მე ნათია მქვია. 28 წლის ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ორი შვილი გვყავს. ბავშვებს მხოლოდ მე ვუვლი. ისინი ძალიან პატარები არიან და მათთან ძალიან ვიღლები.ქმარი სულ სამსახურშია და სახლში რომ მოდის არასოდეს მეხმარება. უქმე დღეებშიც კი არ ცდილობს ჩემს დახმარებას. ხან დედამისთან მიდის სტუმრად, ხან მეგობრებთან ერთად სათევზაოდ.
ასე ვიცხოვრეთ სამი წლის მანძილზე. მე არასოდეს ვჩიოდი და ყველაფერს თავად ვაკეთებდი. ჩემი შვილები ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს მათთან ერთად ქუჩაში თამაში, მიყვარს მათთან ერთად განმავითარებელი თამაშების თამაში. მათთვის ტანსაცმელს ფასდაკლებებზე ვყიდულობ, მათი მკურნალობაც კი ვისწავლე.ჩემი ქმარი ამ ყველაფერს არ აფასებს. მან მითხრა, რომ საშინლად გამოვიყურები, ძალიან გავსუქდი, ძალიან ცუდად გამოვიყურები და შვილებისა და მათი დაავადებების მეტი, არაფერი არ მაინტერესებს.
არც მანიკიურს ვიკეთებ, თმას იშვიათად ვიჭრი, ცეკვაზე აღარ დავდივარ.სხვა ქალები, რომლებიც დეკრეტში არიან მშვენივრად ასწრებენ ყველაფერს და შესანიშნავად გამოიყურებიან.როდის დავინტერესდე სხვა რამით? ქმარი არაფერში მეხმარება, არც დედამისი. ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი ვუთხარი.იმიტომ ვარ ასე, რომ ძალიან ვიღლები და საკუთარი თავისთვის უბრალოდ დრო არ მაქვს.
ორი დღის შემდეგ, უქმეებზე, ჩემს ქმარს ვთხოვე, რომ ბავშვებისთვის მიეხედა, რათა მე სალონში წასვლა მომესწრო. მან უარი მითხრა. ის თავის მეგობრებს უნდა შეხვედროდა. დედამთილს დავურეკე და ვთხოვე, ცოტა ხნით შვილიშვილებთან დარჩენილიყო, მანაც უარი მითხრა.ასე რომ, მე არ მაქვს დრო დასვენებისთვის, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და რაიმე გატაცებისთვის.ბავშვების დაბადების შემდეგ ჩემი ქმრის ცხოვრება არ შეცვლილა. ის ძველებურად სამსახურშიც დადის და ისვენებს კიდეც. ბავშვებს ის საერთოდ არ უვლის.
მაშინ, ვინ მოუვლის მათ, თუ არა მე?ჩემი ქმარი პრეტენზიებს აღარ გამოთქვამს, რადგან ის არ არის მზად ბავშვებთან დროის გასატარებლად და ჩემთვის იმის შესაძლებლობის მოსაცემად, რომ საკუთარ თავს მივხედო. ასე რომ, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ადრე იყო.
ძალიან ვიმედოვნებდი, რომ ჩემი ქმარი დამეხმარებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისთვის მისი მეგობრები და თევზაობა ჩვენს შვილებზე მნიშვნელოვანია.