პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.
მე ნინი მქვია. მინდა საკუთარ მაგალითზე მოგითხროთ იმის შესახებ, რომ ცხოვრებაში უკვლოდ არაფერი ქრება. ბავშვობაში ახლო ადამიანებისგან მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები აუცილებლად აისახება ნებისმიერ ადამიანზე და მას ისინი მაშინაც კი ახსოვს, როდესაც ზრდასრული და დამოუკიდებელი ხდება.ცოტა ხნის წინ, მე და ჩემი თანამშრომელი მივლინებიდან ვბრუნდებოდით. მატარებელში ჩავჯექით, ცოტა წავიხემსეთ და მე დასაძინებლად დაწოლა მინდოდა, მაგრამ ნანას ძალიან უნდოდა ჩემთან საუბარი. გადავწყვიტე, რომ არ მისთვის მეწყენინებინა და მომესმინა. ვიცი, რომ ადამიანს ზოგჯერ აუცილებლად სჭირდება სხვისთვის იმის გაზიარება, რაც მას აწუხებს. ამ დროს, ის თავს უკეთ გრძნობს.
- წარმოგიდგენია, ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა დამ ისევ ვიჩხუბეთ. ახლობელი ადამიანები ვართ, მაგრამ ძაღლი და კატასავით ვართ. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ექვსი თვის მანძილზე ერთმანეთს ვერ ვხვდებით და არც კი ვურეკავთ. ეს ძალიან მწყინს. ცხოვრება გადის, ჩვენ კი ასე ვიქცევით.
- გიცდია ურთიერთობის გამოსწორება?
- რა თქმა უნდა, მიცდია! მაგრამ, ეს მხოლოდ სამ თვეს გრძელდება. ჩემი და გამუდმებით მთხოვს, რომ დავეხმარო. მაგრამ, მე ხომ ჩემი ოჯახი მყავს, ქმარი, ბავშვები. მე მათთაც ვჭირდები. ყოველთვის არ შემიძლია, რომ დავეხმარო და მას სწყინს და საშინლად მეჩხუბება. მას ქმარი აქეზებს, ის კი უჯერებს. ჩემი და ჩემზე ჩვენი მშობლების ბინის გამოა ნაწყენი. მშობლებმა ეს ბინა მე დამიტოვეს. მაგრამ, ჩვენმა მშობლებმა მარის ძალიან კარგი ბინა უყიდეს, გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე. ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მას მშობლების სახლიდანაც სურდა წილის მიღება, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ამ ამბის შემდეგ მუდმივად ვჩხუბობთ, – მიამბო ნანამ თავისი სევდიანი ისტორია.
მე მას ვუთანაგრძნე და დასაძინებლად დავწექი.დიდხანს ვერ ვიძინებდი, რადგან ჩემი და ჩემი ძმის ამბავი გამახსენდა.ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ჩვენს მშობლებს ის უფრო მეტად უყვარდათ. მე ეს მწყინდა. მინდოდა, რომ ჩემს მშობლებს მეც ძალიან ვყვარებოდი და ამიტომ ყველაფერს საუკეთესოდ ვაკეთებდი. ვიმედოვნებდი, რომ ჩემი მშობლები ამას დააფასებდნენ და შემაქებდნენ.
ერთხელ ზაფხულში აგარაკზე წავედით. მამა სამსახურში იყო. ჩვენ ძალიან ლამაზი გერმანული ნაგაზი გვყავდა: დიდი, ძლიერი და ძალიან ჭკვიანი. მაშინ 7 წლის ვიყავი. დედას ვთხოვე, რომ ძაღლთან თამაშის უფლება მოეცა, მაგრამ მან არ გამიშვა. მე ძალიან მეწყინა.ახლა კი მესმის, რომ ჩემს გამო ნერვიულობდა და ეშინოდა, რომ ძაღლს ჩემთვის რაიმე ზიანი არ მოეყენებინა, მაგრამ მაშინ ძალიან მეწყინა. ლაშას დედაჩემმა ძაღლთან თამაშის უფლება მისცა.
- ლაშა, მე რატომ არ მაქვს უფლება, რომ ჩვენს ძაღლს ვეთამაშო?
- იმიტომ რომ შენ აყვანილი ხარ! მშობლებმა ბავშვთა სახლიდან წამოგიყვანეს! – ბოროტი ღიმილით გამომიცხადა ჩემმა ძმამ. – ამიტომაც არ გიშვებენ შენ იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც მე მიშვებენ!
ავტირდი და ჩემს ძმას გამოვექეცი. მისი სიტყვები დიდი ხნით დამამახსოვრდა. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. უამრავი შემთხვევა გავიხსენე, როდესაც ლაშას უშვებდნენ რაიმეს გაკეთებას, მე კი – არა. უფრო მეტიც, ჩემს მშობლებს საერთოდ არ ვგავდი, არც დედას და არც მამას.
მოკლედ, ჩუმად ვიყავი და ვიტანჯებოდი. ძალიან ხშირად ვტიროდი და ძალიან ნერვიული გავხდი, ხშირად ვხდებოდი ცუდად.მერე კი, ჩემმა მშობლებმა შემთხვევით ყველაფერი გაიგეს. უბრალოდ, როდესაც მორიგ ჯერზე დედაჩემმა რაღაც ამიკრძალა, ავტირდი და ყველაფერი ვუთხარი, რასაც მათზე ვფიქრობდი. ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი. ის, რომ მათი შვილი არ ვიყავი და მათ მე მიშვილეს.
მშობლები ვერაფერს მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე და რატომ მეგონა, რომ ნაშვილები ვიყავი. მერე მამას ყველაფერი ვუამბე. მან კარადიდან ძველი ფოტოების ალბომი გადმოიღო და ბებიაჩემის ფოტო მაჩვენა. მე ძალიან ვგავდი მას.
- ეს ბებიაშენია. ის ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ხედავ, როგორ გავხარ მას? შენ ჩვენი შვილი ხარ! შენ არ ხარ ნაშვილები!
მერე მამა ლაშასაც დაელაპარაკა.ამ ამბის შემდეგ, ჩემი ძმაც და ჩემი მშობლებიც ბევრად უკეთესად მექცეოდნენ.თუმცა, ჩემში ისევ ცოცხლობს ის გრძნობები, რომლებსაც მაშინ განვიცდიდი, როდესაც მეგონა, რომ ნაშვილები ვიყავი და არავის ვჭირდებოდი.ალბათ ამიტომაც წამოვედი მშობლების სახლიდან სკოლის დამთავრებისთანავე და დამოუკიდებელი გავხდი. ბავშვობის წყენამ გამაძლიერა და ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევაში დამეხმარა. მინდოდა საკუთარი თავისთვის და ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ვიყავი და ყველანაირ სირთულეს გავუმკლავდებოდი.
უკვალოდ არაფერი ქრება. წყენა დიდი ხნის განმავლობაში რჩება ბავშვების მეხსიერებაში და დიდ გავლენას ახდენს მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ადამიანს მთელი ცხოვრება ახსოვს, რამაც ბავშვობაში აწყენინა და გული ატკინა.
რატომ მომექცა ჩემი ძმა ასე, დღემდე არ ვიცი.ამ მოგონებებმა სევდა მომგვარა. ვიგრძენი, რომ მშობლები ძალიან მენატრებოდნენ. ხვალვე წავალ მათ მოსანახულებლად. საჩუქრებს ვიყიდი და წავალ.