ბავშვები ჩემს ქალიშვილს იმის გამო დასცინიან, რომ მას ასეთი მოხუცი დედა ჰყავს

621

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემას გვიზიარებს.მე ნათია მქვია. ახლა ორმოცდათექვსმეტი წლის ვარ. მყავს ქმარი და მოზარდი ქალიშვილი. მე და ლევანს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა. უბრალოდ, ღმერთი შვილებს არ გვაძლევდა. ალბათ, მაშინ შესაფერისი დრო არ იყო.

გვიან დავორსულდი, ორმოცდასამი წლის ასაკში. უბედნიერესი ვიყავი. მე და ჩემი ქმარი ამ სასწაულს ვერ ვიჯერებდით. ორსულობა ძალიან რთული იყო. ექიმებმა მაშინვე გამაფრთხილეს, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ამ ბავშვის ტარება და გაჩენა. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რომ, ბოლოს და ბოლოს, დედა გავმხდარიყავი. ექიმების ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, რამდენჯერმე ნაყოფის შესანარჩუნებლადაც ვიწექი.

მშობიარობის დროს ექიმებმა გაარკვიეს, რომ ბავშვი არასწორად იწვა. სასწრაფოდ გამიკეთეს საკეისრო კვეთა.რომ იცოდეთ, რა ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი ქმარი, როდესაც ჩვენი შვილი დავინახეთ! არასოდეს დამავიწყდება რა განვიცადე, როდესაც ჩემი შვილი ხელში პირველად ავიყვანე.

მე და ჩემს ქმარს ჩვენი გოგონა ძალიან გვიყვარდა. ძალიან ვუფრთხილდებოდით და ვცდილობდით, რომ ყოველგვარი უბედურებისგან დაგვეცვა. ჩვენს ცხოვრებაში ჩვენთვის ყველაზე მთავარი – ახლა უკვე ჩვენი ქალიშვილი იყო. ის მთელი ჩვენი ცხოვრების აზრად იქცა.მარი ძალიან კარგი ბავშვი იყო, ძალიან დამჯერი იყო, კარგად სწავლობდა, მუსიკალურ სკოლაშიც დადიოდა და ცეკვაზეც. მას პროფესიაც ჰქონდა არჩეული – ექიმობაზე ოცნებობდა. ჩვენი შვილით ძალიან ვამაყობდით.

შემდეგ კი ჩვენი გოგონა მოზარდი გახდა. ის ძალიან შეიცვალა. ძალიან დიდ დროს ატარებდა თავის ოთახში, ჩვენთან ძალიან ცოტას ურთიერთობდა.შევამჩნიე, რომ მე ძალიან უცნაურად მიყურებდა: რაღაცნაირი ზიზღით. რამდენჯერმე ვცადე მასთან დალაპარაკება. ბოლოს მან აღიარა, რომ ჩემს გამო სკოლაში ძალიან ბევრს დასცინოდნენ. დასცინოდნენ იმის გამო, რომ დანარჩენ გოგონებს ახალგაზრდა დედები ჰყავთ, მე კი უკვე ორმოცდათექვსმეტი წლის ვარ. მარის აბრაზებდნენ, მე ბებიას მეძახდნენ. მას ძალიან სწყინდა. მივხვდი, რომ ჩემს ქალიშვილს ჩემს გამო რცხვენოდა.

შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ ცხოვრებაში სხვაგვარად ხდება. ზოგი შვილს 18 წლის ასაკში აჩენს, ზოგი კი მხოლოდ მაშინ აჩენს, როდესაც 40 წლის ხდება. მარის ვუამბე, რომ ის ძალიან ნანატრი და ძალიან სასურველი ბავშვი იყო. ვუამბე, თუ რა ბედნიერები ვიყავით მე და მამამისი, როდესაც ის დაიბადა.

მარის თითქოს ჩემი ესმის, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს, რადგან თანატოლები დასცინიან. როგორ დავეხმარო ჩემს გოგოს, არც კი ვიცი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს