პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა დედა საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.
მე და ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჩემი ორსულობის შესახებ გავიგეთ. და როდესაც გავიგეთ, რომ ბიჭი შეგვეძინებოდა, ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მოუთმენლად ველოდით ჩვენი პატარას დაბადებას. ქმარი არაფრის გაკეთებას არ მიშვებდა, ძალიან ზრუნავდა ჩემზე და ყველაფერში მეხმარებოდა.
ჩვენი ბიჭი დროულად დაიბადა. მშობიარობამ ძალიან რთულად ჩაიარა. სანამ არ ვიმშობიარებდი, ჩემს ქმარს სამშობიარო არ დაუტოვებია.
ჩვენი პატარა პირველად რომ დავინახე, გაოცებისაგან დავმუნჯდი. მას წითური თმა ჰქონდა. გაოგნებული ვიყავი, რადგან მე ქერა თმა მაქვს, ჩემს ქმარს კი – მუქი. როგორ გვეყოლა შვილი ასეთი უცნაური ფერის თმით?
მე ძალიან მეშინოდა, რომ ჩვენი შვილი ჩემი ქმრისთვის მეჩვენებინა. – იქნებ, თმის ფერის გამო იფიქროს, რომ მისი შვილი არ არის? იქნებ იფიქროს, რომ მე ვუღალატე? – ვფიქრობდი მე.
მაგრამ, როდესაც ჩემმა ქმარმა ჩვენი შვილი დაინახა, გაიღიმა და თქვა, რომ ის დეიდამისის ასლი იყო, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მას ასეთივე ღია ფერის თმა ჰქონდა.
გავიდა ერთი წელი. ჩვენი ბიჭი გაიზარდა. ის კაშკაშა მზეს ჰგავს. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. ის ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვია.
ისტორია, იმის შესახებ, თუ როგორ შემაშინა ჩემი ახალშობილი ვაჟის თმის ფერის დანახვამ, უკვე ყველა ნათესავმა იცის.