ბიოლოგიის მასწავლებელი ბალბიფოთოლს კალმებად ზამთარშიც ყოფს. სულ ესაა მისი ხრიკი

257

„ბალბიფოთლის დაკალმება მარტივი არა, მაგრამ საინტერესო საქმეა, რადგან სელექციურ ჯიშს, რომელიც კალმით მრავლდება, უბრალოდ წყლიან ქილაში ვერ ჩადებთ, დალპება. საქმე რთული არაა, მაგრამ საკუთარი ხრიკები აქვს“ – მითხრა მეზობელმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიოლოგიის მასწავლებელმა. Paparazzi გიამბობთ, როგორ დაყოთ ბალბიფოთოლა კალმებად ზამთარშიც.

ბალბიფოთლის დაკალმება – პელარგონია, იგივე ნემსიწვერა არისტოკრატების ყვავილად ითვლებოდა. მისი დიდებული ყვავილები და კაშკაშა ფერები ნებისმიერ შენობას დაამშვენებს. უპრეტენზიო მცენარეა, მთელი ზაფხული უხვად ყვავილობს. ყლორტები 80 სმ–ს აღწევს. დაკიდული ქოთანი საინტერესოდ გამოიყურება. ამ მცენარეს სამკურნალო თვისებები აქვს, სახლში ჰაერს კარგად წმენდს. ყვავილს ოჯახის ფსიქოლოგსაც უწოდებენ. არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ საძინებელ ოთახშიც გაიტანეთ.

შეგახსენებთ, რომ ბალბიფოთოლა კალმით უნდა გაამრავლოთ. თესლით გამრავლება შეგიძლიათ, მაგრამ ძალიან ცოტა ღვივდება. რაც უფრო მორთული და ეფექტური ჯიშია, მით უფრო რთულია გამრავლება. ვფიქრობთ, ამაზე სელექციონერებმა იზრუნეს: დაინტერესებულნი არ არიან, რომ მათი მრავალწლიანი მუშაობის შედეგი შთამომავლობას სწრაფად იძლეოდეს და ამით ყვავილის ფასი შემცირდეს. სინამდვილეში, გასხვლა მარტივია. მთავარია, არ შეგეშინდეთ. დედა მცენარე ჯანმრთელი უნდა იყოს. თუ სოკოვანი დაავადება აქვს, არ იჩქაროთ. გაზაფხულს დაელოდეთ, როცა მეტი სინათლე იქნება. რა თქმა უნდა, მცენარე ფუნგიციდებით უნდა დაამუშავოთ.

მცენარე გასხვლამდე მინიმუმ 3 დღით ადრე მორწყეთ. ხელსაწყოები, მაკრატელი, დანა ან სხვა მჭრელი ხელსაწყო, გაწმინდეთ. თავად მაკრატელი ბასრი უნდა იყოს. 4 სმ სიგრძის ახალი კალამი გადაჭერით. ქვედა ფოთლები მოაშორეთ, ზედა შეამცირეთ, ასე ღირებული ტენიანობის აორთქლებას აიცილებთ. გადაჭრილი კალმები 10 წუთით გააჩერეთ, რომ გადანაჭერი გაშრეს. ღეროს გადაჭრილ ადგილზე „ბრილიანტის მწვანე“ შეგიძლიათ წაუსვათ, თუმცა ეს აუცილებელი არაა.

ამ დროში ქოთნები მშრალი მიწით გაავსეთ და პულვერიზატორით დანამეთ. კალმები სპეციალურ ფესვების მასტიმულირებში ოდნავ ჩასვით. მაგალითად, „ფიტოკლონი“ ან „კორნევინი“ შეგიძლიათ გამოიყენოთ (1:1 წყალში არეული). კალმები მიწაში ჩამარხეთ, მიწა ოდნავ დატკეპნეთ. ნათელ ადგილას გაიტანეთ, ოღონდ მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს. 3 დღის განმავლობაში მომავალი ყვავილი პულვერიზატორით დანამეთ. ამ მეთოდით არა მხოლოდ ჩვეული ბალბიფოთოლა, არამედ სამეფო, ვარსკვლავური, პატარაყვავილებიანი შეგიძლიათ გაამრავლოთ. ეფექტური მეთოდია.

როგორც ხედავთ, ბალბიფოთლის დაკალმება რთული საქმე არაა. სხვათა შორის, დედა მცენარე გადაჭრის შემდეგ კარგად იზრდება, ამიტომ გასხვლის არ შეგეშინდეთ: ბუჩქი უფრო ჰარმონიული და ფაფუკი იქნება, შესაბამისად, უფრო დიდებულად აყვავილდება. მთავარია, რომ გადაჭრილი მცენარე ხარისხიანი განათებით უზრუნველყოთ. ასევე გადაჭრილი მასალა გასაფესვიანებლად მოათავსოთ, იმ პირობით, რომ დედა მცენარე ჯანმრთელი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს