ჭკვიანმა ქალებმა იციან, როგორ გადადონ ფული პირველივე ხელფასიდან

0
470

ცოტა ხნის წინ დეიდას ვესტუმრე. მისი ბრძნული რჩევები ყოველთვის შთამაგონებს. ფულის დაზოგვის სწავლასა და მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. სიღარიბისგან თავდასაცავად მარტივი ფორმულა გამიზიარა. Paparazzi გამოცდილი ქალის ბრძნულ აზრებს გიზიარებთ.

როგორ ვისწავლოთ ფულის დაზოგვა – ახლა ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად დღევანდელი დღით, აქ და ახლა, ცხოვრობენ. არ ვფიქრობ, რომ ცუდია, რადგან ასე ცხოვრება უფრო ნათელი ხდება. თუმცა ბევრი ისე ცხოვრობს, თითქოს ხვალ არც არსებობს. მთელ ხელფასს ძვირადღირებულ ტექნიკასა და ბრენდულ ტანსაცმელში ხარჯავენ, თეთრს არ ინახავენ. დეიდა თვლის, რომ ეს მთავარი შეცდომაა. თუ მთელ გამომუშავებულ ფულს ძვირადღირებულ ნივთებზე ხარჯავთ, კრიზისის დროს ხელცარიელი დარჩებით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს: სამსახურის დაკარგვა, ოჯახის წევრის ავადმყოფობა. ეს ბიუჯეტში ხვრელს ქმნის. თუ დასახურად არაფერი გაქვთ, მძიმე დრო დგება. ასეთ სიტუაციებს თავი უნდა აარიდოთ.

რა თქმა უნდა, მეტის გამომუშავება უნდა სცადოთ. ასე კრიზისს თავიდან აიცილებთ. ეს ნახევრად სიმართლეა. ყოველთვის მეტის მიღება უნდა სცადოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია მარტივი და ძველი ფორმულის დაცვაც: დახარჯე იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებ. ფული არა მხოლოდ ძვირადღირებული ნივთის შესაძენად გადადეთ, არამედ კაპიტალი თვიდან თვემდე დააგროვეთ. საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ და აღიაროთ, რომ ყოველთვის ისე ვერ იმუშავებთ, როგორც თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლებში. აღმართს დაღმართი მოსდევს. ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ასე სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც, დაბალ ხელფასზე მუშაობა არ მოგიწევთ, რადგან თქვენს სფეროში კარგი წინადადება არაა.

დეიდამ ცალკე აღნიშნა, რომ ასეთი დანაზოგი ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხშირად ისე ხდება, რომ ოჯახის შექმნის და ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალი ფინანსურად ქმარზე დამოკიდებული ხდება. ამაში ცუდი არაფერია, თუ გვერდით საიმედო და კარგი ადამიანია. თუმცა სხვადასხვა სიტუაცია არსებობს. თუ ფინანსური ბალიში გექნებათ, თავს უფრო დამოუკიდებლად და თავისუფლად იგრძნობთ.

როგორ დავაგროვოთ ფული – თუ იდეამ დაგაფიქრათ, ფულის გადადება უნდა ისწავლოთ. თავიდან გაგიჭირდებათ, რადგან ფული გაცდუნებთ, რომ დახარჯოთ. აქ, როგორც სხვა სფეროებში ჩვევის ფორმირება მნიშვნელოვანია. ფინანსების ოსტატი უნდა გახდეთ და გონივრულად მართოთ. გარკვეული თანხის გადადება ჩვევად გქონდეთ, დანარჩენი შემდეგ დახარჯეთ. დარჩენილის დაზოგვა არ მუშაობს. ხშირად შემოსავლის 10-15%–ის გადადებას გვირჩევენ. თავიდან ეს ზედმეტი შეიძლება იყოს. მცირე პროცენტით დაიწყეთ. მაგალითად, 1 ან 5 %–ით. ასე ჩვევის ჩამოყალიბებას შეძლებთ. როცა დიდი თანხა შემოვა, მაგალითად, პრემია, უფრო მეტის გადადება სცადეთ.

თუ ადრე ყველაფერს ხარჯავდით, ახლა ეს თანხა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. პირველ რიგში, საკუთარ ხარჯებში უნდა გაერკვიოთ. აღრიცხვა გააკეთეთ, რას ყიდულობთ: პროდუქტები, კომუნალური ხარჯები და რეგულარული გადასახადები, გართობა. გაანალიზეთ, რაზე იხარჯება ფული. ასე მიხვდებით, სად შეიძლება ნაკლების დახარჯვა და რის გარეშე შეგიძლიათ იცხოვროთ დანაზოგის სასარგებლოდ. ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმეთ და ხარჯების ლიმიტი დააწესეთ.

გადადებული თანხა შეიტანეთ საბანკო ანგარიშზე, რომ თანდათან პროცენტები დაგროვდეს. რა თანხამდე დაზოგოთ? თავად გადაწყვიტეთ, ყველაფერი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული. თუ ეს უსაფრთხოების ბალიშია, უნდა იყოს თანხა, რომელიც თქვენს ცხოვრებას 3-6 თვე დაფარავს. იმედი გვაქვს, გაარკვიეთ, როგორ ისწავლოთ ფულის დაზოგვა. თუ საკუთარ სქემას შეიმუშავებთ და ჩვევას გამოიმუშავებთ, ყველაფერი გამოგივათ. ოღონდ ფანატიზმის გარეშე.