ჩემმა მეზობელმა უსახლკარო შეიფარა. როდესაც გაიგო, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში, ფეხზე ძლივს გაჩერდა

20956

რა არის ყველაზე მთავარი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში? ყველაზე მთავარი არის კარგი დიდი ოჯახი, სადაც ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთზე ზრუნავენ. მაშინ აღარ გჭირდება არც დიდება, არც ფული. მნიშვნელოვანია, მხოლოდ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა.

მინდა მოგითხროთ იმ ადამიანის ისტორია, რომელმაც მრავალი წლის წინ ყველაზე ახლობელი ადამიანი დაკარგა, შემდეგ კი მოულოდნელად იპოვა.ეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ცხოვრებაში სასწაულები ყოველთვის ხდება.ეს ჩემი მეზობლის, ნანას ისტორიაა. მე რომ გავიცანი, ის უკვე დიდი ხნის მანძილზე მარტო ცხოვრობდა. ერთხელ მან მიამბო, რომ მას შვილი და ქმარი ჰყავდა. ქმარი 5 წლის უკან გარდაიცვალა, შვილი კი …

ნანამ თავისი მეუღლე მაშინ გაიცნო, როდესაც სწავლის დამთავრების შემდეგ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. მას ძალიან კარგი ქმარი ჰყავდა – ჭკვიანი, ზრდილობიანი და ინტელიგენტი ადამიანი. ის მთავარ ინჟინრად მუშაობდა ქარხანაში.ორი წლის შემდეგ ნანას ვაჟი შეეძინა, რომელსაც ლაშა დაარქვეს. შესანიშნავი ბავშვი იყო, ძალიან ჭკვიანი და ინტერესიანი.საბავშვო ბაღში ყველას ძალიან უყვარდა. ის ძალიან ჭკვიანი იყო, დროულად იძინებდა და ჭამდა. ლაშას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. ის ძალიან მარტივად იმახსოვრებდა ყველაფერ ახალს და ლექსებს ძალიან სწრაფად სწავლობდა.

რა თქმა უნდა, ეს შენიშნეს და ბიჭი 5 წლის მივიდა პირველ კლასში.ლაშა შესანიშნავად სწავლობდა, ის ნამდვილი ვუნდერკინდი იყო. მასწავლებლები მუდამ აქებდნენ. მას შეეძლო გამოჩენილი მეცნიერი გამხდარიყო.მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა… და აი, რატომ.ერთ დღეს ლაშა სკოლაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ბიჭი ვერც პოლიციამ ვერ იპოვა.ძებნა გამოაცხადეს. ქალაქში მდინარე იყო. დაკარგული ბიჭის ძებნაში ქალაქის მოსახლეობაც ჩაერთო. ყურადღებით შეისწავლეს სანაპირო და ტყის ზოლი, მყვინთავები მდინარეში ეძებდნენ, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ იპოვეს.

ვერავინ გაიგო, სად გაქრა ბიჭი. ბიჭის ცოცხლად პოვნის შანსი ყოველდღე ქრებოდა. არავინ იცოდა, სად შეიძლებოდა გამქრალიყო ბიჭი.მშობლები მაინც არ კარგავდნენ შვილის პოვნის იმედს.მათ იპოვეს მამაკაცი, რომლსაც ენახა ბიჭი, რომელიც ლაშას გავდა. ბიჭს შეეძლო ორი გზით წასულიყო: მინდორში ან ბოსტანში. ნანას ქმარმა მინდორში ეძება და მიხვდა, რომ ბიჭი იქ არ იყო.

ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბიჭი ქალაქში წავიდოდა. ნანამ და მისმა ქმარმა სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდნენ. ისინი მუდმივად აქვეყნებდნენ განცხადებებს დაკარგული ბიჭის შესახებ.ნანას ქმარმა მთელი სადგურები შემოიარა, ყველას გამოესაუბრა, მაგრამ ლაშა არავის ენახა.ნანა და მისი ქმარი ლაშას კიდევ 5 წლის მანძილზე ეძებდნენ. მერე კი შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათი ბიჭი დაიკარგა და ისინი მას ვეღარასოდეს ნახავდნენ.

