მე დათო მქვია. მყავს უფროსი ძმა – ირაკლი. ჩენს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 5 წელია.მე და ირაკლის შესანიშნავი მშობლები გვყავს: ზრდილობიანები, ინტელიგენტები, ძალიან განათლებულები. როდესაც ვიზრდებოდით, ჩემი უფროსი ძმა ყოველთვის მიცავდა და ყოველთვის მეხმარებოდა. მერე, ისე მოხდა, რომ ჩვენ ათ წელზე მეტია აღარ ვურთიერთობთ.
აი, რა მოხდა.სკოლის დამთავრების შემდეგ, ირაკლიმ მოინდომა, რომ სამხედრო გამხდარიყო და სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებელი სხვა ქალაქში იყო. მე და ჩემი მშობლები ირაკლისთან ხშირად მივდიოდით, სანამ სწავლობდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო.
სწავლის დამთავრებამდე სამი თვით ადრე, ირაკლიმ განსაცვიფრებელი ამბავი შეგვატყობინა, მას ჰყავდა შეყვარებული და სწავლის დამთავრების შემდეგ, მასზე დაქორწინებას აპირებდა.ჩვენთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. მერე ირაკლიმ თავისი საცოლე, ანა, გაგვაცნო.
მშობლები არწმუნებდნენ ირაკლის, რომ ასე ადრე არ დაქორწინებულიყო. ანა დედაჩვენს საერთოდ არ მოეწონა. ის ძალიან დაბალი იყო და ძალიან გამხდარი. დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ის ირაკლის არ შეეფერებოდა. მაგრამ, რადგან დედა ძალიან ბრძენი და ზრდილობიანი ქალია, ის ირაკლის არ შეეწინააღმდეგა.
ირაკლიმ სწავლა დაამთავრა და ცოლი მოიყვანა. გადანაწილების მიხედვით, ის რომელიღაც პატარა სოფელში მოხვდა. ის ახალგაზრდა ცოლთან ერთად ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა. ეს იყო ბარაკი, საპირფარეშო იყო გარეთ. საჭირო იყო ფეჩის ანთება და წყლის ჭიდან მოტანა. მოკლედ, იქ ცხოვრება ძალიან რთული იყო. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ანა მამაცურად უმკლავდებოდა ყველაფერს. ირაკლის და ანას ბიჭი შეეძინათ.
შვილიშვილის დაბადების შემდეგ, დედა მათთან სტუმრად წავიდა. ის უბრალოდ გაოგნდა, როდესაც ნახა, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ ირაკლი და მისი ოჯახი. ის აღფრთოვანებული იყო ანას გამბედაობითა და მისი ხასიათით.ასე იცხოვრეს მათ კიდევ სამი წელი. მერე ირაკლის ასეთი ცხოვრება მოსწყინდა. პირობები საშინელი იყო, ხელფასი ძალიან დაბალი და იმასაც დაგვიანებით ღებულობდა. მოკლედ, ირაკლი სამსახურიდან წამოვიდა და მშობლებთან დაბრუნდა. ამ დროისთვის, მე ინსტიტუტში ვსწავლობდი და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი.
მშობლებს ძალიან პატარა ოროთახიანი ბინა ჰქონდათ და 5 ადამიანი იქ ძალიან ვიწროდ ცხოვრობდა.დედაჩვენი ისეთი ქალი იყო, რომ ყველგან ნაცნობები ჰყავდა. მან შეძლო ირაკლისა და მისი ოჯახისთვის საერთო საცხოვრებელში ოთახის შოვნა. ოთახი ძალიან კარგი იყო. მას ჰქონდა საკუთარი სამზარეულო და საკუთარი საპირფარეშო. მაგრამ, საშხაპე საერთო იყო მთელი ერთი სართულისთვის.
ირაკლის და ანას ეს საცხოვრებელიც ძალიან უხაროდათ.ეს ყველაფერი ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ხდებოდა. ძალიან რთული დრო იყო. სამსახურის პოვნა ძალიან რთული იყო. ირაკლიმ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ სწავლასაც აგრძელებდა. ანა არსად არ მუშაობდა. ირაკლის ძალიან ეცოდებოდა თავისი ცოლი, ის ხომ ასეთი პატარა და ძალიან გამხდარი იყო. ფული, რომელსაც ის შოულობდა, მათ ყველაფრისთვის არ ყოფნიდათ.
მე ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მაშინვე მოვნახე კარგი სამსახური, მაგრამ ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებდი. გადავწყვიტე ჯერ ბინა მეყიდა. მშობლებთან ვცხოვრობდი და ბინის ფულს ვაგროვებდი. ამის შესახებ ჩემი ძმისთვის არაფერი მითქვამს. ჩემი გეგმების შესახებ, მან არაფერი იცოდა.ისე მოხდა, რომ როდესაც მე ბინა მოვნახე და სახლში ფულის წასაღებად მოვედი, ირაკლი ჩვენთან იყო. მან ნახა, რომ დედამ ფული მომცა, ფულს მე დედაჩემთან ვინახავდი.
