პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ეს ამბავი ორი კვირის წინ დამემართა.
ჩემი ქმარი ახლახან საავადმყოფოში მოხვდა, ამიტომ სამსახურის შემდეგ სახლში კი არ წავედი, არამედ მასთან საავადმყოფოში. სწორედ ამიტომ, სახლში ძალიან გვიან დავბრუნდი. არ მეშინოდა, რადგან ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო. ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე არც თუ ისე შორი იყო.მშვიდად მივდიოდი, წარმოიდგენდი, ახლა როგორ ვივახშმებდი, შხაპს მივიღებდი და დავიძინებდი. უცებ მომესმა:
- გოგონა, მოიცადეთ! თქვენ 100 ლარი დაკარგეთ! ფული ჯიბიდან გადმოგივარდათ!
მე გზას ვაგრძელებდი. მაშინვე ვერც კი მივხვდი, რომ ეს ახალგაზრდა მე მომმართავდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამდენი ფული თან არ მქონდა.ამიტომ მივდიოდი და ვფიქრობდი: “რა პატიოსანი ახალგაზრდაა! სხვა მის ადგილას ამ ფულს თავად აიღებდა! ალბათ, ამ გზით ბიჭს უბრალოდ სურს გაიცნოს გოგონა, რომელიც მოსწონს! ყოჩაღ! ვუსურვებ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ!”
და გზას ვაგრძელებ. უცებ ეს ბიჭი მხარზე მეხება. საშინლად შემეშინდა, მან კი მითხრა:
- გოგონა! რატომ არ ჩერდებით? დავიღალე სირბილით!
- და რატომ მორბოდით?
- თქვენ ფული დაკარგეთ! და თანხა ძალიან დიდია! ეს ჩემი ხელფასის თითქმის ნახევარია! ფულს გაფრთხილება უნდა!
მაშინვე მივხვდი ყველაფერს: უბრალოდ არაერთხელ წამიკითხავს მსგავსი თაღლითობების შესახებ. მერე ეს ბიჭი მთხოვდა ფულის დახურდავებას და მე ყალბ ფულს მომცემდა.ბუნებრივია, გადავწყვიტე, რომ მას ჩემი მოტყუების საშუალებას არ მივცემდი. ამიტომ მე მას ვუთხარი:
- ამბობთ, რომ ეს თქვენი ხელფასის ნახევარია? რა ცოდო ხართ! ძალიან მეცოდებით! მაშინ ამ ფულს თქვენ გჩუქნით. შეყვარებულს ყვავილები უყიდეთ და გაახარეთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ თქვენთვის უკეთეს სამსახურს მოძებნით. სხვათა შორის, უკვე ჩემს სახლთან ვართ, შემოსასვლელში კამერა გვაქვს და 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ამის გაგონებაზე, ბიჭს თვალები შუბლზე აუვარდა. სადარბაზოში შევვარდი და კარი მივაჯახუნე.ამის შემდეგ კარგა ხანს ვერ ვმშვიდდებოდი, ღამეც ცუდად მეძინა ამ შემთხვევის გამო. იმის გაფიქრებაც კი მეშინოდა, რა დამემართებოდა, თუ ამ ფულს ავიღებდი. რა თქმა უნდა, ეს საქმე კარგად არ დამთავრდებოდა.
კიდევ კარგი, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ამდენი ფული თან არ მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავეჭვდებოდი და დრო არ მექნებოდა რაიმეს გააზრებისთვის.