თუმცა, მშობლებს გულში მაინც ჰქონდათ სასწაულის იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი შვილი მათთან დაბრუნდებოდა. თუმცა, ამის შესახებ დუმდნენ. არც ნანას, არც მის ქმარს ეს ერთმანეთისთვის არ უთქვამთ.გავიდა 12 წელი. ნანა და მისი მეეუღლე დაბერდნენ. ნანას მეუღლე გარდაიცვალა და ის მარტო დარჩა.

შემდეგ, ის საცხოვრებლად ქალაქის შემოგარენში გადავიდა და იქ მრავალი წელი გაატარა.ის ხშირად დადიოდა ეკლესიაში. ზოგჯერ ღარიბებსა და უსახლკაროებს ეხმარებოდა. ერთხელ მან ყურადღება ერთ უსახლკაროზე გაამახვილა. ის საერთოდ არ ჰგავდა სხვა უსახლკაროებს. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანი იყო და ძალიან გამართულად საუბრობდა.

ნანა ხედავდა, რომ ის ხშირად ყიდულობდა პროდუქტებს და სხვა უსახლკაროებს უნაწილებდა.ერთხელ ნანამ მამაკაცს შესთავაზა, რომ მის სახლში ეცხოვრა. რატომ მოიქცა ასე, მან თავადაც არ იცოდა. რატომღაც, მას ეს ძალიან მოუნდა.

იქნებ იმიტომ, რომ მარტო ცხოვრება ძალიან უჭირდა?თავიდან მამაკაცმა უარი უთხრა, მაგრამ მან შეძლო მისი დარწმუნება.ნანამ მას ტანსაცმელი და საპარსი მოწყობილობა უყიდა.მამაკაცმა აბაზანა მიიღო და სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა. ნანამ ის მაგიდასთან მიიწვია. ის მამაკაცს უყურებდა და ვერ გაეგო, თუ ვის ამსგავსებდა ასე ძალიან.

ნანამ თავი ვერ შეიკავა და მამაკაცს სთხოვა მისი ცხოვრების შესახებ მოეთხრო.მამაკაცმა უამბო, რომ ის ძალიან კარგ ოჯახში დაიბადა და შესანიშნავი მშობლები ჰყავდა. მაგრამ, როდესაც 6 წლის გახდა, ძალიან მოუნდა, რომ სახლიდან გაქცეულიყო და ემოგზაურა, მას ძალიან უნდოდა თავგადასავლები.მამაკაცმა თქვა, რომ მას ლაშა ერქვა. ამის გაგონებაზე, ნანამ კინაღამ გონება დაკარგა. ის მიხვდა ვის ამსგავსებდა ამ კაცს. ის მას თავის ქმარს, ვახტანგს ამსგავსებდა.

მის წინ მისი შვილი იჯდა. სწორედ ის, რომელიც უამრავი წლის წინ დაიკარგა. სწორედ ის, რომელსაც ის და მისი ქმარი მრავალი წლის მანძილზე ეძებნენ. სწორედ ის, ვისთან შეხვედრასაც ასე დიდხანს ელოდნენ ის და მისი ქმარი. ამ დღეს მხოლოდ ნანა მოესწრო.ასე რატომ მოგვექეცი შვილო?

მამაკაცმა ვერ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მან ნანას უამბო, რომ ჯერ მარტო დახეტიალობდა, შემდეგ კი ბოშებს შეუერთდა. მათთან ერთად სამი წელი გაატარა, შემდეგ კი გაექცათ. ასე დახეტიალობდა მთელი ამ წლების განმავლობაში.შემთხვევით მოხვდა ქალაქის ამ გარეუბანში და ნანას შეხვდა.ლაშა ნანასთან დარჩა საცხოვრებლად. მას საბუთები არ ჰქონდა და ამიტომ სამსახურში ვერ მოეწყო, მაგრამ ზოგჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე რაიმე სამუშაო. ასე იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე დედამისთან ერთად.

დედასთან, რომლმაც არ დაკარგა სასწაულის იმედი და მაინც ელოდა მას. მან თავისი შვილი მაინც იპოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს