სამზარეულოს ჩაქუჩი ყველას აქვს, მაგრამ სწორად ერთეულები იყენებენ

0
147

რომელი სამზარეულოს ინვენტარი ბადებს უფრო მეტ კითხვას, ვიდრე პასუხს? გაოცდებით, მაგრამ ყველასთვის ნაცნობ ხორცის დასაბეგვ ჩაქუჩს ვგულისხმობთ. მისი მუშაობის პრინციპი გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა არსებობს. რატომ აქვს ამ ჩაქუჩს ორი სხვადასხვა ტიპის კბილები? აქვს სპეციალური მნიშვნელობა? პასუხი გაგაოცებთ.

სამზარეულოს ინვენტარი – ძნელი სათქმელია, რომ ვინმემ ზუსტი პასუხი გაგცეთ, რას უკავშირდება სამზარეულოს ჩაქუჩის გვერდების განსხვავება. ხორცს ბეგვავს, სხვა რა გინდათ? რომელი მხარე მუშაობს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, რისთვის მოიფიქრეს და მიამაგრეს. თუ ეს მხოლოდ პროფესიონალმა მზარეულებმა იციან. უნდა გავარკვიოთ.

ნაცნობი ნივთი – მივეჩვიეთ, რომ ყველას სამზარეულოში ჩაქუჩი ხორცისთვის აქვს. ერთ მხარეზე წვრილი კბილები აქვს, მეორეზე – უფრო მსხვილი. სინამდვილეში, ხორცის დასაბეგვი ჩაქუჩების 11–ზე მეტი სახეობა არსებობს. მართალია, მხოლოდ 2 ვარიანტია ყველაზე გავრცელებული. ის, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, და მეორე, რომელიც უფრო პრესს ჰგავს. მას მოხრილი სახელური და მხოლოდ ერთი დაკბილული მხარე აქვს. როგორც ჩანს, ასეთი ჩაქუჩის მუშაობის არსი ხორცის ნაჭრების დარბილებაა. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მსგავსი ნივთი კერძის გემოს მხოლოდ აუარესებს. ბასრ კბილებს შეუძლია ხორცის ბოჭკოები გაწყვიტოს და ხორცი უფრო მაგარი გახადოს. სწორედ ამიტომ, ხელსაწყოს არჩევას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

სწორი არჩევანი – ხორცი განსხვავებული შეიძლება იყო და თითოეულს მომზადების საკუთარი მეთოდი აქვს. მაგალითად, ნაზი ქათმის ხორცი ადვილად ზიანდება და დაბეგვილის ნაცვლად სასაცილო ნაკუწები შეიძლება მიიღოთ. უხეში ძროხის ხორცისთვის ბასრი კბილები იდეალურია. კბილების ზომასაც მნიშვნელობა აქვს. ბრტყელი მხარე ან მხარე, სადაც კბილები უფრო გლუვია, სტეიკის დასაბეგვად გამოგადგებათ. წვრილი და უფრო ბასრი კბილები უხეში ხორცისთვის შესაფერისია. ყურადღება მიაქციეთ, რას აფარებთ ხორცს დაბეგვისას. ჩვეულებრივ, ამ მიზნით შესაფუთი პარკი გამოიყენება. პატარა პლასტმასის დაფაც გამოგადგებათ. ის ხორცზე თანაბარ ზეწოლას ქმნის, ამიტომ არაფერი დაიშლება.

დეტალებზე ყურადღების გამახვილება – ისე გამოდის, ხორცის დასაბეგვი ჩაქუჩი სამზარეულოში თავისით ჩნდება. ხშირად ლითონისგან დამზადებულია და დედისგან ან ბებიისგან მემკვიდრეობით შეიძლება მიიღოთ. სინამდვილეში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული შეიძლება იყოს. ასეთი ჩაქუჩის დამზადება შეიძლება ხის, ალუმინის, პლასტმასის, უჟანგავი ფოლადის გამოყენებით. მასალების კომბინაციაც შეიძლება.

საჭირო ინვენტარი – როცა ახალი სამზარეულოს ჩაქუჩის ყიდვაზე ფიქრობთ, შემდეგ ფაქტორებს ყურადღება მიაქციეთ. რომელი მასალისგან დამზადებულია, როგორი ფორმა და ზომა აქვს, რამდენად მოსახერხებელია ასეთი ჩაქუჩის გამოყენება. გაითვალისწინეთ ისიც, რომელ ხორცთან მუშაობა გიწევთ ხშირად და როგორ კერძებს ამზადებთ. თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული სამზარეულოს ჩაქუჩი შეარჩიეთ. ხელში მოხერხებულად უნდა გეჭიროთ და მარტივად გარეცხოთ. მაგალითად, ალუმინის ან პლასტმასის ჩაქუჩი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ადვილად ტყდება.