თავი მომაბეზრეს ნათესავებმა, რომლებიც მუდმივად მიტოვებენ თავიანთ შვილებს

358

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც მას ძალიან აწუხებს.მე ეკა მქვია. ვარ დაქორწინებული და მყავს ორი შვილი. ჩემს ქმარს ჰყავს და. მე და ის თითქმის ერთი ასაკის ვართ. ნინის ორი შვილი ჰყავს. ჩვენი შვილები თითქმის იმავე ასაკის არიან. ჩვენც და ჩვენი შვილებიც ვმეგობრობთ ერთმანეთთან. ყველაფერი კარგადაა.მაგრამ… არის ერთი დიდი მაგრამ. რატომღაც, ჩემმა მულმა გადაწყვიტა, რომ მისი შვილების უფასო ძიძა ვიქნებოდი. ამასთან, ჩემი აზრი არავის უკითხავს, არავინ დაინტერესებულა თანახმა ვიყავი თუ არა მე.

ნინის და მის ქმარს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ბავშვები მოჰყავთ და ჩემთან ტოვებენ. უფრო მეტიც, არც კი მირეკავენ და არც მაფრთხილებენ ამის შესახებ.ოთხი ბავშვი ერთ სახლში აშკარა გადამეტებაა. ისინი საშინლად ხმაურობენ. არც ჩემი ქმრის დას და არც მის ქმარს არ აინტერესებს ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.იქნებ დაკავებული ვარ და ამდენი ბავშვის ერთად მიხედვა არ შემიძლია? იქნებ სახლში არ ვარ! ან იქნებ თავს ცუდად ვგრძნობ? არავის და არასოდეს უკითხავს ამის შესახებ.

ხდება ხოლმე, რომ ნინის უბრალოდ მოჰყავს თავისი შვილები და მათ ჩვენი სახლის ჭიშკართან ტოვებს. ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში არ ვყოფილვართ და ბავშვებს დედისთვის დაურეკავთ, რომ წაგვიყვანეთო. ისეც მომხდარა, რომ ბავშვები მოსულან და ჩვენი შვილები სახლში არ ყოფილან. ისინი მოიწყენდნენ და უბრალოდ დივანზე დასხდებოდნენ ხოლმე.ნინის უკვე არაერთხელ ვთხოვე, რომ ბავშვების მოყვანამდე დაერეკა, მაგრამ მას ეწყინა. ვითომ, ეს რა საჭიროაო. ნუთუ ჩემი შვილები ასე ძალიან გაწუხებენო? რატომ უშლი ბავშვებს, რომ ერთად იყონო?

მე ძალიან მწყინს ის, რომ ჩემი აზრი არავის აინტერესებს. ნინის კიდევ ერთხელ დაველაპარაკე სერიოზულად. მას ეწყინა და მთელი ერთი თვის მანძილზე ბავშვები ჩვენთან აღარ მოუყვანია. ამის შემდეგ კი, მაინც მოჰყავდა ბავშვები, მაგრამ წინასწარ მირეკავდა.ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ორ კვირის შემდეგ ისევ იგივე განმეორდა. მას ან მის ქმარს ისევ მოჰყავდათ ბავშვები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.ეს არაფრად არ ვარგა. ჩხუბი არ მინდა, მაგრამ ამ სითავხედის მოთმენაც აღარ შემიძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს