პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. ის სავარძელში იჯდა და ძალიან მოწყენილი იყო. დავინტერესდი, რა მოდა. მან ძალიან სევდიანი ისტორია მიამბო, ერთ ჩვენს მეზობელზე.
მარიამი ძალიან მკაცრი მასწავლებელი იყო და სკოლაში ყველა პატივს სცემდა მას. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. შვილები გაიზარდნენ და სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, მეუღლე კი – სამი წლის წინ გარდაიცვალა.
შვილებმა გადაწყვიტეს, რომ მარი მასწავლებელი მოხუცთა სახლში წაეყვანათ.ჩემი სკოლის წლები გამახსენდა. გამახსენდა, როგორ საინტერესო გაკვეთილებს გვიტარებდა მარი მასწავლებელი, როგორ ლამაზად იცვამდა და როგორ უვლიდა თავს.ის მუშაობდა და ქმართან ერთად ორი შვილიც გაზარდა. ახლა კი… ის არავის სჭირდება.
- რა სამწუხაროს!
- რატომ არ მიჰყავთ ან ბიჭს ან გოგოს თავიანთთან?
- მათ თქვეს, რომ ის მათთან თავს ცუდად იგრძნობს! აქ კი მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავსო! თქვეს, რომ მას ხშირად მოინახულებენ და ის არ მოიწყენს. მის შვილებს არ ესმით, რომ ყველას თავისი ოჯახი და საქმეები აქვს და თანაც ყველა დაბერდა. მარი მასწავლებელს ვერავინ დაეხმარებოდა. მან ცოტა ხნის წინ კინაღამ სახლი გადაწვა. კარტოფილი დადგა მოსახარშად და დაავიწყდა. მას უკვე ცუდად ესმის და სიარულიც უჭირს. კიდევ კარგი, რომ მეზობელმა დამწვრის სუნი იგრძნო და კარი გააღო. კიდევ 10 – 15 წუთი და სახლი აფეთქდებოდა. მეზობლებმა მის შვილებს შეატყობინეს. მათ კი გადაწყვიტეს, რომ დედა მოხუცთა სახლში წაეყვანათ. შენ ხომ არ წამიყვან იქ? – მკითხა დედამ და ატირდა.
- არასოდეს! ნუ ნერვიულობ და ნუ ტირი, თორემ წნევა აგიწევს და სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდება.
მე და დედამ ჩაი დავლიეთ და მე სახლში წამოვედი. ღამე ძილი არ მეკარებოდა, მარი მასწავლებელზე ვფიქრობდი. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ასე მოქცევა. დედამ რამდენი რამ გაუკეთა მათ! მათ კი ახლა ის საკუთარი ცხოვრებიდან გადააგდეს: რათა ხელი არ შეუშალოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნათ.
ორი დღის შემდეგ უქმე დღე მქონდა. ხილი და ტკბილეული ვიყიდე და მოხუცთა სახლში წავედი. ეზოში ერთ-ერთ სკამზე მარი მასწავლებელი იჯდა. ვითომ წიგნს კითხულობდა, სინამდვილეში კი უბრალოდ იჯდა და შორს იყურებოდა.მე გვერდით მივუჯექი. როდესაც დამინახა, ძალიან გაუხარდა. მთელი ორი საათი ვსაუბრობდით. მარი მასწავლებელი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე იყო. მტკივნეულ თემებს, მის შვილებსა და იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის მოხუცთა სახლში, ჩვენ არ შევხებივართ.
ამის შემდეგ ჩემს საყვარელ მასწავლებელს ძალიან ხშირად ვაკითხავდი. მას ჩემი ნახვა ძალიან უხაროდა. მინდოდა, რომ თავი მარტოსულად არ ეგრძნო.მე მესმოდა, როგორ სტკიოდა მას გული იმის გამო, რომ შვილებმა მიატოვეს.