„ჩემს შვილიშვილს დასარჩენი არსად აქვს. გადაწყვიტა, რომ მისი დახმარება შემიძლო“ – ამბობს შორენა. ქალი უკვე დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. სამშობლოში მისი ბინა ცარიელია. სპეციალურად არ აქირავებდა, რომ მასში ბედნიერ სიბერეს შეხვედროდა და მდგმურების შემდეგ რემონტზე ფული არ დაეხარჯა. ახლა შვილიშვილს მის ბინაში ცხოვრება სურს. შეუშვებს თუ არა, Paparazzi–ის სტატიაში წაიკითხეთ.
„დედამ ბავშვობიდან მომავალზე დამოუკიდებლად, სხვისი იმედის გარეშე ფიქრი მასწავლა. ყოველთვის ვცხოვრობდი იმ გაგებით, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. 65 წლის ვარ. ბოლო ათი წელია იტალიაში ვცხოვრობ. კარგი სამსახური ვიპოვე და საზღვარგარეთ მოვეწყვე. სამშობლოში ზრდასრული ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი მყავს. ახლახანს შვილიშვილმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი არ აქვს. ბინაში შესვლას მთხოვს.
თავიდან მოგიყვებით. იტალიაში წავედი, მაგრამ ბინის გაქირავება არც მიფიქრია. ნათესავები და მეგობრები საფეთქელთან თითს მიტრიალებდნენ. თითქოს, როგორ, ბინა უბრალოდ დგას, თუმცა ფულის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, რომ უმჯობესია ხელუხლებელი და მთელი დარჩეს, ვიდრე შემდეგ რემონტზე დავიხარჯო. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ 70 წლისას დავბრუნდები. მთელი ეს დრო ფულს ვაგროვებ, რომ პენსიაზე გასვლისას არაფერზე უარი არ ვთქვა. დღემდე დასვენების გარეშე ვმუშაობ.
ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის წევრებს ვანებივრებ, მაგრამ ყოველ დღესასწაულზე 100 ევროს ვუგზავნი. ვთვლი, რომ სინდისი სუფთა მაქვს. საერთოდ, რატომ უნდა ვიფიქრო ქალიშვილის ან შვილიშვილის მატერიალურ კეთილდღეობაზე? საბედნიეროდ, ქალიშვილი კარგად მოეწყო. ქმარს კარგი ხელფასი აქვს, საკუთარი ბინა აქვს, რემონტი ახალი. მოკლედ, ბედს არ უჩივის. თავისთვის მშვიდად ცხოვრობს, ყოველ წელს ზღვაზე ისვენებს. მგონი ფულის დაზოგვასაც ახერხებს.
აი, ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც 25 წლისაც არ არის, გათხოვება გადაწყვიტა. მის ასაკში ოჯახზე სულ ბოლოს ვფიქრობდი. ახლახანს უნივერსიტეტი დაამთავრა. აღმოჩნდა, რომ ბავშსაც ელოდება. მალე დიდი ბებია გავხდები, ვინ იფიქრებდა. თინა გათხოვდა, მაგრამ მომავალზე არ დაფიქრებულა. იმედი ჰქონდა, რომ დედ–მამასთან იცხოვრებდა. ხომ არ გააგდებენ ღვიძლ ქალიშვილს? ოღონდ სიძესთან ურთიერთობა არ გამოუვიდათ.
ქალიშვილი თითქმის ყოველდღე მირეკავს და სიძეზე ჩივის. ისიც ჯერ ახალგაზრდაა. ჩემი შვილიშვილი დააფეხმძიმა და რა გააკეთოს, არ იცის. საბედნიეროდ, არ მიატოვა, როგორც ეს ხშირად ხდება. მოკლედ, ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ. მუდმივად კამათობენ, რიგდებიან, შემდეგ ისევ ჩხუბობენ. არაჯანსაღი ატმოსფეროა. შვილიშვილმა გადაწყვიტა, რომ იტალიიდან დაბრუნებამდე ჩემს ბინაში შევუშვებდი. ამის გაკეთება არ მინდა.
პირველ რიგში, ვიცი, როგორ დასრულდება. თინა ბავშვს გააჩენს, ჩემს ბინაში დასახლდება, მიეჩვევა. მეორეც, ამ 5 წელში ქმართან და შვილთან ერთად ბინა შეიძლება გაანადგურონ. წლები ხელუხლებელი ამისთვის არ დამიტოვებია. მესამეც, ეს ჩემი საზრუნავი არაა. ცხოვრებამ რაღაც უნდა ასწავლოს. ეს კარგი გაკვეთილი იყოს. ფერია არ ვარ. შვილშვილი ძალიან გაბრაზდა. მითხრა, რომ მივატოვე და ვუღალატე. თითქოს, არავის სურს დახმარება. დაე, დედაზე გაბრაზდეს. თავად ამ ისტორიაში მონაწილეობა არ მსურს. და მორჩა!“
ეს ისტორია ნათლად აჩვენებს, რა შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელმა დაქორწინებამ და დაუგეგმავმა ორსულობამ. ვთვლი, რომ შორენას უფლება აქვს არ დაეხმაროს, რადგან საქმე სერიოზულ საკითხს ეხება. მით უფრო, არც ისე ახლო ურთიერთობა აქვთ. რატომ უნდა შეუშვას ბინაში ადამიანი, რომელსაც იქ საცხოვრებლად არაფერი გაუკეთებია? ზოგი იტყვის, რომ ნათესავები ასე არ იქცევიან, მაგრამ თინა თავად არის დამნაშავე, რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა.