ახლახანს პენსიაზე გავედი და ქმართან განქორწინებას ვაპირებ. ჩემი არავის ესმის

0
1077

წყვილებმა, რომლებმაც წლები ერთად იცხოვრენ, კარგად იციან, რომ ცხოვრება ზღაპარი არაა. ზოგჯერ ძვირფასი ადამიანისთვის მსხვერპლის გაღება გვიწევს. ასე მოხდა ქალის ცხოვრებაში, რომელმაც შვილების გამო ოჯახი არ დაანგრია. მხოლოდ სოლიდურ ასაკში საკუთარ თავს უთხრა: „ქმართან განქორწინება მინდა!“ ახლა თავადაც არ იცის, ეს გადაწყვეტილება ახარებს თუ არა. Paparazzi ამ ქალის ისტორიას გიზიარებთ.

„ახლახანს პენსიაზე გავედი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამის შემდეგ მშვიდად და ზომიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერი შეიცვალა. გულის სიღრმეში მიხარია, მაგრამ ჩემი არავის ესმის. თავიდან მოგიყვებით.

სოფელში დავიბადე და გავიზარდე. მომავალი ქმარიც აქვე გავიცანი შეძლებული ოჯახიდან იყო. დიდ ნაკვეთს ფლობდა. მშობლებმა სწრაფად დაოჯახება დამარწმუნეს. თავიდან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი არაა. სოფელში განქორწინება მიუღებელი იყო, ამიტომ სხვებივით ცხოვრება გავაგრძელე. მალე შვილები შეგვეძინა. მათზე ზრუნვამ ყველაფერი დამავიწყა. თუმცა ხშირად ვისმენდი, როგორი ცუდი დედა, დიასახლისი, ქალი და საერთოდ ადამიანი ვიყავი. უკვე მაშინ განქორწინებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ვერავინ გაიგებდა, რატომ გადავწყვიტე მოცდა.

როცა შვილები სკოლაში შევიდნენ, მემკვიდრეობით ქალაქში ბინა მივიღე. ოჯახთან ერთად გადმოვედი. ეს ჩემთვის სუფთა ჰაერი იყო. სწრაფად ვიშოვე სამსახური, სადაც შვებას ვგრძნობდი. ჩემმა ქმარმა ქალაქში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. სამსახურს პოულობდა, მაგრამ სწრაფად ტოვებდა. ასე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გავხდი. ამ სიტუაციაშიც საყვედურებს არ მაკლებდა. მიჭირს ვაღიარო, რომ მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ადამიანთან, რომელიც არ მაფასებს. მაშინ არ შემეძლო მისი მიტოვება, რომ ბავშვებისთვის ტრავმა არ მიმეყენებინა.

შვილები გაიზარდნენ, საკუთარი ოჯახები შექმნეს. თავად განქორწინება მაინც ვერ გადავწყვიტე. როგორ დავშორდე ადამიანს, ვისთანაც საუკუნის მეოთხედი გავატარე?ქმარმა ამ ნაბიჯის გადადგმა თავად მაიძულა. ახლახანს პენსიაზე გავედი. ქმარს ესეც არ მოეწონა. მაშინვე მკითხა, სად ვაპირებდი მუშაობს. ჩვენ ხომ რაღაც საარსებო გვჭირდება. ვუყურებდი და ვხვდებოდი, ჩემთვის უცხო ადამიანი იყო. გასახსენებელი არაფერი მაქვს, მხოლოდ საყვედურები და სკანდალები. ასე მინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება? მივხვდი, რომ არ მსურს.

მის კითხვას მშვიდად ვუპასუხე: „შენთან განქორწინება მინდა. შენი ნივთები ჩაალაგე, დედასთან სოფელში გადადი“. ასეც მოვიქეცი, ჩემი ბინიდან გავაგდე. გულწრფელად, სუნთქვაც გამიადვილდა. ვფიქრობდი, რომ ახალი ცხოვრება დაიწყებოდა. ოღონდ ტოტალურ გაუგებრობას წავაწყდი. შვილები ყოველდღე მირეკავენ და მის უკან მიღებას მთხოვენ. ქალიშვილმა გამკიცხა და მითხრა, რომ დედამთილთან ჩემს გამო რცხვენია. ამბობენ, რომ კონცერტების მოწყობის ასაკი არ მაქვს. ამ ყველაფერზე გული მერევა. მასთან შერიგება არ მინდა, ახალი ცხოვრების შანსი მაქვს. არ მაქვს უფლება? იმედი მაქვს, რომ ძალა მეყოფა და ვერ დამიყოლიებენ“.

ვფიქრობთ, რომ ქალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაძლოა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მის ინტერესებს იცავს. ზოგისთვის ეგოისტური საქციელია, მაგრამ ასე არ ვფიქრობთ. მას უბრალოდ ბედნიერება სურს და ამის უფლება აქვს. შვილები უკვე ზრდასრულები არიან და საკუთარ თავს მიხედავენ.