გველის შხამზე უარესია. რატომ არ სვამენ იაპონელები გუშინდელ ჩაის

1682

საღამოს დარჩენილი ჩაის დილით დალევა საუკეთესო იდეა არაა. იაპონელები ასეთ სასმელს შხამად მიიჩნევენ. თვლიან, რომ გუშინდელი ჩაი გველის შხამზე სახიფათოა, ამიტომ მისი დალევა არავითარ შემთხვევაში შეიძლება. მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი სასმელი ორგანიზმზე ნამდვილად დამღუპველად მოქმედებს. Paparazzi გიამბობთ, რა გავლენას ახდენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩაი, რომელიც 4 საათზე მეტი ხნის წინ მოადუღეს.

შეიძლება თუ არა გუშინდელი ჩაის დალევა

ორგანიზმისთვის საზიანოა – ექსპერტების თქმით, ჩაი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით გააჩერეს, სახიფათო ხდება. ღია ჰაერზე დიდხანს გაჩერებულ სასმელში ბაქტერიები და მავნე ნაერთები წარმოიქმნება. ჩაიში მათ არსებობას ადვილად განსაზღრავთ: სასმელის ზედაპირზე მუქი ფირი, რომელიც ფინჯანზე ნადების კვალს ტოვებს. მეცნიერები დაჟინებით გირჩევენ, რომ ჩაი, რომელიც ღვიძლს აზიანებს, არ დალიოთ.

როგორ გამოვიცნოთ გაფუჭებული ჩაი – საყვარელი ცხელი სასმელის დალევამდე მის მდგომარეობას დააკვირდით. კონცენტრირებული ჩაის ხარისხი და სიქორფე ორგანიზმზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამიტომ გაფუჭებული ჩაის ნიშნების ამოცნობა უნდა შეგეძლოთ.

  • გემოს შეცვლა. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ ჩაის ჰაერზე, მისი გემოს თვისებები უფრო მეტად შეიცვლება. უფრო დასუსტდება, ხოლო არომატი არც ისე გაჯერებული გახდება.
  • სხვა ფერი. გარკვეული დროის შემდეგ ჩაი შეიძლება დამჟავდეს და ფერი შეიცვალოს.
  • სამკურნალო თვისებების დაკარგვა. მზის სინათლის და ჰაერის ზემოქმედება ჩაიში შემავალი სასარგებლო მიკროელემენტების დაშლას ხელს უწყობს. ასე ჩაი თავის ძალას კარგავს.

ჩაის სასარგებლო თვისებები – თუ სასმელს სწორად მოადუღებთ და რამდენიმე საათით მაგიდაზე არ გააჩერებთ, ორგანიზმი მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს. ჩაი ხომ რიგ დადებით თვისებებს ფლობს.

  • იმუნიტეტს ზრდის.
  • ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს.
  • კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
  • ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ხელს უწყობს.
  • ტვინის აქტივობას სტიმულირებს.

გახსოვდეთ, მაშინაც კი, თუ ჩაი ღამით სამზარეულოში გააჩერეთ, მაინც ბევრ სარგებელს შეიცავს. თუ მებაღეობა გიყვართ, კონცენტრირებული ჩაი კომპოსტს დაუმატეთ და მცენარე მისთვის აუცილებელ სასარგებლო მიკროელემენტებს მიიღებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს