შემთხვევით შემოვბრუნდი და გარდაცვლილი პაპაჩემი დავინახე. შემომხედა და ჩუმად მითხრა: “არ გინდა”

16818

ისტორია პირველი. ერთხელ ღამით ჩემი მშობლები დამესიზმრნენ. ისინი 5 წლის წინ დაიღუპნენ ავტოკატასტროფაში. დედა ძალიან მაგრად ტიროდა და მთხოვდა, რომ მეორე დღეს სახლიდან არ გავსულიყავი, მამა კი – უბრალოდ მოწყენილი თვალებით მიყურებდა. ვერ ვიგებდი, რისგან ცდილობდნენ ჩემი მშობლები ჩემ გადარჩენას. დილით ნამტირალევი თვალებით გავიღვიძე.

მაგ დღეს გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი ახალ სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სახლში დავრჩენილიყავი და საოჯახო საქმეები მეკეთებინა.დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ძალიან ცუდი რამ მოხდა: სახლში წყლის მილი გასკდა. დროულად მოვასწარი სანტექნიკოსის გამოძახება. სახლში რომ არ ვყოფილიყავი არა მარტო ჩემი სახლში შეივსებოდა წყლით, არამედ წყალი მეზობლებთანაც ჩავიდოდა. ასე დამეხმარნენ ჩემი მშობლები, დიდი უბედურების თავიდან აცილებაში.

ისტორია მეორე. მე ელენე მქვია. მარტო ვცხოვრობ პატარა ერთოთახიან ბინაში. ერთ საღამოს სახლში კომპიუტერთან ვიჯექი. ჩემი კატა თავის რეზინის თევზს ეთამაშებოდა. ყურსასმენები მეკეთა, მაგრამ მაინც გავიგე, როგორ დაიწყო ჩემმა კატამ ხმამაღალი და ძალიან საშინელი კნავილი. მივბრუნდი და დავინახე, რომ ის ჰაერში ეკიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც უხილავს ეჭირა ჩემი კატა ჰაერში.

ძალიან შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. უხილავ არსებას მივმართავდი, მოვითხოვდი, რომ ჩემი კატა გაეშვა. ცოტა ხანში ჩემი კატა იატაკზე დაეცა. ძალიან შეშინებული იყო. დივნის ქვეშ დაიმალა და მთელი საღამო იქ გაატარა. მთელი ბინა შემოვიარე, მაგრამ ვერავინ ვიპოვე. ის დივნის ქვეშიდან მხოლოდ დილით გამოვიდა.

ისტორია მესამე. მე ნინი მქვია. ჩემი მომავალი ქმარი მეცხრე კლასში გავიცანი. თავიდან უბრალო სიმპათია გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მეათე კლასიდან კი უკვე ერთმანეთს ვხვდებოდით. მეჩვენებოდა, რომ კოტე სიგიჟემდე შემიყვარდა.

მესამე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც კოტემ ხელი მთხოვა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი მშობლები კი ფიქრობდნენ, რომ კოტე საერთოდ არ იყო ჩემი შესაფერისი. ჩემი დაქალებიც და ჩემი მეგობრებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მე არავისი აზრი არ გამითვალისწინებია.

დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება. ქორწილის გადადება მოგვიწია, რათა ერთი წელი მაინც ყოფილიყო გასული პაპაჩემის გარდაცვალებიდან. პაპაჩემს ძალიან ვუყვარდი და ძალიან მანებივრებდა. მისი სიკვდილი ჩემთვის დიდი დარტყმა იყო.

დადგა ქორწილის დღე. მე, კოტე და ჩვენი სტუმრები ქორწინების სახლში შევიკრიბეთ. ცერემონია დაიწყო. როდესაც ქორწინებაზე უნდა დავთანხმებოდი, შემთხვევით მოვტრიალდი და გარდაცვლილი პაპაჩემი დავინახე. სევდიანი თვალებით შემომხედა და ჩუმად მითხრა: – “არ გინდა”.

გავოგნდი, მაშინვე მივხვდი, რომ პაპაჩემს არ სურდა, რომ ცოლად კოტეს გავყოლოდი. ამის მიუხედავად მე მაინც ვუპასუხე: “დიახ”.

გავიდა ერთი წელი. მივხვდი, რომ პაპაჩემმა ტყუილად არ მომცა ნიშანი იმ სამყაროდან. კოტემ ქორწილიდან სამი თვის შემდეგ დაიწყო სმა და გართობა. ხშირად, სხვაგან ათევდა ღამეს. მხოლოდ ერთი წელი გავუძელი ასეთ მღელვარებითა და უსიამოვნებებით სავსე ცხოვრებას. მოთმინების ფიალა ამევსო და განქორწინება მოვითხოვე.

ქორწილის არცერთ ფოტოზე პაპაჩემი არ გამოჩნდა, ის არც ვიდეო კამერას დაუფიქსირებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს