ამ სანელებლის წყალობით ოთახის მცენარე მთელი ზამთარი იყვავილებს, კაქტუსებიც ყვავის

1098

ზამთარი მცენარისთვის რთული პერიოდია. დღე მოკლდება, დღის სინათლე კატასტროფულად საკმარისი არაა. ჩართული გათბობის სისტემა ჰაერის ტენიანობას ამცირებს, რაც მცენარეზე ცუდად მოქმედებს. ოთახის მცენარეს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. Paparazzi გიამბობთ, რა სჭირდება მცენარეს ზამთარში.

ოთახის მცენარეები ზამთარში – რა თქმა უნდა, მცენარეების სახეობები უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, იმ სახეობებზე ვისაუბრებთ, რომელიც ზამთარში არ ყვავილობს და არ იზრდება. ისინი გაზაფხულამდე სიმშვიდით უზრუნველყავით. ამ მიზნით თანდათან ზამთრის რეჟიმზე გადაიყვანეთ. პირველ რიგში, მცენარე ინფექციების და მავნებლების წინააღმდეგ დაამუშავეთ, რომ ზამთარში არ გაჩნდეს. გახსოვდეთ, თუ მცენარე ზრდას გააგრძელებს, გაზაფხულზე ყვავილობაზე უარს იტყვის. სათანადო დამუშავების შემდეგ ნებისმიერი გამოკვება შეწყვიტეთ და მორწყვა შეამცირეთ. შემდეგ მცენარე გრილ ოთახში გაიტანეთ. მცენარეები ისე განალაგეთ, რომ მათ შორის ჰაერი თავისუფლად მოძრაობდეს. თუ ფანჯრის რაფა, სადაც ისინი ზამთრობენ, ძალიან ცივია, ქოთნების ქვეშ თერმოხალიჩა დააფინეთ.

როგორ მოვრწყათ ოთახის მცენარეები ზამთარში – მთავარი ნაწილი მორწყვაა. მცენარეების უმეტესობას სიმშვიდის ფაზაში ზომიერი მორწყვა სჭირდება. ესაა პალმა, ფიკუსი, ქლოროფიტუმი, ციტრუსი, მონსტერა, სპატიფილუმი და სხვა. ეს მცენარეები მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა ზუსტად 3 სმ–ით გამოშრება. აი, სუკულენტები, კაქტუსები და მსგავსი მცენარეები მორწყვას თითქმის არ საჭიროებს. მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა მთლიანად გაშრება. კაქტუსები ნოემბრიდან მაისამდე შეგიძლიათ საერთოდ არ მორწყათ. მცენარეების მორწყვის გრაფიკი შეადგინეთ და მკაცრად დაიცავით. ყვავილებს აბაზანაში თბილი შხაპი მოუწყვეთ. წყალს დაწურვა აცადეთ და შემდეგ ქოთანი ადგილზე დააბრუნეთ. ასე მიწას დაატენიანებთ და მცირე რევიზიას ჩაატარებთ. დააკვირდით, ფოთლებზე ინფექციების ან პარაზიტების კვალი ხომ არ არის. ასევე ფოთლებს მტვრისგან გაწმენდთ.

გამოკვება – უკვე გითხარით, რომ ზამთარში მცენარეს დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. დამატებით გამოკვება საჭირო არაა. არსებობს მცენარეები, რომლებიც აქტიურობას ზამთარში იწყებენ. მათ გამოკვება სჭირდებათ. ჩვეულებრივი სანელებელი შესანიშნავი საკვები შეიძლება იყოს. თუ სახლის და უსაფრთხო სასუქი მოგწონთ, დარიჩინი აუცილებლად გჭირდებათ. ხსნარი მოამზადეთ. 1 ლ წყალს 1 ს/კ დარიჩინი აურიეთ. 1 დღე გააჩერეთ. სუფრის კოვზი ნარევი თითო ქოთანს დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი საკვებია, ამიტომ თვეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ. ეს სასუქი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაზაფხულზე ამ ნარევით კაქტუსი გამოკვებეთ და მალე აყვავდება. დარიჩინი პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თვეში ერთხელ მწიკვი დარიჩინი მიწის ზედაპირს მოაყარეთ. ასე მცენარეს სხვადასხვა ინფექციისგან დაიცავთ.

როგორც ხედავთ, ზამთარში მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. უბრალოდ ცოტათი მის კომფორტზე იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მცენარეს საკუთარი თავისებურება აქვს. გაეცანით, რა სჭირდება ამა თუ იმ მცენარეს ცივ სეზონზე. ზუსტი ინფორმაციის გამოყენებით ოთახის მცენარე თავს კომფორტულად იგრძნობს, რომ დროულად აყვავილდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს