წადი! შენი დანახვა აღარ შემიძლია და არ მინდა! აღარ მიყვარხარ! ჩაალაგე შენი ნივთები და წადი! – მიყვირა ჩემმა ქმარმა

6878

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს. ერთად თითქმის 20 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ. მე ვიცი, რომ უკვე 5 წელია, რაც ჩემი ქმარი მღალატობს. მესმის, რომ ნაწილობრივ თავად ვარ დამნაშავე.

მთელი ამ წლების მანძილზე, რაც ერთად ვცხოვრობთ, მე ძალიან შევიცვალე. ნამდვილ ქალად გადავიქეცი, ძალიან გავსუქდი. ძალიან ხშირად დავდივარ დასაბანი თავით – უბრალოდ, ვერ ვასწრებ თავის დაბანას ან ძალა არ მყოფნის ამის გასაკეთებლად. დამავიწყდა, მანიკიური ბოლოს როდის გავიკეთე.

ძალიან ბევრს ვმუშაობ. ჩემს ქმარს ძალიან მცირე შემოსავალი აქვს. პლუს, ამ ფულის ნაწილს საყვარელს ახარჯავს. სამსახურშიც მიწევს მუშაობა და ბოსტანშიც, რათა თავიც ვირჩინო და ბავშვებიც ვარჩინო. დამატებით, საჭმელიც უნდა მოვამზადო, გავრეცხო, სახლი დავალაგო.

მანიკიურისთვის და თმის შეჭრისთვის ფული ყოველთვის მენანება. ეს ყველაფერი ახლა საკმაოდ ძვირი ღირს. მირჩევნია ამ ფულით ბავშვებს ხილი ვუყიდო და ცოტა მაინც გავახარო.მე მყავს და. ის ქალაქში ცხოვრობს. კარგ სილამაზის სალონში მუშაობს. ზოგჯერ სტუმრად ჩამოდის ჩვენთან და ლამაზად მჭრის თმას, რის შემდეგაც ბევრად უკეთ გამოვიყურები.

მე სამრეცხაოში ვმუშაობ. უქმეებზე ბაზარში მივდივარ. ხან ეივონის და ორიფლემის პროდუქციას ვყიდი, ხან ჩემი ბოსტნის პროდუქციას ვუკეთებ რეალიზაციას. ამით ძალიან ცოტას გამოვიმუშავებ, მაგრამ მაინც რამეა. სამწუხაროა, რომ სიცივეში ვდგავარ და ასე ცოტას გამოვიმუშავებ.

ამ დროს ბავშვები საჭმელს თავად იმზადებენ და სახლსაც ალაგებენ.ის, რომ ჩემმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა, მაშინვე გავიგე. ქალი ყოველთვის გრძნობს ამას. თავიდან, უბრალოდ არ მინდოდა, რომ დამეჯერებინა. მერე კი მომიწია, რადგან ჩემი დაქალები ამაზე მესაუბრებოდნენ და მიცოდებდნენ.

რა უნდა გამეკეთებინა? ჩემი ქმრის საყვარელთან მეჩხუბა? მასთან მებრძოლა? ქმართან მეჩხუბა და მეყვირა? ჩემთან დაბრუნება მეთხოვა?

მე უბრალოდ არ მაქვს ამის ძალა. მთელს ძალასა და ენერგიას ჩვენი შვილების გაზრდას ვახმარ.ორი წლის მერე ჩვენი უფროსი ბიჭი სკოლას ამთავრებს. გიორგიმ მითხრა, რომ მაშინვე სამუშაოდ წავა და დაუსწრებელზე ისწავლის. მე და ჩემი უმცროსი ბიჭი დავრჩებით სახლში, ასე ბევრად უფრო გამიადვილდება.

ლაშა კი…გაუშვი იგულაოს!მაგრამ ერთხელ მოულოდნელი რამ მოხდა. სამსახურიდან დავბრუნდი და ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა ჩემს სახლში. ყველაფერი ირგვლივ იყო მიმოფანტული. ბავშვები სახლში იყვნენ. მითხრეს, რომ მამამ გააკეთა.საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლში საყვარელთან ერთად გამოცხადდა. ორივე მაგარი მთვრალები იყვნენ. საძინებელში შევედი და იქ ლაშა დამხვდა თავის საყვარელთან ერთად.ასეთი დამცირება ვეღარ ავიტანე.

  • ლაშა! როგორ იქცევი? ბავშვების როგორ არ გრცხვენია! სად გაქვს სინდისი?
  • წადი! შენი დანახვა აღარ შემიძლია და აღარ მინდა! აღარ მიყვარხარ! ჩაალაგე შენი ნივთები და წადი! თავი მომაბეზრე უკვე! – მიყვირა ჩემმა ქმარმა.

მეორე ოთახში გავედი. დივანზე დავჯექი და ავტირდი. ვგრძნობდი, რომ სულ უფრო მსუბუქად ვგრძნობდი თავს. მეჩვენებოდა, რომ თითოეულ ცრემლთან ერთად ჩემი ტკივილიც მიდიოდა. ბავშები ნივთების ჩალაგებაში დამეხმარნენ და დედაჩვენთან გადავედით საცხოვრებლად.

ასე უკეთესია. თავს მშვიდად ვგრძნობ. ქმარმა კი, როგორც უნდა ისე იცხოვროს.ბავშვებს ფეხზე მე თვითონ დავაყენებ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს