ვამზადებ ზამთარში: 3 უფასო სასუქი მდიდარი მოსავლისთვის

1588

ზამთარში საბოსტნო სამუშაოებისგან ვისვენებთ, მაგრამ ამ დროის სასარგებლოდ გამოყენებას ვცდილობთ. მაგალითად, სასუქს ვიმარაგებთ, რომ შემდეგ მცენარის უკეთ გასაზრდელად ნიადაგი გამოვკვებოთ. იცით თუ არა, რომ მდიდარი მოსავლისთვის სასუქი შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ იმ ინგრედიენტებისგან, რომელთაც ჩვეულებრივ ნაგავში ყრით? ალბათ, ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ბანანის ქერქი, ჩაის ფოთლები და კვერცხის ნაჭუჭი საბოტსნო კულტურებისთვის სასარგებლოა. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს ინგრედიენტები სწორად.

სასუქი მდიდარი მოსავლისთვის: 3 უფასო კომპონენტი

  • ბანანის ქერქი – ყველა ფერმერმა იცის, რომ კალიუმის და ფოსფორის საკვები ყოველთვის შესანიშნავ შედეგს იძლევა. ამ ნივთიერებებით მდიდარი მზა ნარევის ყიდვის ნაცვლად გამოიყენეთ ბანანის ქერქი, რომელსაც ჩვეულებრივ ყრით. მაგალითად, შეგიძლიათ გაახმოთ, შემდეგ დააქუცმაცოთ ან კომპოსტს დაუმატეთ. მისგან ნაყენიც მზადდება. ასე ბუგრებს ეფექტურად შეებრძოლებით. 1 ლ წყალს 2–2 ბანანის ქერქი დაუმატეთ, ქილას თავსახური დაახურეთ და 3 დღე გააჩერეთ. მიიღებთ კარგ კონცენტრატს, რომელიც მორწყვისას 5 ლ წყალში უნდა გააზავოთ.
  • ჩაის ფოთლები – ერთმა მეგობარმა ძალიან გამაოცა, როცა გამოყენებული ჩაის პაკეტები და ჩაის ნარჩენების შეგროვება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მათ სპეციალურად აგროვებს, რომ ბოსტნის სასუქად გამოიყენოს. გამოყენებული ჩაი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ბოსტნეულს და ხილს ასე სჭირდება. მაგალითად, ქრომი, თუთია, მანგანუმი. გამოყენებული ჩაი მულჩის მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ან უბრალოდ ნიადაგს დაუმატოთ. თუ ჩაის დიდი ღია ფოთლები გაქვთ, გამოყენებამდე დააქუცმაცეთ. ასე უფრო მოსახერხებელია.
  • კვერცხის ნაჭუჭი – თუ გსურთ, რომ ნიადაგი კალციუმით გაამდიდროთ, კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა შეწყვიტეთ. მთელი ზამთრის განმავლობაში ნაჭუჭით დიდი პარკი შეგიძლიათ გაავსოთ, ხოლო გაზაფხულზე ნიადაგი გამოკვებოთ. კვერცხის ნაჭუჭი გამოყენებამდე გამოაშრეთ. დაფქვით და ნახევარი საათით ღუმელში გაახურეთ. ამის შემდეგ ნაყენი მოამზადეთ ან მშრალად თითოეულ მცენარეს ფესვებთან მოაყარეთ.

მცენარეების გამოკვება საკუთარი ბოსტნეულის და ხილის მოსაყვანად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ზამთრის პერიოდს სწორად გამოიყენებთ, ნიადაგის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად ბევრი სასარგებლო მასალის შეგროვებას შეძლებთ. ასეთი უფასო სასუქით თქვენი მცენარე თავს კარგად იგრძნობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს