მე ანა მქვია. მე და ჩემს მუღლეს გვყავს ქალიშვილი, ნინი. ის ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური გოგონაა. მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს საბავშვო ბაღშიც და ჩვენს ეზოშიც.სწორედ ამაზე უნდა ვისაუბრო დღეს, თუ როგორ თამაშობენ ისინი ეზოში.ახლახან, ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ნინი მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშობდა, მე საჭმელს ვაკეთებდი და მათ სამზარეულოს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს. საჭმელი უკვე მზად იყო, ნინი კი, რატომღაც სახლში არ მოდიოდა. გადავწყვიტე თავად გავსულიყავი გარეთ და ბავშვი შემომეყვანა. ფანჯრიდან ყვირილი არ დამიწყია, რათა ვინმე არ შემეწუხებინა.
ეზოში გავედი და ადგილზე გავიყინე, ჩემს შვილს ხელში რაღაც ეჭირა, რაც ძალიან ჰგავდა ახალშობილს.თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა: “სად ნახეს ბავშვებმა ასეთი პატარა ბავშვი? სად არის მისი დედა?ამასობაში, ახალშობილი ნინის ხელიდან მისმა მეგობარმა ელენემ გამოართვა, შემდეგი სიტყვებით:
- მომეცი! შენ ის არასწორად გიჭირავს!
მივუახლოვდი და ყურადღებით დავაკვირდი. დავმშვიდდი: ნაჭრებიდან გრძელი და ფაფუკი კატის კუდი გამოჩნდა.ყველაფერი გასაგებია: ბავშვებმა კატა გაახვიეს ნაჭრებში. როგორ მოხდა, რომ მან ისინი არ დაჩხაპნა.
- დედა! ეს ჩვენი ქალიშვილია! – სიხარულით შემატყობინა ნინიმ.
- ბავშვებო! რას აკეთებთ? ეს ხომ დიდი კატაა, მას თქვენი დაჩხაპნა შეეძლო! საიდან მოიყვანეთ?! – ვიყვირე მე.
ამ დროს, კატა ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით. ის მშვიდად იწვა ელენეს მკლავებზე. მე მივხვდი, რომ ბავშვები ჩვენი ეზოს კატას, აძინებდნენ.
- ეს ხომ მამალი კატაა! ესე იგი, თქვენი ქალიშვილი ვერ იქნება!
- იქნება! შენ ხომ მე ზოგჯერ ფისოს მეძახი! – თქვა ნინიმ.
- მოდი, გავუშვათ! იქნებ მას სტკივა?
- არა! ის თავს კარგად გრძნობს! ის სასიამოვნოდ კრუტუნებს.
- მე ექიმი ვარ და თქვენი ქალიშვილის გასასინჯად მოვედი! – საქმიანად თქვა ელენემ. – მომიყვანეთ პაციენტი.
კატამ დაიკნავლა. ალბათ უსაქმურობისგან დაიღალა და სირბილი მოუნდა. მან საცოდავი თვალებით შემომხედა და მე მივხვდი, რომ უნდა დავხმარებოდი.
- თქვენს ქალიშვილს ძალიან ეძინება! – ვერდიქტი გამოიტანა ელენემ, რომელიც ექიმის როლს ასრულებდა.
- გოგონებო! მოდით, მე მოგეხმარებით თქვენი პატარას დაძინებაში! – ვუთხარი მე.
ნინიმ კატა მომაწოდა. მე სწრაფად გავხსენი ქსოვილი და კატა გავუშვი. მან ჩვენი ეზო გადაირბინა და ჩვენი სახლის სარდაფში დაიმალა.
- ოჰ, ის გაიქცა! რა ვქნათ ახლა? – დაღონებულმა წარმოსთქვა ელენემ.
- მან მითხრა, რომ ცოტას ირბენს და მერე ისევ თქვენთან დაბრუნდება!
- მართლა? რა კარგია!
- ნინი, სახლში წავიდეთ, ჭამის დროა! – ვუთხარი მე და ჩემს გოგონას ხელი მოვკიდე.
- წავიდეთ!
ჩვენ სახლში წავედით. ნინის მეგობრები კი ახალ მეზობლებს მიუახლოვდნენ, რომლებსაც ჰყავდათ ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი ძაღლი – დალმატინელი. ალბათ, ის მათი ახალი ცოცხალი სათამაშო იქნება.ზოგადად, ძალიან კარგი ბავშვები არიან, ძალიან კეთილები და არავის აწყენინებენ. თუმცა, მათთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენ.