პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ანა მქვია. ეს სახელი დედაჩემმა შემარქვა და მანვე გამზარდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მთელი 22 წლის მანძილზე. მე ახლა ინსტიტუტში ვსწავლობ.მამა არასოდეს მინახავს, თუმცა მუდმივად ვოცნებობდი ჩვენს შეხვედრაზე.
ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა. საწოლში ვნებივრობდი და ველოდი, როდის შემოვიდოდა დედა და მომილოცავდა. დედა რატომღაც არ მოდიოდა. ოთახიდან გამოვედი და გავიგე, რომ დედაჩემი ტიროდა. ის სამზარეულოში იჯდა და ჩუმად ტიროდა. მისი დამშვიდება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა მიჩიოდა. მას სურდა, რომ მისთვის ალიმენტი გადამეხადა.ასეც ახალი ამბავი! მე უნდა ვუხადო ალიმენტი ადამიანს, რომელიც არასოდეს მინახავს.მთელი ბავშვობა სასწაულს ველოდი, რომ მამას ჩემი გაცნობა მოესურვებოდა და სტუმრად მეწვეოდა. ეს სასწაული არ მომხდარა. თუმცა, სულის სიღრმეში ამის იმედი ყოველთვის მქონდა.
მეექვსე კლასში რომ ვსწავლობდი, მამამ წერილი მოგვწერა. მე არა, დედას. ის ითხოვდა, რომ მის გვარზე გადავსულიყავი, თორემ ალიმენტს აღარ გადაიხდიდა. მე და დედას ისედაც გვიჭირდა, ამიტომ მალე ახალ გვარზე გადავედი.მერე გავიგე, რომ ჩემს მშობლებს ერთად ძალიან ცოტა ხანს ეცხოვრათ, ახლა კი მამას სხვა ოჯახი და სამი შვილი ჰყავს.მამას ვაპატიე, რადგან ვიცოდი, რომ ცხოვრებაში მსგავსი რაღაცები ხდებოდა, რომ ადამიანები შორდებოდნენ და ახალ ოჯახებს ქმნიდნენ.
ერთხელ დედაჩემისა და მისი ბიძაშვილის საუბარი მოვისმინე. გავიგე, რომ მამამ დედა მაშინ მიატოვა, როდესაც 5 თვის ორსული იყო და მე არასოდეს ვუნახივარ.ის თურმე სამსახურში წავიდა, მაღაზიაში თავისი პირველი, სკოლის დროინდელი შეყვარებული შეხვდა და მაშინვე მიატოვა დედაჩემი.ეს პირველი დარტყმა იყო. მეორე დარტყმა კი მამაჩემის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, ნანამ, მომაყენა. მან წერილი მომწერა. წერილში წერდა, რომ მამამისს აიძულეს მამობის აღიარება. მწერდა, რომ მათი გვარის ტარების არანაირი უფლება არ გამაჩნდა. დედაჩემი კი – უწესო ქალი იყო, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მამამისს ფულს ართმევდა.
ეს ყველაფერი დედაჩემს ვუამბე და მან, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე მიამბო მამაჩემზე.მას თურმე გემიდან ქონება მოეპარა და მისთვის პატიმრობა კი არ მიესაჯათ, არამედ გამოსასწორებელი სამუშაო. მშენებლობაზე უნდა ემუშავა, სადაც იმ პერიოდისთვის დედაჩემიც მუშაობდა. მან ეს სიმპათიური მაღალი მამაკაცი დაინახა და მაშინვე შეუყვარდა.ირაკლის დადებითი დახასიათება სჭირდებოდა. დედაჩემი მას ხვდებოდა. მალე გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. ის შეყვარებული იყო და ძალიან ბედნიერი იყო, საყვარელ ადამიანთან ქორწინებაზე ოცნებობდა. ისინი დაქორწინდნენ.
ამის წყალობით, მას გამოსასწორებელი სამუშაოების ვადა შეუმცირეს. როგორც კი ეს მიხდა, მან დედაჩემი მაშინვე მიატოვა. ის, რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო, მას საერთოდ არ აღელვებდა.ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, გაოგნებული ვიყავი.როგორ ეყო მას სინდისი, რომ მიჩივლა და ჩემგან ალიმენტი მოითხოვა? მას ხომ სამი ზრდასრული შვილი ჰყავს, ისინი რატომ არ ეხმარებიან?
მე და დედაჩემს ისედაც ძალიან გვიჭირს. დედა მუშაობს, მე ჯერ ისევ ვსწავლობ. ფული არ მაქვს.ძალიან ნაწყენი და გულნატკენი ვიყავი. პარკში დავხეტიალობდი უმისამართოდ. მივდიოდი და ვტიროდი. სკამზე ჩამოვჯექი და მომაფიქრდა, რომ საადვოკატო ოფისში მივსულიყავი და იურისტისთვის მეკითხა რჩევა. იქ კი დავითი გავიცანი, რომელიც შესანიშნავი ადამიანი და ძალიან კარგი ადვოკატი აღმოჩნდა. მამაჩემმა სასამართლო წააგო. მე მას არავითარ ალიმენტს არ ვუხდი.
მე და დავითი ერთმანეთს ვხვდებით და მალე ხელს მოვაწერთ.ასე რომ, მამაჩემის წყალობით, საყვარელი ადამიანი გავიცანი და მალე მას ცოლად გავყვები.ერთი სიკეთე მაინც გამიკეთა მამაჩემმა. მისი მადლიერი ვარ, რომ მიჩივლა და მე ამის წყალობით ჩემი საყვარელი ადამიანი გავიცანი.