ძალიან დამღალა ჩემმა დედამთილმა! ხან ჩემს ტრუსებს ფერების მიხედვით ახარისხებს, ხან ამბობს, რომ უნაყოფო ვარ!

0
5027

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ელენე მქვია. გვიან გავთხოვდი, თითქმის 28 წლის ვიყავი. ჩემი ქმარი, კოტე, ჩემზე 4 წლით არის უფროსი. მას ცოლი არასოდეს ჰყოლია. ის უბრალოდ ელოდა შეხვედრას თავის ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანთან.ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით კაფეში, ერთმანეთი გავიცანით და ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. უკვე ოთხი თვის შემდეგ, მეგობრებს ქორწილის მოსაწვევები გავუგზავნეთ.

მეც და კოტეც ჩვენს გრძნობებში სრულიად დარწმუნებული ვიყავით.ჩემი დედამთილი ძალიან მომეწონა. ის მთელი ცხოვრება მასწავლებლად მუშაობდა, 6 თვის უკან პენსიაზე გავიდა.ჩემთან ის ყოველთვის ძალიან თბილი და თავაზიანი იყო. არასდროს და არაფრის გამო არ მეჩხუბებოდა და არ მაკრიტიკებდა. მე ძალიან მიხაროდა, რომ ასეთი შესანიშნავი დედამთილი მყავდა.

ოჰ, თურმე რა გულუბრყვილო ვიყავი! თურმე, როგორ ვცდებოდი!მე და კოტემ ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. დიდი შეცდომა დავუშვით, როდესაც ბინა იმავე კორპუსში ვიქირავეთ, სადაც ჩემი დედამთილი ცხოვრობდა.როგორც კი გადავედით, ჩემი დედამთილი ჩვენი სახლის ძალიან ხშირი სტუმარი გახდა.

ქალბატონი მანანა აქტიური ცხოვრების წესს იყო მიჩვეული და პენსიაზე ძალიან მოიწყინა. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის მოეხედა. უფრო სწორედ, დაგვხმარებოდა. თუმცა, ჩვენ ეს მისთვის არ გვითხოვია.დედამთილი დილის 7 საათზე უკვე ჩვენი ბინის კართან იდგა. საჭმლით. ის დარწმუნებული იყო, რომ დილით მისი შვილის კვება არ შეიძლებოდა ერბოკვერცხით და სენდვიჩებით – ეს მამაკაცისთვის ძალიან ცოტაა. სწორედ, ამიტომ მოჰქონდა მას სავსე თასით კატლეტები, ბლინები და ღვეზლები.

როდესაც ვთხოვე, რომ ეს აღარ გაეკეთებინა, მას ძალიან ეწყინა, მაგრამ მაინც ისე აკეთებდა, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ. მაგრამ, საჭმელი უკვე დილით კი არა, არამედ საღამოს მოჰქონდა.შემდეგ ჩემმა ქმარმა საშინელი შეცდომა დაუშვა. მან დედამისს ჩვენი სახლის გასაღები მისცა, ყოველი შემთხვევისთვის. ეს რომ გავიგე, დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ სულ ტყუილად. ძალიან ტყუილად!

დაახლოებით ორი დღის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩვენს სახლში რაღაც ხდებოდა. მე მივხვდი, რომ სანამ ჩვენ სამსახურში ვიყავით, ჩემი დედამთილი ჩვენს სახლს ალაგებდა, ფანჯრებსაც წმენდდა და იატაკსაც.მე ჩუმად ვიყავი. მაგრამ, როდესაც ვნახე, რომ კარადაში ჩემი ტრუსები ფერების მიხედვით იყო დახარისხებული, აღარ გავჩუმებულვარ.ქალბატონ მანანას ვთხოვე, რომ ჩვენს ბინაში არაფერი აღარ გაეკეთებინა, მან კი მიპასუხა:

  • კოტე იდეალურ წესრიგს არის მიჩვეული, შენ კი სამსახურში ძალიან იღლები, ამიტომ შენი დახმარება გადავწყვიტე. ამის გამო ნუ მეჩხუბები. მე შენთვის კარგი მინდა, რომ კოტე ჩემთან არ დაბრუნდეს ან თავისთვის სხვა ქალი არ იპოვოს.

მე ვუპასუხე, რომ ჩვენი ბინის დალაგება თავადაც შემეძლო და კოტე ყველაფრით კმაყოფილი იყო, მას ჩემთვის ჯერ არ მოუცია არავითარი შენიშვნა. მერე ვუთხარი, რომ საჭირო არ იყო ჩემი თეთრეულის დალაგება. ზოგადად, სხვის თეთრეულში ქექვა – ლამაზი საქციელი არ არის.ქალბატონ მანანას ჩემი ძალიან ეწყინა, მაგრამ ჩვენთან სიარული შეწყვიტა. რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა!

თუმცა მშვიდად ძალიან დიდხანს არ მიცხოვრია. ერთი თვის შემდეგ ჩემმა დედამთილმა სხვა საქმე გამონახა – ჩემი მკურნალობა დაიწყო. რისგან? უნაყოფობისაგან! მან გადაწყვიტა, რომ რადგან გათხოვებიდან ოთხი თვის შემდეგ არ დავორსულდი, ესე იგი, უნაყოფო ვარ.ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ემკურნალა. მას ჩემთვის სხვადასხვანაირი ბალახეული და ნაყენი მოჰქონდა, სხვადასხვა ვიტამინურ ნახარშს მიმზადებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში დაორსულებაში დამეხმარებოდა. შემდეგ კი ჩემი თანხმობის გარეშე “შესანიშნავ” ექიმთან ჩამწერა, რომელიც ნამდვილად “დამეხმარებოდა”. შემდეგ სპეციალურ ნაყენებს მიმზადებდა, რადგან ძალიან “ფერმკრთალი და სუსტი” ვიყავი და ფეხმძიმობის პერიოდში გამიჭირდებოდა.

ასეთი “მკურნალობიდან” ორი თვის შემდეგ ჩემი მოთმინება ამოიწურა. კოტეს პირობა წავუყენე: ჩვენ აუცილებლად უნდა გვეპოვა სხვა ბინა და დედამისის სახლიდან, რაც შეიძლება შორს.კოტემ დამიჯერა. ახლა ქალაქის მეორე ბოლოში ვცხოვრობთ. მართალია, სამსახურიდან შორსაა, სამაგიეროდ მშვიდად ვცხოვრობთ და საერთოდ აღარ ვნერვიულობ. ახლა დედამთილი ჩვენთან ძალიან იშვიათად მოდის.

გავიდა სამი თვე. გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვარ. მე და კოტეს ეს სიახლე ძალიან გაგვიხარდა. დედამთილს ჯერ-ჯერობით არაფერს ვეტყვით, რადგან ის ისევ დამიწყებს “მკურნალობას და ვიტამინიზირებას”.