პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.
მე მქვია ნანა. მყავს ძმა, რომელსაც აკაკი ჰქვია. მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და მისთვის ყოველთვის მისაბაძი ვიყავი. მე და აკაკი ყოველთვის ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, აკაკი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. როდესაც მან სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა, მე უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე.აკაკი შესანიშნავი ბიჭი იყო: მოხერხებული, კეთილი და სიმპათიური.
თვრამეტი წლის ასაკში მას შეუყვარდა გოგონა, სახელად ანა. გოგონა აკაკიზე ორი წლით პატარა იყო. მას საშინელი ხასიათი ჰქონდა. საერთოდ ვერ ვიგებდით, საიდან ჰქონდა ამ პატარა გოგონას ამხელა ამბიცია. ანა ძალიან ბოროტი იყო, ის ყოველთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სხვებზე უკეთესი იყო.მალევე შევნიშნეთ, რომ ანას გავლენით აკაკიც შეიცვალა უარესობისკენ. ის რაღაცნაირად სხვანაირად იქცეოდა, სხვანაირად ლაპარაკობდა. რატომღაც, თმაც კი შეიღება. ვფიქრობდით, რომ დროთა განმავლობაში დამშვიდდებოდა და ისევ ისეთი გახდებოდა, როგორიც იყო.
ჩვენ ვცდებოდით. ანას გავლენით ის უფრო უარესი გახდა. აკაკი მას ყველაფერში უჯერებდა. მას აღარ აინტერესებდა არც ჩვენი მშობლების და არც ჩემი აზრი. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ ანას აზრი და სიტყვები იყო. რაც არ უნდა გვეთქვა, ჩვენი მოსმენა არ უნდოდა.
ასე გავიდა ორი წელი. როგორც კი ანას 18 წელი შეუსრულდა, ის და აკაკი დაქორწინდნენ.სამი წელი გავიდა. უკვე ყველა მიხვდა, რომ აკაკი თავისი ცოლის მონა-მორჩილი იყო. ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ანა ეუბნებოდა.სწორედ ანას სურვილი იყო, რომ ერთობლივი ბიზნესი წამოეწყოთ. მათ ავეჯის დასუფთავების კომპანია გახსნეს. ჩემი დივნის გაწმენდა ვთხოვე და გადახდასაც ვაპირებდი, რადგან ანა დეკრეტულ შვებულებაში იყო და მხოლოდ აკაკი მუშაობდა. მაგრამ ანამ გამომიცხადა:
- შენთვისაც ფასიანი იქნება. ეს ხომ ჩვენი ბიზნესია.
ეს რომ მოვისმინეთ, მეც და ჩემი მშობლებიც გაოგნებულები დავრჩით. უარი ვუთხარი და ჩემი დივანი მოსაწესრიგებლად სხვაგან მივიტანე.მსგავსი სიტუაცია არაერთხელ განმეორდა. ეს საშინლად მაღიზიანებდა და მანერვიულებდა.ახლახან აკაკიმ დამირეკა და მითხრა, რომ ბინის მეპატრონემ ბინის ქირა გაზარდა და ახლა ისინი სხვა ბინას ეძებენ. აკაკიმ მითხრა:
- შეიძლება დროებით შენს ძველ ბინაში ვიცხოვროთ?
- რატომაც არა? რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ამისთვის თქვენც გადამიხდით. ბიზნესი და ფული ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნათესაური კავშირები. მაგრამ შენ, როგორც ნათესავს ფასდაკლებას გაგიკეთებ.
მე დავასახელე თანხა, რომელიც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ასეთივე ბინის გაქირავების რეალური ღირებულება.მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევი. ძმისა და მისი ცოლის ბინაში უფასოდ შეშვება არ შეიძლება. უფასო საცხოვრებლის მიღების შემდეგ, ისინი საერთოდ არ დააფასებენ არაფერს და იქ არაფერს გაუფრთხილდებიან. იფიქრებენ, რომ რადგან ასეთი კეთილი ვარ, ჩემს ბინაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რასაც მოისურვებენ. შესაძლოა, ყველაფერი დააბინძურონ ან გატეხონ, მე კი ეს საერთოდ არ მინდა.
ბევრ ნაცნობს ჩემი არ ესმის. ვერ გაუგიათ, თუ როგორ მოვექეცი ასე ჩემს საკუთარ ძმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად მართალი ვარ. ჩემი ძმის ცოლი სხვანაირად რომ მოქცეულიყო და არ ეთქვა, რომ ცხოვრებაში მთავარი ბიზნესიაო, მაშინ მეც სხვანაირად მოვიქცეოდი. მაგრამ, რადგან ფული მათთვის პირველ ადგილზეა, მაშინ გადაიხადონ.