცხოვრობთ.ლევანს რა დაემართა, უბრალოდ არ მესმის. რა აკლია მას?

ლევანი ქალებს ყოველთვის ძალიან მოსწონდათ. ის მაღალი, გამხდარი და ძალიან მიმზიდველი მამაკაცია. მან კარგად იცის, რომ ახლაც შესანიშნავად გამოიყურება. მე მშობიარობის შემდეგ წონაში მოვიმატე.მე ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ვარ, ჩემს ქმარს კი დიდ შემოსავალი არ აქვს, ამიტომ მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ კარგ და ძვირადღირებულ სილამაზის სალონებში ვიარო.ჩემი ქმარი მუდმივად აღფრთოვანებულია იმით, თუ რა კარგად გამოიყურებიან მსახიობები. რომ იცოდეს რამდენ ფულს ხარჯავენ ისინი ამისთვის! მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს.

მგონია, რომ ჩემს ქმარს უბრალოდ მოვბეზრდი. არ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი მამის გარეშე გაიზარდოს და მისი გულისთვის მზად ვარ ლევანთან ერთად ვიცხოვრო. მაგრამ როგორ შევინარჩუნო ჩვენი ქორწინება, არ ვიცი.

საერთოდ, ღირს თუ არა ისეთი ურთიერთობის გადარჩენა, რომელსაც მომავალი არ აქვს?თავადაც არ ვიცი, რა მინდა.არ ვიცი, შევძლებ თუ არა იმ ადამიანთან ცხოვრებას, ვისაც აღარ ვუყვარვარ. როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ჩვენს ქალიშვილზე: ის ყველაფერს დაინახავს და მიხვდება, რომ მის მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთად მხოლოდ მისი გამო ცხოვრობენ?

შევძლებ თუ არა მე ლევანთან ცხოვრებას, როდესაც ვიცი, რომ ის მუდმივად სხვა ქალებით არის აღფრთოვანებული?მე ნამდვილად არ ვიქნები ბედნიერი! რად მინდა ასეთი ცხოვრება?მე ხომ ვიმსახურებ სიყვარულს და ბედნიერებას? იქნებ ჯობია, რომ ჩემი ქმარი გავუშვა, დავშორდე და ვეცადო ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელსაც ვეყვარები და დამაფასებს?იქნებ ჩემს ქმარს უბრალოდ თავისუფლება უნდა და მე უბრალოდ უნდა გავუშვა?

არ ვიცი როგორ მოვიქცე. როგორ იქნება უკეთესი? რა უნდა ვქნა? წონაში დაკლება რომ ვცადო და საკუთარ თავზე ვიზრუნო, იქნებ ლევანი დამიბრუნდეს?ალბათ სამსახური უნდა მოვძებნო და თავს მივხედო. ეს იქნება ამ სიტუაციაში ყველაზე სწორი. შემდეგ კი მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს ქმართან მომავალი ურთიერთობების შესახებ.