ცრუმორწმუნე ბებიამ სახლთან ახლოს ძახველის დარგვა ამიკრძალა. არ მოვუსმინე და დარდი ვიწვნიე

2681

ყველასთვის ცნობილია, რომ წითელი ძახველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. ღირს ამ მცენარის დარგვა სახლთან ახლოს, რომ სამკურნალო პროდუქტი ხელთ გვქონდეს? ამ კითხვას არ დავსვამდი, ამ თემაზე სხვადასხვა აზრი რომ არ მომესმინა. Paparazzi საკითხის გარკვევას ეცდება.

წითელი ძახველი ცეცხლის და მზის უძველესი სიმბოლოა. მაგალითად, უკრაინაში წმინდა მცენარედ მიიჩნევენ. წითელი მტევანი ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, სიყვარულის, ერთგულების სიმბოლოა, ფერი – სილამაზის, ქალის ღირსების, მწიფე კენკრა – დედობის. ადრე ძახველს ჭასთან ახლოს რგავდნენ, მისით სახლს, პურის კვერს და საქორწილო გვირგვინებს აფორმებდნენ. გოგოები ძახველს ნაწნავში ირჭობდნენ. მცენარეს გლეხების მუდმივი განსასვენებლის ადგილას რგავდნენ. ამ შემთხვევაში შთამომავლობის უწყვეტობის და ერის თავისუფლების სიმბოლო იყო. ძახველს სახლთან ახლოსაც რგავდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ეს ბედნიერების და წარმატების მოზიდვაში, ოჯახში ურთიერთობის დალაგებასა და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდათ. მცენარე კეთილდღეობის და ფინანსების ერთგვარი სატყუარა ხდებოდა. ძახველი ხალხს უსიამოვნებისგან იცავდა. ის ადამიანს ენერგიით ავსებს და შთააგონებს.

მასთან დაკავშირებული ბოსტნის და ამინდის ნიშნებიც არსებობდა. მაგალითად, როცა ძახველი აყვავდება, გოგრა, სიმინდი და კიტრი უნდა დათესოთ. თუ ძახველი მომწიფდა, ხოლო მისი ფოთლები მწვანე დარჩა, ეს თბილი შემოდგომის ნიშანია. თუ მტევანი ნაადრევად გაწითლდა, ხალხს ცივი და ნაადრევი ზამთარი ელოდათ. ძახველს ხშირად რგავდნენ სახლთან ახლოს, სადაც ახალდაქორწინებულნი ცხოვრობდნენ. ნიშნების მიხედვით, ეს ქორწილის გაძლიერებაში ეხმარებოდათ და წყვილს კამათისა და უთქმელობისგან იცავდა. თილისმად ძახველის ტოტსა და კენკრას იყენებენ. მაგალითად, რამდენიმე ხმელი კენკრა ქურთუკის ან კოსტუმის ჯიბეში შეგიძლიათ ჩაიდოთ. დაცვა ენერგეტიკულ დონეზე ხდება.

წითელი ძახველის ძალა – უძველესი დროიდან ითვლება, რომ ძახველი ახალ სახლში პატარძლის ჯანმრთელობას იცავს და ეხმარება, რომ კარგი ცოლი გახდეს და გვარი გააგრძელოს. მცენარე ქალის ძალის, ენერგიის და სილამაზის შენარჩუნებასა და გამრავლებას ხელს უწყობს. ძახველის მტევანს ნაყოფით მშობიარობის დროს მომლოგინის გვერდით ხშირად დებდნენ, ასევე ქალიშვილის დაბადებისას აკვანს ამით რთავდნენ.

წითელი ძახველი უკრაინულ ფოლკლორში დიდ როლს თამაშობს. როცა დედა ვაჟს შორეულ გზაზე აცილებდა, ძახველის სასმელს ასმევდა და პურს ძახველით ატანდა. ძახველი მშობლიური მიწისკენ, მისი ნაპირებისკენ, ტრადიციებისკენ სულიერ ლტოლვას განასახიერებს. ამაზე საუბრობს ხალხური პოეზია: ძახველის სასწაული, ძახველის ხიდი, ძახველის სალამური, ძახველის ჩიბუხი და სხვა. უკრაინაში ძახველის პოეტური სახელწოდებით ბევრი დასახლებაა შემორჩენილი. უკრაინულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში წითელ ძახველი ხშირად ნახსენებია. დღეს ცნობილი უკრაინული სიმღერა „ოი უ ლუზი ჩერვონა კალინა“ თავისუფლებასთან ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი სიმბოლო გახდა.

სხვა მოსაზრება – ზემოთქმულის მიუხედავად სხვა ტრადიციის ხალხიც არსებობს. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ სახლთან ახლოს წითელი ძახველის დარგვა ცუდი ნიშანია. თითქოს, ასე ადამიანი მარტოობისთვის განწირული ხდება. თუ დარგავთ, მხოლოდ სახლის უკან, უცხო თვალისგან მოშორებით. ეს საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისითაც უნდა განიხილოთ. ძახველი სწრაფად იზრდება, აუზთან წყალთან ახლოს უკეთესად. თუ ხეს სახლთან ახლოს დარგავთ, უხვი მორწყვა დასჭირდება, ხოლო წყალი, თავის მხრივ, სახლის საძირკველზე ნეგატიურად იმოქმედებს. თუ ძახველის ბუჩქით აგარაკის ან ეზოს მორთვა გსურთ, სულელურ ცრურწმენებს ყურადღება არ მიაქციოთ. დამატებით, ამ მცენარის დადებითი სიმბოლოები უფრო მეტია. კენკრის სასარგებლო თვისებებიც არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს