მე გიორგი მქვია. კარგ ფირმაში ვმუშაობ და კარგი ხელფასი მაქვს. ჩემი სამსახურის სიახლოვეს არის ერთი ძალიან დიდი სუპერმარკეტი. ყოველთვის იქ ვყიდულობ ყველაფერს.
ბოლო თვის განმავლობაში კარებთან მუდმივად ერთი ქალი იჯდა. ის მოწყალებას ითხოვდა, მას საკმაოდ ნორმალურად ეცვა, მაგრამ ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდა. ის იქ ყოველდღე არ იჯდა, არამედ დაახლოებით ორ დღეში ერთხელ.
ის რაღაცით დეიდაჩემს მაგონებდა, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა. მე გადავწყვიტე მას დავხმარებოდი, მისთვის პროდუქტების ყიდვა დავიწყე. თავდაპირველად მასთან მივდიოდი და ვეკითხებოდი, რომელი პროდუქტები უნდოდა. ის არასოდეს ითხოვდა დელიკატესებს, არამედ ძალიან ჩვეულებრივი პროდუქტების ყიდვას მთხოვდა: ბრინჯის, მაკარონის, ხორცის ან თევზის კონსერვის.
ვყიდულობდი პროდუქტებს ჩემთვის და იმასაც ვყიდულობდი, რასაც ის ქალი მთხოვდა. ფულს არასოდეს ვაძლევდი, მე მას ყოველთვის პროდუქტებს ვაძლევდი.ერთხელ, მივუახლოვდი და ვკითხე, რა მეყიდა მისთვის მთელი ერთი კვირისთვის, რომ ის აქ ასე ხშირად არ მჯდარიყო.
მან საჭირო პროდუქტები ჩამოთვალა და მე მაღაზიაში შევედი. ყველაფერი ვიყიდე, თანხა საკმაოდ დიდი გამოვიდა, მაგრამ იქ მხოლოდ აუცილებელი პროდუქტები იყო.მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ ისევ შევიარე მაღაზიაში და ძალიან გავოცდი. ის ქალი ისევ მაღაზიის კართან იჯდა.ვერ მოვითმინე, მასთან მივედი და ვკითხე:
- აქ რას აკეთებთ? მე ხომ გუშინ მთელი კვირის სამყოფი პროდუქტები გიყიდეთ!
- მოშორდი აქედან, რა შენი საქმეა!
ამის გაგონებაზე, ადგილზე გავიყინე. მაღაზიაში შესვლაც კი აღარ მინდოდა. უბრალოდ შევბრუნდი, მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.სახლში გონს ვერ მოვდიოდი. უბრალოდ, ვერ ვიგებდი, როგორ უნდა გეპასუხა ასე ადამიანისთვის, რომელიც ამდენს გეხმარებოდა? სად არის უბრალო ადამიანური მადლიერება? სად არის სინდისი?
ნუთუ ზოგიერთი ადამიანისთვის ასეთი უბრალო რაღაცები, უბრალოდ არ არსებობს?