ვარშავული ყავის მომზადების საიდუმლო მათთვის, ვინც დროს აფასებს

0
226

საოცარი ვარშავული ან პოლონური ყავა დილით გამოფხიზლებასა და ენერგიის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ. არ გსმენიათ ამ სასმელის შესახებ? სულ ტყუილად. ხომ არსებობს თურქული ყავა, ვენური ყავა. ასევე არსებობს ყავა ვარშავულად. რომც არ არსებობდეს, აუცილებლად უნდა გამოეგონათ. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ჩვენგანი მას ყოველდღიურად სვამს. ასეთი სასმელის მომზადების საიდუმლო მაქსიმალურად მარტივია. დაგჭირდებათ ფინჯანი, კოვზი, ყავა და მდუღარე წყალი. სხვა არაფერი. რძეც მხოლოდ სურვილისამებრ უნდა დაუმატოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ დაფქული ყავა
  • 60 მლ წყალი
  • შაქარი გემოვნებით
  • რძე (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

  1. პოლონური ყავის მომზადების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ნალექთან ერთად მისი დალევა სასიამოვნოა. გადაწურვა და დამატებითი დამუშავება არ სჭირდება. სასმელი პირდაპირ ფინჯანში მოადუღეთ და ცოტა ხნით დაელოდეთ.
  2. ყავას ზემოდან რამე დააფარეთ და 2–3 წუთით გააჩერეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გამოხატულ გემოს მიიღებთ. რძე ან შაქარი მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ დაუმატეთ.
  3. 3 წუთის შემდეგ ყავა გასინჯეთ და გემო შეაფასეთ. შემდეგ მცირე ყლუპებით დალიეთ, ცოტა ხნით ენაზე გააჩერეთ, რომ უკეთ შეიგრძნოთ. ზოგიერთ წყაროში მითითებულია, რომ ყავა 7-8 წუთით შეგიძლიათ დააყენოთ. წმინდა ექსპერიმენტისთვის ერთდროულად ორი ფინჯანი ყავა შეგიძლიათ გააკეთოთ და გემო შეადაროთ.

სიცოცხლის წყარო – ასეთ ყავასთან ერთად სუფრაზე ჭიქა ცივი წყალი გაიტანეთ. იცით, რატომ არის აუცილებელი? ასეთი ტრადიცია უკვე საუკუნეების განმავლობაში არსებობს, თუმცა მისი ისტორია მხოლოდ პროფესიონალმა ბარისტებმა და ყავამანების ვიწრო წრემ იცის. ეს უნდა გამოვასწოროთ. ტრადიცია ძველი თურქეთიდან მოდის. იქ სტუმრებს ასარჩევად ორ ფინჯანს ართმევდნენ. ერთში იყო წყალი, მეორეში – ყავა. როგორც წესი, დანაყრებული სტუმარი ყავას ირჩევდა, ხოლო მშიერი წყალს, შემდეგ კი საჭმელს იღებდა. დროთა განმავლობაში ტრადიცია თურქეთის საზღვრებს გასცდა და ოდნავ შეიცვალა.

ახლა ორი სასმელიდან ერთის არჩევა საჭირო არაა. წყლის და ყავის შერევაც არ ღირს. როგორც წესი, წყალი სასმელის დეგუსტაციის დროს გემოს რეცეპტორების გასაწმენდად გამოიყენება. თუმცა იტალიაში, წყალს სვამენ მანამ, სანამ ყავის დალევას იწყებენ. ამ შემთხვევაშიც გემოს რეცეპტორები იწმინდება და შესანიშნავი ყავის დასაგემოვნებლად მზადდება. ბევრი რამ დამოკიდებულია არა მხოლოდ ისტორიულ ტრადიციებზე, არამედ კლიმატურ მაჩვენებლებზე. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყავა ჭიქა ცხელ წყალთან ერთად გამოაქვთ. ასე სტუმარი თბება. თუ ყავა ზედმეტად ძლიერია, ასეთი წყლით სასმელის ოდნავ გაზავება შეიძლება.

სინამდვილეში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დალევას ადამიანი ყავას და მასთან ერთად მირთმეულ წყალს. მთავარია, რომ საყვარელი სასმელით სრული სიამოვნება მიიღოთ. იგრძნოთ, როგორ ქრება ცუდი ფიქრები და მის ნაცვლად პოზიტივი და თავდაჯერებულობა მოდის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყავა არა მხოლოდ ენერგიით აგავსებთ, არამედ წინსვლის ძლიერ იმპულსს მოგცემთ.