პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.გვიან საღამოს სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. ჩემი სახლის წინ, სკამზე ვიღაც ქალი იწვა. მივუახლოვდი და მივხვდი, რომ ქალი მთვრალი იყო. სკამის წინ, მიწაზე მისი ჩანთა ეგდო.
ნაწვიმარი იყო, ციოდა და სინესტე იდგა. ქალი მთლიანად სველი იყო, რატომღაც შემეცოდა.ჩვენს ეზოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მისი დახმარების სურვილი არავის გასჩენია. მე ასე ვერ მოვიქცეოდი. მას ქუჩაში შეიძლებოდა რაიმე უბედურება დამართვნოდა.გადავწყვიტე, სახლში წამეყვანა. ძალიან გამიჭირდა მისი სახლამდე მიყვანა. თითქოს ცოტა გამოფხიზლდა, მაგრამ ნორმალურად სიარული არ შეეძლო. ძლივს მივიყვანე ლიფტამდე, შემდეგ კი ბინამდე.
ქალს ღრმად ჩაეძინა პირდაპირ სკამზე, რომელზედაც ძლივს მოვახერხე მისი დასმა.შუქი ავანთე და ქალი უკეთესად შევათვალიერე. ის დაახლოებით 40 წლის იქნებოდა. კარგი აღნაგობის იყო და მოვლილი. მას კარგი კაბა ეცვა და კარგი სამკაული ეკეთა. ესე იგი, ის ლოთი ან უსახლკარო არ იყო. უბრალოდ, სასმელი მეტი მოუვიდა, ნორმა ვერ გათვალა. ასეთი რამ, ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
ჩანთაში ტელეფონი ვიპოვე, ტელეფონში კი მისი ქმრის ნომერი. გადავწყვიტე, მისთვის დამერეკა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ეს არ გამეკეთებინა. რას იფიქრებდა კაცი, რომელსაც ღამით ცოლის ნომრიდან ვიღაც უცხო კაცი ურეკავდა.
ვიფიქრე, რომ ეს ამ ქალს ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა და ამიტომ ჩემს მეზობელ ქალს დავურეკე. მას ყველაფერი ავუხსენი. ის დახმარებაზე დამთანხმდა და მის ქმარს დაურეკა. აღმოჩნდა, რომ ის კაცი ამ ქალის ყოფილი ქმარი იყო და მას ყოფილი ცოლი საერთოდ არ აინტერესებდა. მან თქვა, რომ საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროსო და ტელეფონი გათიშა.
ქალს შევხედე. შემეცოდა, მინდოდა, რომ წესიერ პირობებში დაეძინა. ის მთელ ღამეს სკამზე ვერ გაატარებდა.მომიწია, რომ ისევ ჩემი მეზობლისთვის დამერეკა, რათა ის დამხმარებოდა.დივანზე გადავიყვანეთ და ჩემმა მეზობელმა მას ტანსაცმელი გახადა, საბანი დააფარა და წავიდა.
მე გვიან გავიღვიძე, რადგან დასვენების დღე მქონდა. ქალს ჯერ კიდევ ეძინა.მან დილის 10 საათზე გაიღვიძა. ამასობაში, მისი ტანსაცმელი გამშრალიყო და მე ყველაფერი სკამზე დავულაგე, რომელიც მის გვერდზე იდგა. თავად კი საკუთარი საქმეებით დავკავდი.ქალმა გაიღვიძა და დიდ ხანს ვერ ხვდებოდა, სად იმყოფებოდა, რა მოხდა და აქ როგორ მოხვდა.მე ის დავამშვიდე და ვუამბე, რაც მოხდა. ქალი მაშინვე დამშვიდდა და ყავა მთხოვა.მე ჩვენთვის ყავა მოვადუღე და მას საუზმე შევთავაზე. ქალი დამთანხმდა. მე საუზმე მოვამზადე და როდესაც ვსაუზმობდით, ქალმა თავისი ამბის მოყოლა დაიწყო.
ქალს კატო ერქვა. ის 42 წლის იყო. ქმარს გაცილებული იყო და ჰყავდა ერთი ქალიშვილი. ქალაქში სამუშაოდ იყო ჩამოსული. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ კარანტინის გამო სამსახური დაკარგა და სხვა სამსხურის პოვნა ვერ შეძლო. ბინის ქირის გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა და ცოტა ხანს ნაცნობებთან ცხოვრობდა. მის ნაცნობებს ეს ყველაფერი მალევე მოსწყინდათ და სთხოვეს, რომ წასულიყო, მაგრამ ბილეთის ფულიც კი არ მიუციათ.
კატო ძალიან განერვიულდა და ამის გამო სასმელი დალია. მან ვერ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემს სახლთან.მე მას დახმარება შევთავაზე. ვუთხარი, რომ ბილეთს ვუყიდიდი და ის სახლში დაბრუნდებოდა დედამისთან და თავის შვილთან. ის ატირდა, მადლობა გადამიხადა და დამთანხმდა.
კატოს ბილეთი ვუყიდე, მატარებელში ჩავსვი და სახლში დავბრუნდი.რამდენიმე დღის შემდეგ კატომ დამირეკა. მან გულწრფელი მადლობა გადამიხადა იმის გამო, რომ ღამით ქუჩაში მარტო არ დავტოვე და მატარებლის ბილეთი ვუყიდე. მითხრა, რომ კარგად იმგზავრა. მან თავისთან დამპატიჟა სტუმრად.
სტუმრად, რა თქმა უნდა, არ წავალ, მაგრამ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ.კატოსთან საუბრის შემდეგ თავი ძალიან კარგად ვიგრძენი. მაინც რა სასიამოვნოა, როდესაც სხვა ადამიანს სიკეთეს უკეთებვიმედოვნებ, რომ კატო კარგად იქნება, ის ხომ ძალიან კარგი და ნათელი ადამიანია.