სკოლაში როდესაც ვსწავლობდი, ყველა დამცინოდა, რადგან დედაჩემი უბრალო დამლაგებელი იყო. ოც წელიწადში ყველას გაკვეთილი ჩავუტარე

9701

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.ისე მოხდა, რომ მხოლოდ დედაჩემი მზრდიდა. იმისთვის, რომ ნორმალური პირობები გვქონოდა, დედა ორ სამსახურში მუშაობდა.სკოლაში ძალიან კარგად არ ვსწავლობდი, მხოლოდ მათემატიკა მომწონდა. დედაჩემი ჩვენს სკოლაში მუშაობდა დამლაგებლად და საღამოობით მაღაზიას ალაგებდა, რომელიც ჩვენი სახლის გვერდით იყო.

ფული მხოლოდ საჭმლისთვის გვყოფნიდა, ლამაზი და მოდური ტანსაცმლისთვის – არა. მე მთელი წლის მანძილზე ერთ ჯინსი მეცვა. ყველა კლასელს მობილური ტელეფონი ჰქონდა, მე – არა.მე არ მრცხვენოდა იმის, რომ დედაჩემი დამლაგებლად მუშაობდა. გაკვეთილების შემდეგ ყოველთვის ვრჩებოდი და დედაჩემს ვეხმარებოდი. მას უჭირდა წყლით სავსე სათლების ტარება. კლასელები ყოველთვის დამცინოდნენ, სასაცილო ზედმეტსახელებს მიგონებდნენ. ამას მაშინ ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. ეს ყველაფერი ძალიან მწყინდა და გულს მტკენდა.

მე მეგობრებიც კი არ მყავდა, ჩემთვის ვიყავი.პრობლემები ზოგიერთ მასწავლებელთანაც მქონდა. იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებდათ მოსწავლის ცოდნა. ზოგიერთი მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ სად მუშაობდნენ მოსწავლის მშობლები.სწორედ ასეთი იყო ჩვენი კლასის დამრიგებელი. ის ყოველ გაკვეთილზე მიძახებდა დაფასთან და თუ რამე არ ვიცოდი, მაშინ მეჩხუბებოდა, რის გამოც, კლასელები უფრო მეტად დამცინოდნენ.

გამოსაშვებ საღამოზე კი მან თქვა:

– ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ დამლაგებლის შვილი ცხოვრებაში ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევს. უფროსი ან დირექტორი, ის ვერასოდეს გახდება.სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი კლასელები ხშირად მართავდნენ შეხვედრებს, მაგრამ მე არასოდეს მივდიოდი. ოცი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე წავსულიყავი.

გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის საუკეთესო რესტორანში შევკრებილიყავით. ამ შეხვედრაზე ჩვენი კლასის დამრიგებელიც იყო მოწვეული.როდესაც შევიკრიბეთ და მაგიდას მივუსხედით, კლასის დამრიგებელმა დაიწყო გამოკითხვა, თუ ვინ და რას მიაღწია ცხოვრებაში. ეს ყველას გვაინტერესებდა. ზოგი ბიზნესმენი გახდა, ზოგი მშენებლობაზე მუშაობდა, ზოგი უმუშევარი იყო. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, მე უბრალოდ ვთქვი, რომ სახლებს ვაშენებდი.ძალიან კარგი წვეულება გვქონდა. საღამოს, მიკროფონი ავიღე და გამოვაცხადე:

  • ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელ საღამოს ყველაფრის საფასურს მე ვიხდი. იმ ფულს კი, რომელიც თქვენ დახარჯეთ, აუცილებლად დაგიბრუნებენ.

არავინ დაიჯერა. არც ერთი ჩემი კლასელი ამას არ მოელოდა. მომიწია მეთქვა, რომ ეს ჩემი რესტორანი იყო და სიამოვნებით ვპატიჟებდი ყველა ჩემს კლასელს.მძიმე შრომაში გატარებული წლები ღირდა იმად, რომ ჩემი კლასელების და ჩემი დამრიგებლის გაოცებული სახეები მენახა.გადავწყვიტე, რომ ის ბოლომდე გამეოცებინა. ჩემი პირადი მძღოლი გამოვიძახე და ჩემი დამრიგებლის სახლში წაყვანა ვთხოვე – ჩემი ახალი ძვირადღირებული მანქანით.

ვერ წამოიდგენთ, როგორი სახის გამომეტყველება ჰქონდა ჩემს მასწავლებელს, როდესაც მანქანაში ჯდებოდა.მე გამიმართლა, მე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გავხდი.დედაჩემი აღარ მუშაობს. მე მას ძალიან კარგი სახლი ვუყიდე ზღვისპირას. ახლა ის დამსახურებულად ისვენებს.ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩემი კლასელი მიხვდა იმას, რომ საჭიროა თავად ადამიანის დაფასება და არა მისი მშობლების.

მე წარმატებას მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ამის შესახებ მთელი ქვეყნის გასაგონად ყვირილის არ ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გაქვს, მთავარია ადამიანობა შეინარჩუნო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს