მარცვლეულს აღარ ვხარშავ, უბრალოდ წყალს ვასხამ. ფენომენალური მეთოდი

0
260

ბავშვმაც იცის, როგორ მოამზადოს ფაფა წყალზე. პროცესი მარტივია: მარცვლეული ქვაბში ჩაყარეთ, წყალი 1:2 პროპორციით დაასხით. სხვა სიტყვებით, 100 გრამ წიწიბურაზე 200 მლ სითხე საკმარისია. აღმოჩნდა, ზოგიერთ მარცვლეულს ხარშვა არ სჭირდება. უფრო მეტიც: უმეტესობა მათგანს რეგულარულად მივირთმევთ და ამის შესახებ არ ვიცით. ყველაფერი იმიტომ, რომ ამ პროდუქტების თერმულად დამუშავებას მიჩვეული ვართ. ამის გაკეთება აუცილებელი არაა. Paparazzi გიამბობთ, რომელ მარცვლეულს არ სჭირდება მოხარშვა.

როგორ მოვამზადოთ ფაფა წყალზე – მარცვლეული მაცივრის გარეშე დიდხანს ინახება. გარდა ამისა, ბევრ მარცვლეულს თერმული დამუშავება ანუ მომზადება არ სჭირდება. გარკვეული მარცვლეულის მოსამზადებლად წყლის დასხმა საკმარისია. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად და რომელი მარცვლეული გამოგადგებათ.

მარცვლეული, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება

  1. პირველი მარცვლეულის შესახებ დიდი ხნის წინ გავიგე, რადგან მისგან მკვებავ სმუზებს ვამზადებ. ეს წიწიბურაა. ჩვეულებრივ, მწვანე წიწიბურას ვალბობ. ის უფრო სასარგებლოა. თუმცა ჩვეულებრივი წიწიბურაც გამოგადგებათ. მარცვლეულს ძილის წინ სუფთა წყალი დაასხით. ღამით მთელ სითხეს შეიწოვს, გასივდება და მოსახმარად გამოსადეგი გახდება. თუ ამ მეთოდით მწვანე წიწიბურას მოამზადებთ, დილით გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, რადგან ბევრ ლორწოვანს ქმნის. თუ დრო არ გაქვთ და სწრაფად უნდა შეჭამოთ, მაშინ ჩვეულებრივ წიწიბურას მდუღარე წყალი დაასხით, 20-30 წუთით გააჩერეთ. ეს დრო საკმარისია. ამ შემთხვევაში ქვაბი ან თეფში თბილი პირსახოცით ან პლედით შეფუთეთ.
  2. კუსკუს დიდხანს მომზადება არ სჭირდება. მას დიდებული გემო აქვს. სწრაფად იხარშება. თუ მოხარშვის დრო არ გაქვთ, არ იდარდოთ. მარცვლეულს წყალი დაასხით ისე, რომ კუსკუსი მთლიანად დაიფაროს. როგორც ცივი, ასევე ცხელი (მდუღარე) წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვაბს ან თეფშს თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ფაფა შეგიძლიათ შეჭამოთ. მზადაა!
  3. განსხვავებული შვრიის ფანტელები არსებობს. სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელებს მდუღარე წყლის დასხმა ყოფნის. თუ მარცვლეული მოსახარშად განკუთვნილია, ცივი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ ან მდუღარე წყალი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში 20-30 წუთში მზად იქნება.
  4. მანანის ფაფა წყალში ან რძეში 15-20 წუთით შეგიძლიათ ჩაალბოთ. მდუღარე წყალი ან ცხელი რძე იდეალურია. ამის გარეშეც ფაფა მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ. რა თქმა უნდა, ახალმოხარშული ფაფის ტექსტურა არ აქვს, მაგრამ დაგანაყრებთ.
  5. ქერის ბურღული ხარშვის გარეშე მარტივად მზადდება. ცხელი წყალი 1:2 პროპორციით დაასხით და 2-2,5 საათით გააჩერეთ. ამ დროში ქერი სითხეს შეიწოვს და გასივდება. როგორც წიწიბურის შემთხვევაში, ჭურჭელი პირსახოცში ან პლედში შეფუთეთ, რომ ჩალბობის პროცესი დააჩქაროთ.
  6. წვრილად დაფქულ ბულგურს მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით გააჩერეთ. ეს საკმარისია. თუ ბულგური მსხვილია, ჩალბობის დრო 40 წუთამდე ან 1 საათამდე გაზარდეთ. მზადაა.
  7. უჩენჩო ქერის ბურღულსაც მოხარშვა არ სჭირდება. უფრო დიდხანს უნდა ჩაალბოთ, ვიდრე სხვა მარცვლეული. კერძოდ, მთელი დღე. ბურღულის და წყლის იდეალური პროპორცია 1:3. რეკომენდებულია, რომ ამ ფაფას ჩალბობისას სანელებლები და ხმელი ბოსტნეული დაუმატოთ. მაგალითად, ხახვი და სტაფილო. გემრიელი გამოვა.

თუ ნერვიულობთ, რომ სტატიაში მითითებული დრო სხვადასხვა მარცვლეულის მოსამზადებლად საკმარისი არაა, უბრალოდ თითოეული მთელი ღამე ჩაალბეთ. ასე მზა ფაფას საუზმეზე მიიღებთ.