პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ირაკლი მქვია. ლელაზე ძალიან დიდი ხნის წინ დავქორწინდი. ამას წინათ, ლელას მუცელი ასტკივდა ძალიან მაგრად. მე სასწრაფო გამოვიძახე. ექიმებმა გასინჯეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და ამიტომ, რაღაცნაირად ძალიან დავიბენი.
მეუღლეს საავადმყოფოში მეც გავყევი. შემოწმების შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. მე ვერაფრით ვერ დავეხმარებოდი, ამიტომ მითხრეს, რომ სახლში წავსულიყავი. მითხრეს, რომ მოგვიანებით შემატყობინებდნენ, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ. ტაქსი გამოვიძახე და სახლში წავედი.სახლში, რაღაცნაირი უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. მაგიდაზე ლელას ჩაის ჭიქა იდგა და მასში იყო ჩაი, რომლის დალევაც მან ვერ მოასწრო.ჩვენ ბოლო დროს რატომღაც ძალიან ბევრს ვკამათობდით.
მუდმივად ფულის პრობლემა გვქონდა. იმიტომ არა, რომ მცირე ხელფასები გვქონდა, არა, უბრალოდ, ლელა ძალიან ბევრს ხარჯავდა. განსაკუთრებით ბევრს ხარჯავდა პროდუქტებში, ყიდულობდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა.მაგალითად, გუშინ მარწყვი იყიდა. რატომ? ზამთარში ერთი პატარა ყუთი მარწყვი ძალიან ძვირი ღირს. პატარა ბავშვია? ზაფხულამდე ვერ მოითმენს? მილიონერები ხომ არ ვართ.ახლახან, ლელამ ძალიან ძვირადღირებული კრემი შეიძინა. ამის გამო მთელი ერთი კვირა ვჩხუბობდი.
გადავწყვიტე, სამზარეულოში გავსულიყავი და ჩემთვის ჩაი მომემზადებინა. გაზქურაზე წვნიანის დიდი ქვაბი იდგა. ლელასთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ამდენი საჭმელი არ მოემზადებინა, ჩვენ მხოლოდ ორნი ვართ და ამდენ წვნიანს ნამდვილად ვერ შევჭამდით. მაგრამ, ლელა, როგორც ყოველთვის, წვნიანს ისევ დიდი ქვაბით ამზადებდა.
ჩაი დავლიე და ოთახში გავედი. კომპიუტერი ჩავრთე. არაფრის გაკეთება არ მინდოდა; არც კითხვა, არც ფილმის ყურება.მოულოდნელად, მონიტორზე ზღვაზე დასვენების რეკლამა გამოჩნდა.ლელას ძალიან უნდოდა ამ ზაფხულს ზღვაზე დასვენება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდებოდა და ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. სახლში რემონტი გვაქვს გასაკეთებელი და ახალი მანქანის ყიდვაც გვჭირდება. რომელ დასვენებაზეა საუბარი? თანაც, იპოთეკაც გადასახდელი გვაქვს.
კიდევ ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ ლელა სააბაზანო ოთახში ძალიან დიდ დროს ატარებდა. ამის გამო ბევრს ვჩხუბობდით.ახლა სააბაზანო ოთახი თავისუფალი იყო. საწოლზე ისე შემეძლო დაძინება, როგორც მე მომესურვებოდა. დღეს ღამე საბანს არავინ წამართმევდა.კიდევ, იმის გამო ვჩხუბობდით, რომ მე ოთახში მოწევა მინდოდა, ის კი ამის საშუალებას არ მაძლევდა. ახლა იმდენის მოწევა შემეძლო, რამდენსაც მოვისურვებდი. არავინ არაფერს არ მეტყოდა. მაგრამ, რატომღაც მოწევა საერთოდ არ მინდოდა.
შემეძლო ლუდი მეყიდა და ფეხბურთი ჩამერთო, მაგრამ ამის გაკეთებაც არ მინდოდა.საძინებელში შევედი. საწოლზე ლელას ხალათი ეგდო, ძალიან ლამაზი – პატარა ბუებით, რომლებიც მას ძალიან უყვარდა. ხალათი ხელში ავიღე ხელში და უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, ცრემლები წამომივიდა.რა ცუდია მარტო ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალი წელი მარტოს არ გიცხოვრია.
ვნანობ, რომ ლელას ასე ხშირად ვეჩხუბებოდი. განსაკუთრებით, ძვირადღირებული კრემის ან მარწყვის ყიდვის გამო. იქნებ, ეს ჩემი ცოლის უკანასკნელი სიხარული იყო? ხომ შეიძლება, რომ ოპერაციამ ცუდად ჩაიაროს და ჩემი ცოლი ვერ გადარჩეს?წამოვხტი და საავადმყოფოში დასარეკად გავიქეცი. მითხრეს, რომ ჩემს მეუღლეს უკვე გაუკეთეს ოპერაცია და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მაშინვე ჩამეძინა.დილით წამოვხტი და მაღაზიაში გავიქეცი. მთელი ყუთი მარწყვი ვიყიდე და საავადმყოფოში წავედი.
ჩემი ცოლი უკვე ოთახში იყო. მარწყვით ყველას გავუმასპინძლდი. ყველა ჭამდა და იღიმოდა. მე კი ამ დროს ჩემს ცოლს ხელზე ვკოცნიდი და თმაზე ვეფერებოდი.ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩემი ცოლი მალე გამოჯანმრთელდება და სახლში დაბრუნდება. იქ, სადაც მე ველოდები. იქ, სადაც მის გარეშე თავს ცუდად ვგრძნობ.
ვეცდები, რომ ლელას აღარ ვეჩხუბო და ყოველთვის ვაპატიო პატარა ქალური სისუსტეები.