პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი.გადავწყვიტე, გზა შემემოკლებინა და სახლში პარკის გავლით წავსულიყავი, რომელიც ჩემი სახლის სიახლოვეს მდებარეობდა. საღამოს 9 საათი ხდებოდა.უცებ, გზად ეტლი შევნიშნე. შიგნით ჩავიხედე და სიცარიელე იყო. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. დამეთანხმებით, რომ ეტლი პატარა ნივთი არ არის და რომ დაგავიწყდეს, თითქმის გამორიცხულია.
როგორ უნდა დარჩეს ასეთი რამ პარკში? ძალიან უცნაურია.არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და ცოტა ხანს სკამზე ჩამოვჯექი. მალევე გავიგე, რომ იქვე ვიღაც იყო. ხეებთან ახლოს პატარა ბიჭუნა დავინახე. დაახლოებით წლინახევრის იქნებოდა. ის ძალიან კარგად დადიოდა. რომ დამინახა მომიახლოვდა, ხელები გამომიწოდა და მიღიმოდა.
რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. ბავშვი ავიყვანე და ჩავეხუტე. 15 წუთი ასე გავჩერდი და მივხვდი, რომ ბავშვს არავინ ეძებდა. სად იყვნენ მისი მშობლები – სრულიად გაუგებარი იყო.პოლიციაში დავრეკე. პატრულის მოსვლამდე ბავშვს ფუნთუშა ვაჭამე და ის უკვე ჩემს ხელებში იძინებდა. პოლიციელმა ჩვენება ჩაიწერა და თავადაც არ იცოდა ბავშვი სად წაეყვანა.
შემდეგ მკითხა:
- სად ცხოვრობთ? შორს?
- არა, აქვე. აი ჩემი სახლი, მწვანე რომ არის, – ხელით ვანიშნე მე.
- ბავშვი დროებით თქვენთან წაიყვანეთ, სანამ მის მშობლებს ვიპოვით. ნუ გეშინიათ, მალე ვიპოვით და ბავშვს მაშინვე წამოვიყვანთ.
გაოცებისგან დავმუნჯდი.
- სხვისი შვილი სახლში როგორ წავიყვანო? ქმარს რა ვუთხრა?
- დაგვეხმარეთ! ეტლს და ბავშვს გვერდი ხომ არ აუარეთ? ესე იგი, ერთი კეთილი საქმე უკვე გააკეთეთ. გააკეთეთ მეორე კეთილი საქმეც.
მოკლედ, დავთანხმდი. ბავშვი ძალიან შემეცოდა, ის ძალიან პატარა და ძალიან დაუცველი იყო.ბავშვი ეტლში ჩავაწვინე და სახლში წავიყვანე. ქმარს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. მან თითქოს არ დამიჯერა, მაგრამ როდესაც ბავშვი დაინახა, დაიჯერა და გაიღიმა.
ჩემს გოგონებს პატარა ძალიან მოეწონათ, მაშინვე დაიწყეს მასთან თამაში.მე და ჩემი ქმარი კი სიამოვნებით ვუყურებდით მათ. ის დრო გვახსენდებოდა, როდესაც ჩვენი გოგონები იყვნენ ასეთივე პატარები.ცოტა ხანში პოლიციიდან დამირეკეს. მათ ყველაფერი გაერკვიათ. აღმოჩნდა, რომ ბავშვის დედა ფეხმძიმედ იყო. ის პარკში ბავშვთან ერთად სეირნობდა და უცებ ცუდად გახდა. ბავშვი ამ დროს ეტლთან თამაშობდა. ქალმა სკამზე დაჯდომა მოასწრო და მერე გონება დაკარგა. ბავშვმა ეტლი ცოტა შორს გააგორა და იქ თამაშობდა. ამ დროს მის სიახლოვეს არავინ იყო.
ბავშვის დედა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნახა, მან სასწრაფო გამოიძახა და ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს. მას სასწრაფოდ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ქალი პარკში ბავშვთან ერთად იყო.
- არ ინერვიულოთ! მამა უკვე ვიპოვეთ და ის ახლა თქვენთან მოდის!
- კარგი! გასაგებია! გმადლობთ!
ცოტა ხანში ჩვენთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ის ძალიან შეშინებული იყო. მას ლექსო ერქვა, პატარა ბიჭუნას კი – გიორგი. ლექსო თვალცრემლიანი ეხუტებოდა ბავშვს. ჯილდოც კი შემოგვთავაზა ბავშვის გადარჩენისთვის, მაგრამ რომელ ფულზეა საუბარი?! ფულზე მაშინვე უარი ვთქვით.გორგის დედამ ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. მას ეკა დაარქვეს, ჩემს საპატივსაცემოდ. ლექსომ ის ბიჭი მოძებნა, რომელმაც მისი ცოლისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ბიჭს ლაშა ერქვა. ჩვენ ყველამ ერთმანეთი გავიცანით და მე ლაშა პატარა გოგონას ნათლიები გავხდით.
ახლა კი ნამდვილად ვიმეგობრებთ, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვართ.