ჩემმა ქმარმა ჩვენი ქორწინების მთელი ექვსი წელი დივანზე წოლით გაატარა

2031

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მთელი ექვსი წლის მანძილზე ვუძლებდი – ჩემს უნებისყოფო და ზარმაც ქმარს.ძალიან მომბეზრდა ის, რომ სამსახურის შემდეგ მაშინვე დივანზე წვებოდა. სავახშმოდ რომ ვეძახდი, მეჩხუბებოდა. ეზარებოდა სამზარეულომდე რამდენიმე ნაბიჯის გადმოდგმა და მზა საჭმლის ჭამა.

რომ იცოდეთ, რა საშინლად ჭამდა! საკვებს როგორც წესია არ ღეჭავდა, გველივით მთლიანად ყლაპავდა! მას შეეძლო, რომ ჩაი პირდაპირ ონკანის წყლით განეზავებინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩქარა დაელია და ოთახში დაბრუნებულიყო თავის საყვარელ დივანზე.კიდევ ძალიან მაღიზიანებდა მისი ის ჩვევა, რომ საათობით კომპიუტერთან იჯდა და თამაშებს თამაშობდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ის არ იყო ცუდი ქმარი და ცუდი მამა. სამსახურში და ქუჩაში ბევრად უფრო ცუდ ქმრებსა და მამებს შევხვედრილვარ.ასე რომ, ჩუმად მომქონდა მძიმე ჩანთები, ვალაგებდი და სახლს და ვამზადებდი ბევრ გემრიელ საჭმელს, როდესაც ჩვენთან უამრავი ნათესავი ჩამოდიოდა ჩემი დედამთილის მეთაურობით.

ჩემს დედამთილს უყვარდა, რომ უცხოური ყველაფერი გაეკრიტიკებინა, ჩემი ქმარი ამის გამო ძალიან ბრაზობდა. ისინი ჩხუბს იწყებდნენ, მე კი გამუდმებით შერიგებისკენ მოვუწოდებდი. მე ეს მიხაროდა კიდეც, რადგან ჩემი დედამთილის ფონზე ძალიან ჭკვიანი და ზრდილობიანი ვჩანდი.ჩემი ქმარი არ სვამდა, არ ეწეოდა, ჩემთვის არასოდეს უწყენინებია, ჩვენს ბიჭს ეთამაშებოდა. ის თავის ხელფასს ყოველთვის მთლიანად მე მაძლევდა. არასოდეს უკამათია იმაზე, თუ სად წავსულიყავით დასასვენებლად. ის უბრალოდ, ღრმად ჩაისუნთქავდა ხოლმე, მძიმე ჩემოდნებს მოათრევდა და იქ მოდიოდა, სადაც მე მინდოდა.

მასთან განქორწინების გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც დავშორდი.გავიდა ერთი წელი. გუშინ შემთხვევით მეტროში ჩემს ქმარს შევხვდი. ის მარტო არ იყო, ვიღაც უცნაური გოგონა ახლდა თან. გოგონას ფერადი სამოსი ეცვა და ძალიან უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა. ორივეს ზურგზე უცნაური ზურგჩანთები ეკიდათ. მათი საუბრიდან გავიგე, რომ რომელიღაც ფესტივალზე მიდიოდნენ მთელი ერთი კვირით და მთელი ამ დროის მანძილზე კარავში უნდა ეცხოვრათ.

საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. ჩემს ქმარს ძალიან ეშინოდა ტკიპების, ობობების და გველების. ერთ წელში ასე როგორ შეიცვალა, რომ ყველა შიში დაძლია!გამოდის, რომ მთელი ამ ერთი წლის მანძილზე ამაოდ ვნერვიულობდი. ჩემი ქმარი ძალიან კარგად არის.ჩემთან სხვანაირი რატომ იყო? რატომღაც ძალიან დიდი სევდა და ტკივილი ვიგრძენი. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ჩემი ქმარი ჩემთან ერთად კი არ არის, არამედ იმ გოგონასთან! ჯობდა, ძველებურად ჩვენს დივანზე წოლილიყო მთელი საღამოების და უქმე დღეების განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს