ბარისტამ გამიზიარა საიდუმლო ცოდნა: ყავის ნალექს არასდროს ვყრი

0
538

როცა კაფეში ვმუშაობდი, ერთი ქალი რეგულარულად მოდიოდა და ყავის ნარჩენები მიჰქონდა. „ყავის ნალექი ბევრი მიზნისთვის შესანიშნავი ნედლეულია“ – ამბობდა ის. ვიცი, რომ ყავის ნალექიდან ტანის სკრაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ. ეს ამ პროდუქტის გამოყენების მთელი სპექტრი არაა. Paparazzi ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ.

ყავის ნალექი – შემოდგომა–ზამთრის პერიოდში სახის და ხელის კანის მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. სიცივე კანს აშრობს და ქერცლავს. ამ უსიამოვნებასთან გასამკლავებად ბევრი კოსმეტიკური საშუალება არსებობს. სხვადასხვა სკრაბს და პილინგს ვგულისხმობთ. ზოგჯერ ისინი გაღიზიანებას და პრობლემის გამწვავებას იწვევენ. გარდა ამისა, ნამდვილად კარგი საშუალება ფული ღირს. რატომ არ გამოვიყენოთ შინაურული საშუალება, რომელშიც ყავის ნალექი შედის? მით უფრო, რეცეპტი სასაცილოდ მარტივია.

2 ჩ/კ ყავის ნალექი, შაქარი და ამდენივე ზეითუნის ზეთი აურიეთ. ნებისმიერი ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ და მზადაა. ასეთი სკრაბი ხელებზე ან მთელ სხეულზე შეგიძლიათ წაისვით. ამ შემთხვევაში პროპორციები გაზარდეთ. სკრაბის წასმის შემდეგ კანის წრიულად მასაჟი დაიწყეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ ჩვეული მოვლის საშუალება წაისვით. მსგავსი საშუალება სახეზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარია, რომ ყავა და შაქარი წვრილად დაფქული იყოს, რადგან სახის კანი ძალიან მგრძნობიარეა. ასევე ქოქოსის ზეთის დამატებას გვირჩევენ.

ნალექის გამოყენების სხვა მეთოდები – ყავის ნალექი სხვადასხვა მიზნით გამოგადგებათ. მაგალითად, კვლებისა და ბაღისთვის შესანიშნავი სასუქია. ნალექით ხეხილი და ყვავილები შეგიძლიათ გამოკვებოთ, რადგან მიწას უფრო მჟავეს ხდის. გარდა ამისა, ყავის სუნი აფრთხობს მავნებლებს, მაგალითად, ლოქორას და ლოკოკინას. თუ თქვენს ნაკვეთზე ბევრი ჭიანჭველის ბუდე გაჩნდა, ყავის ნალექით ამოავსეთ. ჭიანჭველები სხვა ადგილზე გადასახლდებიან. მებოსტნეები ყავის ნალექს კომპოსტს ან მცენარეების სარწყავ წყალს უმატებენ.

ყავის ნალექი ბუნებრივი არომატიზატორია. თუ დიდხანს ამზადებდით და თქვენი ხელები ხახვის ან ნივრის სუნით გაიჟღინთა, უბრალოდ სველი ყავის ნალექით გაიხეხეთ. მშრალი პროდუქტი ქილაში ან ჭიქაში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ნალექი უსიამოვნო სუნს შთანთქავს. რწყილის წინააღმდეგ ფარმაცევტულ საშუალებებს ყველა არ ცნობს. თქვენი საქმეა, მაგრამ ცხოველმა საძულველი პარაზიტების ნაკბენი არ უნდა მოითმინონ. აქაც ყავის ნალექი დაგეხმარებათ. ცხოველზე დაბანის შემდეგ სველ კანზე შეაზილეთ. ყავის მძაფრი სუნი რწყილებს აფრთხობს.

ამბობენ, რომ ყავის ნალექი ფეხებსა და დუნდულებზე უსიამოვნო ფორთოხლის ქერქისებრ კანთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. სკრაბივით მუშაობს. ოღონდ ამ შემთხვევაში ყავის ნალექი ზეითუნის ან კოჭის ზეთს უნდა აურიოთ. შემდეგ საშუალება პრობლემურ ზონებზე შეიზილოთ და წრიულად აქტიურად დაიმასაჟოთ. ამ მიზნით სპეციალური ჯაგრისი ან ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროცედურა კვირაში 1–2–ჯერ გაიმეორეთ.

ყველაზე უჩვეულო გამოყენება: ყავის ნალექი, როგორც ჭურჭლის სარეცხი საშუალება. პატარა აბრაზიული ნაწილაკების ხარჯზე ნებისმიერ ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება ისე, როგორც სოდა ან საყოფაცხოვრებო ქიმია. სამაგიეროდ, ყავის ნალექის ყიდვა არ მოგიწევთ. უნარჩენო გამოყენება გამოვა.