ეკა დეიდა, დედაჩემის განსაკურნებლად ბევრი ფულია საჭირო? – სევდიანად მკითხა მეზობლის ბავშვმა

532

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი მეზობლის ისტორიას მოგვითხრობს.

დათუნა ჩემი მეზობლის შვილია. ბავშვის დედა საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობდა, მამა კი – ქარხანაში. მათ ბევრი ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სახლში საჭმელი ყოველთვის ჰქონდათ. ტანსაცმელთან დაკავშირებით ცოტა უჭირდათ. დასასვენებლად წასვლაზე კი – არც კი ოცნებობდნენ. დათუნა ექვსი წლის იყო, როდესაც მისი და დაიბადა.

ისინი მეზობელ სახლში ცხოვრობდნენ. ჩემი შვილები უკვე დიდი ხანია გაიზარდნენ და წავიდნენ. ისინი ხშირად არ ჩამოდიან, მარტო შვილიშვილები ჩამოჰყავთ ხოლმე არდადეგებზე.თავიდან მე და ჩემს ქმარს მარტო დარჩენა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიეთ.

დათუნას ხშირად ვხედავდი. ეს ბიჭი ყოველთვის ძალიან მომწონდა. ის გამხდარი იყო, დაბალი. თუმცა, მე ვხედავდი, რომ ის ძალიან ამტანი იყო და რკინის ნებისყოფა ჰქონდა. დათუნა ძალიან კეთილი ბიჭი იყო და საუბარი უყვარდა. სიამოვნებით მიყვებოდა სკოლის ამბებს და იმას, თუ რა ხდებოდა იქ საინტერესო.

ბიჭუნას ქუჩაში იშვიათად დაინახავდით. მას ყოველთვის ბევრი საქმე ჰქონდა. დათუნას მამას სმა უყვარდა. ამის გამო ის სამსახურიდან გამოაგდეს. ოჯახს უფრო მეტად გაუჭირდა.სახლის საქმეებს თითქმის მთლიანად დათუნა აკეთებდა. ფეჩს ანთებდა, საჭმელს ამზადებდა და თავისი და საბავშვო ბაღიდან გამოჰყავდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც დათუნას ვხედავდი და მეამაყებოდა კიდეც – ნამდვილი ადამიანი იზრდებოდა! შრომისმოყვარე, კეთილი და კარგი.

ამასობაში, დათუნას მამა სულ გალოთდა. მერე კი სმა დათუნას დედამაც დაიწყო. დათუნა მეშვიდე კლასში იყო, როდესაც მამამისი სასმლისგან გარდაიცვალა.დათუნა ყოველთვის ძალიან მეცოდებოდა. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. ხშირად ვაძლევდი საჭმელს დათუნას და მის დას. ზოგჯერ დათუნას ფულსაც ვთავაზობდი, მაგრამ ის არასდროს არ იღებდა. ამბობდა, რომ ფული უნდა გამოიმუშავოო.

მუშაობა ძალიან პატარამ დაიწყო. ზოგს ბოსტანში ეხმარებოდა, ზოგს მაღაზიაში ეხმარებოდა ტვირთის ჩამოცლაში. დათუნას დედამისი და თავისი და ძალიან უყვარდა და მათთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო.დედამისი ბევრს სვამდა, ქალს აღარ ჰგავდა.ერთხელ, დათუნა ჩემთან მოვიდა და მკითხა:

  • ეკა დეიდა, დედაჩემის განსაკურნებლად ბევრი ფულია საჭირო? – მე ძალიან ბევრს ვიმუშავებ, ოღონდ დედაჩემი ისევ ისეთი გახდეს, როგორიც იყო!

დათუნა ატირდა. მე მას ჩავეხუტე და მეც ავტირდი. დათუნას დავპირდი, რომ რამეს მოვიფიქრებდი. მე და ჩემმა ქმარმა დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ დათუნას დედას უნდა დავხმარებოდით. ჩვენმა შვილებმა გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ.

ჩემმა უფროსმა ბიჭმა დათუნას დედა ექიმთან წაიყვანა. დათუნას და ამ დროს ჩემთან იყო. სკოლის შემდეგ დათუნა ჩემთან მოვიდა თავისი დის წასაყვანად და მითხრა:

  • ძალიან დიდი მადლობა, ეკა დეიდა. როდესაც გავიზრდები ამ ფულს დაგიბრუნებთ. გპირდებით!

ფული რა შუაშია?! როდესაც ვხედავ, როგორი ბედნიერები არიან დათუნა და მისი და, ბედნიერებით ვივსები. დათუნას დედა განიკურნა, მან საერთოდ შეწყვიტა სმა. რაღაც პერიოდის შემდეგ მუშაობა დაიწყო და მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.დათუნა გაკვეთილების შემდეგ ისევ მუშაობდა. მან მშვენივრად იცოდა, რა რთული იყო ფულის გამომუშავება.სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებელში მოეწყო. ახლა ის უკვე მუშაობს და დედას დის აღზრდაში ეხმარება.

ამას წინათ ჩემთან მოვიდა. ახალი წლის წინა დღეები იყო. მან ყვავილები მაჩუქა და კონვერტი გამომიწოდა, რომელშიც ფული იყო. მე მას არ ვაწყენინე და ფული ავიღე. მან ნამდვილი მამაკაცივით შეასრულა თავისი დაპირება: ფული დაგვიბრუნა.მოგვიანებით, ეს ფული დათუნას დედას მივეცი: მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ.დათუნას ცხოვრება ძალიან კარგად აეწყო. მან კარგი სამსახური მონახა და დაქორწინდა. ახლა მას ორი შვილი ჰყავს: გოგო და ბიჭი. ის ხშირად მოდის დედასთან და დასთან. ის მათ ეხმარება.

დათუნა სტუმრად ჩვენთანაც მოდის. მას არ დავიწყებია ის, რომ ჩვენ მას ოდესღაც დავეხმარეთ. ის ძალიან კარგი და კეთილშობილი ადამიანია. მე ვიცოდი, რომ ის სწორედ ასეთი გაიზრდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს