ბავშვობაში ვფიქრობთ, რომ მშობლებს ნებისმიერი პრობლემის მარტივად მოგვარება შეუძლია. მათ ისე ვუყურებთ, როგორც სუპერგმირებს. როცა ვიზრდებით, ვხვდებით, რომ ასე არაა. ზოგჯერ ზრდასრულ მშობლებს შეუძლიათ ისეთი რამ გააკეთონ, რაც ძნელი წარმოსადგენია. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა Paparazzi–ის დღევანდელი ისტორიის გმირი. გაიგო, რომ დედამისი ყელამდე ვალებში ჩაფლულია და სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.
დედა ვალებში – „ბოლო დროს შევნიშნე, რომ დედა თავის თავს არ ჰგავს. სულ რაღაცაზე ფიქრობს, თითქმის არ მისმენს. შვილიშვილებთან უინტერესოდ ურთიერთობს. მშფოთვარე და ნერვიულია. ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვხედავ, რომ რაღაც რიგზე არაა. ერთხელ პირდაპირ ვკითხე, რა მოხდა. მიამბო, რომ სესხები აიღო. ტირილი დაიწყო და მომიყვა, რომ ჯერ ცოტა ფული აიღო, მაგრამ გადახდა ვერ შეძლო. მეორე სესხი აიღო, რომ წინა დაეფარა. ასე თოვლის გუნდასავით გაიზარდა. თითქმის ათასი დოლარი ვალი აქვს. პენსიონერისთვის სოლიდური თანხაა. გამიკვირდა, რადგან არ მესმის, რაში სჭირდებოდა ფული. მითხრა, რომ უბრალოდ ყოფით საკითხებში დახარჯა. ამის გაგება მიჭირს. ჩემ ქმარს კარგი ხელფასი აქვს, კარგად ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ვარ, ბავშვებზე ვზრუნავ. მეუღლე საოჯახო საქმეებზე ფულს მაძლევს. მის ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ ქირის გადახდა არ გვიწევს. ამ თანხიდან ყოველთვე დედას ვეხმარები. ქმარი წინააღმდეგი არაა, რადგან ესმის, რომ პენსიონერებისთვის რთული დროა.
დედაჩემის შესახებ – ოღონდ დედაჩემს ისე კარგად არ იცნობს, როგორც მე. ჯიბეში ფული არასდროს უჩერდება. მთელი ცხოვრება ასე იყო. სანამ მამა ცოცხალი იყო, ეუბნებოდა, რომ მხარჯველია. ყველაფერი, რისი დაგროვებაც შეძლეს, მამის დამსახურებაა. დედა მთელი ცხოვრება რაღაც ვალში იყო. ჩემგან ფულს ხშირად სესხულობდა. დღემდე აბრუნებს.
მისი გაგება მიჭირს, რადგან თითოეული თეთრის დაზოგვას ვცდილობ. ახლა კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თან ბავშვები იზრდებიან, მათაც დანაზოგი სჭირდებათ. ის კი სესხს იღებს, რომ ჭამასა და კოსმეტიკაზე დახარჯოს. ვკითხე, რატომ არ მითხრა ადრე არაფერი, სანამ ჯამი ასეთი დიდი არ იყო. ჩაიბურტყუნა, რომ არ მითხრა, რადგან ნოტაციებს წავუკითხავდი. ოღონდ ახლა უნდა ვიფიქრო, როგორ მოვაგვარო სიტუაცია. ქმარს დახმარება ვთხოვე. ვფიქრობდი, რომ უარს არ მეტყოდა, რადგან ყოველთვის მეხმარებოდა, მაგრამ მტკიცედ „არა“ მითხრა. თითქოს, დედაჩემის ვალია და თავის დაძვრენა თავად სცადოს. ყელამდე ვალებში ჩაფლობა საჭირო არ იყო. მესმის, რომ მართალია, მაგრამ დედა მეცოდება. რა გავაკეთო? თუ ფულს მივცემ, სულ ასე მოიქცევა. თუ არ მივცემ, უფრო დიდ ვალს აიღებს.“
ნამდვილად რთული სიტუაციაა. ვალს დაგროვება ახასიათებს და მისი მოშორება მარტივი არაა. ზრდასრული ქალიშვილი ვალდებული არაა, რომ დედის პრობლემები მუდმივად მოაგვაროს. ერთი საქმეა, როცა ეს რაღაც მნიშვნელოვანია, მეორე, როცა ეს ჩვეულებრივი უყურადღებობა და ინფანტილიზმია.