მზესუმზირის ზეთი უნიტაზში ჩაასხით და სანტექნიკოსები უმუშევრები დარჩებიან

0
4058

სახლში ზეთი არა მხოლოდ სამზარეულოში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მზესუმზირის ზეთი კერძის მოსამზადებლად და სახლის დასალაგებად გამოგადგებათ. სანტექნიკოსები დარწმუნებით გირჩევენ, რომ ზეთი ნიჟარასა და უნიტაზში ჩაასხათ. იქნებ ეს არაკეთილმოსურნე ხელოსნების ხრიკია, რომელთაც უმუშევრად დარჩენის ეშინიათ? Paparazzi გარკვევას ეცდება.

ზეთის გამოყენება – კერძო სახლებისა და აგარაკების მფლობელებმა ნიჟარიდან და უნიტაზიდან უსიამოვნო სუნის შესახებ კარგად იციან. სანტექნიკის დიდი ხნით გამოუყენებლობა დაგუბებულ სუნს აჩენს. პროფილაქტიკისთვის საყოფაცხოვრებო ქიმია შეგიძლიათ გამოიყენოთ და სანტექნიკოსი გამოიძახოთ. გირჩევთ, არ იჩქაროთ, სანამ ერთ საინტერესო ხრიკს არ გამოცდით. აქ ზეთი გამოგადგებათ.

მზესუმზირის ზეთს მნიშვნელოვანი თვისება აქვს. წყალზე მსუბუქია, ამიტომ წყლის საცობის ზედაპირზე ცურავს და დამცავ ფენას ქმნის. ასე უსიამოვნო სუნს გარეთ გამოსვლის და მთელ ოთახში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. გამოგადგებათ, თუ დიდხანს სახლიდან წასვლას აპირებთ. ამ მიზნით ზეთი არა მხოლოდ უნიტაზში, არამედ ნიჟარაში ჩაასხით. გაიხსენეთ ფიზიკა: ზეთი წყალში არ იხსნება და ჰიდროფობური ნივთიერებაა. პროდუქტი ზედაპირზე არ ორთქლდება, არამედ დამცავ ფენას დიდი ხნით ქმნის.

გამოყენების წესი – სანამ ზეთს ჩაასხამთ, წესები დაიცავით. ზეთი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა საოჯახო საქმეს დაასრულებთ. სანტექნიკა ბოლო წუთისთვის მოიტოვეთ. მხოლოდ 50-100 მლ ზეთი დაგჭირდებათ. ეს დამცავი ფენის შესაქმნელად საკმარისია. ზეთის თხელი ფენა მილის კედლებზე დარჩება. ჭუჭყი არ მიეკვრება და უსიამოვნო არომატს არ გამოსცემს. ასე სანტექნიკა 3 თვე შეგიძლიათ დაიცვათ. მშვიდად იქნებით, როცა სახლის დიდი ხნით დატოვება მოგიწევთ.

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ – ზოგიერთი ამ მეთოდს აკრიტიკებს და თვლის, რომ ეს სანტექნიკოსის გამოძახების კიდევ ერთი მიზეზია. ზეთი შეიძლება დაგუბდეს, ნადები წარმოქმნას, რომლის მოშორებას მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს. ნამდვილად, ხრიკი უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც ახალი მილი არ აქვს. ასე ზეთი ჟანგის, კირის და წყლის ნალექის ნარჩენებს შეერევა. თუ ძველ კორპუსში ცხოვრობთ, სახლში ზეთის გამოყენებას არ გირჩევთ. სხვა შემთხვევაში უკუჩვენება არ აქვს. კიდევ ერთი გაფრთხილება: ზეთი მილს მთელ სიგრძეზე არ იცავს, ამიტომ უსიამოვნო სუნისგან 100%–ით დაცული ვერ იქნებით.

როგორ დავიცვათ თავი უსიამოვნო სუნისგან – ზეთის გარდა კიდევ რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. უნიტაზს თავსახური დაახურეთ, მასსა და საჯდომს შორის ტუალეტის ქაღალდი დადეთ. ასე სუნი შენობაში არ მოხვდება. მაღაზიებსა და ბაზრობაზე იყიდება სპეციალური საცობი ნიჟარისთვის, აბაზანისა და უნიტაზისთვის. თუ კიდევ ერთი მოწყობილობის ყიდვის სურვილი არ გაქვთ, საცობი ძველი ჩვრისგან გააკეთეთ. დიდი ხნის შემდეგ სახლში დაბრუნებისას უნიტაზში წყალი რამდენჯერმე ჩარეცხეთ, სანამ თავსახურს აწევთ. ნიჟარაში ონკანი გახსენით, რომ წყალი გადმოვიდეს და დაგუბება აღმოფხვრას.

ახლა იცით, როგორ გამოიყენოთ ზეთი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ამ მეთოდს ბევრი სანტექნიკოსი ნამდვილად გვირჩევს. შეზღუდვის შესახებ გახსოვდეთ: ზეთი სიტუაციას გაამწვავებს, თუ მილი და სანტექნიკა ძველია.