ირაკლიმ გაიგო, რომ ეს ბინის საყიდელი ფული იყო და იფიქრა, რომ ამ ფულს მშობლები მაძლევდნენ. მან მაგარი ჩხუბი ატეხა, რატომ ყიდულობდნენ მშობლები ბინას ჩემთვის და არა – მისთვის. მას ხომ ოჯახი ჰყავს, მე კი – ცოლიც არ მყავს!დედა შეეცადა მისთვის აეხსნა, რომ ეს ჩემი ფული იყო, რომელსაც მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვაგროვებდი ბინის საყიდლად, მაგრამ ირაკლიმ არ დაიჯერა. დედაჩემმა ვეღარ მოითმინა და უთხრა, რომ თუ მას ბინის ყიდვა უნდოდა, ამისთვის ფული უნდა შეეგროვებინა და საჭირო იყო, რომ ოჯახში ორ ადამიანს ემუშავა: ქმარსაც და ცოლსაც. ირაკლიც და მისი ცოლიც უკვე დიდები არიან და საკუთარი თავის იმედი უნდა იქონიონ და არა მშობლების დახმარების.
ამის მოსმენის შემდეგ, ჩემმა ძმამ შემოგვთავაზა, რომ ის და თავისი ცოლი გადავიდოდნენ იმ ბინაში, რომელსაც მე ვიყიდი, მე კი საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრებდი. მე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე ასეთ სულელურ წინადადებას.
ამის შემდეგ, ირაკლი ძალიან გამიბრაზდა, სამსახურიდან წამოვიდა და ანასთან ერთად მის მშობლებთან გაემგზავრა. მან გაყიდა საერთო საცხოვრებლის ოთახი, ავტოფარეხი, რომელიც თავის დროზე მშობლებმა აჩუქეს და თავისთვის რაიონში ერთოთახიანი ბინა იყიდა. ამ ბინაში ანას მშობლები გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ანა და ირაკლი კი – ანას მშობლების ოროთახიან ბინაში გადავიდნენ.
დედაც და მამაც არწმუნებდნენ ირაკლის, რომ რაიონში არ წასულიყო. დედაქალაქში ხომ კარგი სამსახურის შოვნის უფრო დიდი შანსია და მეტი შესაძლებლობაა ბავშვის განვითარებისთვის. მაგრამ, ირაკლიმ და ანამ ასე გადაწყვიტეს.
გავიდა რამდენიმე წელი. ირაკლი დარაჯად მუშაობს, მუშაობა ანამაც დაიწყო. ისინი ზოგჯერ მშობლებთან ჩამოდიოდნენ სტუმრად. ირაკლი ყოველ ჯერზე დიდ ჩხუბს ატეხდა ხოლმე, ამბობდა, რომ მშობლები იყვნენ დამნაშავე იმაში, რომ ის ასე ცოტას გამოამუშავებდა და მათ მუდმივად ფული არ ჰყოფნიდათ. ამბობდა, რომ მშობლები ყოველთვის მე მეხმარებოდნენ, მას კი – არასოდეს. მაგრამ, ეს ასე არის. ჩემი სახლისთვის და ჩემი მანქანისთვის მე ფული თავად გამოვიმუშავე.
დედა ცდილობდა ირაკლის დამშვიდებას და მას დიდ თანხებს უგზავნიდა საჩუქრის სახით დაბადების დღეებზე და დღესასწაულებზე. მაგრამ ირაკლის ეს ეცოტავებოდა.დედა ხშირად მიდიოდა მათთან და შვილიშვილი არდადეგებზე მასთან ჩამოჰყავდა. ერთხელ დედა ცუდად გახდა და მე მთხოვა, რომ ჩემი ძმისშვილი მშობლებთან წამეყვანა. მე დავთანხმდი.ჩემმა ძმამ დამინახა, რომ ახალი მანქანით მივედი და ისევ გრანდიოზული სკანდალი ატეხა. მან დედას დაურეკა და უთხრა;
- უცხო ადამიანებმა უფრო მეტი გამიკეთეს, ვიდრე თქვენ! მე ასეთი მშობლები არ მჭირდება.
მას შემდეგ, ის მშობლებს ძალიან იშვიათად ურეკავდა.მერე მე დაქორწინება გადავწყვიტე. ჩემი ძმა ქორწილში დავპატიჟე, მაგრამ მან მოსვლა არ მოისურვა. მას შემდეგ ურთიერთობა არ გვაქვს.ჩემმა მშობლებმაც შეწყვიტეს ურთიერთობა ირაკლისთან და თავის ოჯახთან. ვიცი, რომ დედაჩემი ამას ძალიან განიცდის, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს.ვისი ბრალია, რომ ირაკლი ასე ცხოვრობს? ის თავადაა ყველაფერში დამნაშავე. მე ყველაფერს ჩემი თავდადებული შრომით მივაღწიე. ვინ დაუშალა ირაკლის, რომ თავადაც ასე მოქცეულიყო? არავინ!
რა საჭიროა ყველაფერში მშობლების და ჩემი დადანაშაულება? ჩვენ ნამდვილად არ ვართ დამნაშავე არაფერში!