პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.
მე ირაკლი მქვია. მე და ჩემს მეუღლეს, ნათიას, სამი შვილი გვყავს, რომელთაგან ორი – ტყუპია. თავიდან, მე და ნათია კარგად ვცხოვრობდით, მერე კი შევნიშნე, რომ ჩემი ცოლი თავს საერთოდ აღარ უვლიდა. არ იკეთებდა არც მანიკიურს და არც პედიკიურს, ფეხებსაც კი აღარ იპარსავდა. თავსაც კი იშვითად იბანდა. შევნიშნე, რომ ძალიან ხშირად ოფლის სუნი ასდიოდა. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონდა.
ზუსტად ერთი წლის წინ, ჩემი ცოლი მივატოვე. ჩვენთან სამსახურში ძალიან ლამაზი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ის ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან კარგად უვლის თავს. ჩვენ რომანი გვაქვს. როდესაც უკვე საერთოდ აღარ შემეძლო ჩემს ცოლთან ცხოვრება, ნივთები შევაგროვე და ანასთან გადავედი. მე ის შემოივარდა. ჩემი ცოლის ფონზე ის ქალღმერთივით გამოიყურებოდა.
მე და ანა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. ყველაფერი კარგად არის. ბავშვებს ალიმენტებს ვუხდი, მაგრამ მათთან არ მივდივარ.
ერთხელ, სავაჭრო ცენტრში შემთხვევით შევხვდი ჩემს ყოფილ ცოლს. მე ის უბრალოდ მაშინვე ვერ ვიცანი. ჩემი ყოფილი ცოლი ძალიან შეცვლილიყო. ის იყო ძალიან გამხდარი, ძალიან ლამაზი და ძალიან მოვლილი. მას მოკლე, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა და უბრალოდ, საოცრად გამოიყურებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს წინ, ჩემი ყოფილი ცოლი იდგა.ის სამი შვილის დედას არ ჰგავდა. მე მას მივუახლოვდი და დაველაპარაკე.თურმე, გათხოვილიყო და იმიტომ შეცვლილიყო ასე. ცოტა ვისაუბრეთ და მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი: ეს როგორ მოხდა? გამოდის, რომ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. სწორედ, ჩემი ბრალი იყო, რომ ჩემი ცოლი ასე ცუდად გამოიყურებოდა. მას უბრალოდ დრო და ძალა არ ჰქონდა, რომ საკუთარი თავისთვის მიეხედა. ის ხომ ყველაფერს იმისთვის აკეთებდა, რომ მე და ჩემი შვილები ვყოფილიყავით კარგად.
ფეხებს არ იპარსავდა და წარბებს არ იკეთებდა, არა იმიტომ, რომ ზარმაცი იყო, არამედ იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნავდა, საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა და ალაგებდა. მე კი მას არ ვეხმარებოდი. რატომ? არც კი ვიცი, რატომ.
უბრალოდ, სულელი ვიყავი და მეუღლეს არ ვაფასებდი.მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ თავად ვარ ყველაფერში დამნაშავე. მე ცოლს არ ვეხმარებოდი და მშვენიერი ქალი დავკარგე. ახლა ჩემს შვილებს სხვა მამაკაცი გაზრდის. ის, რომელიც ჩემზე ბრძენი და ჭკვიანი აღმოჩნდა. ის, ვინც მიხვდა, რომ ჩემი ცოლი ბრილიანტია. ეს მამაკაცი მას ეხმარება და ახლა მას დრო აქვს, რომ საკუთარ თავს და გარეგნობას მიხედოს.
რა სამწუხაროა, რომ ჩემი შინაგანი სილამაზის მქონე ცოლი გავცვალე საყვარელზე, რომელიც მხოლოდ გარეგნულად არის ლამაზი.ახლა ვეღარაფერს შევცვლი. რა სულელი ვიყავი! რატომ ვფიქრობდი მხოლოდ საკუთარ თავზე და აშკარა ფაქტებს რატომ არ ვხედავდი? ახლა კი საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი რამ წავართვი: კარგი მეუღლე და ჩემი შვილები.