ახლახანს იუბილე მქონდა. მთავარი პირობა არა ფულის, არამედ საჩუქრების ჩუქება იყო. ძალიან საინტერესოა იმის ყურება, თუ რა საჩუქრებს მოიფიქრებენ ნათესავები და მეგობრები. ახლა ჩემს სამზარეულოში თავს იწონებს ახალი მულტისახარში, კარადაში – მდიდრული შარვალ–კოსტუმი, ფანჯრის რაფაზე – უმშვენიერესი ორქიდეა ქოთანში. ამ ნაზ ლამაზმანს თავს ვევლები, ვუვლი. ვცდილობ, პრეტენზიულ ყვავილზე სწორად ვიზრუნო. რაღაც მომენტში ორქიდეამ ყვავილობა შეწყვიტა, ავად გახდა და თვალსა და ხელს შუაში ჭკნობა დაიწყო. სასუქი გამოვიყენე, ადგილი შევუცვალე, მაგრამ უშედეგოდ. დამეხმარა მეზობელი, რომელიც ორქიდეებზე გიჟდება.
ორქიდეა აღარ ყვავილობს: რა გავაკეთოთ – მიზეზი არა მოვლა, სასუქი და მორწყვა, არამედ ქოთნის ზომა იყო. ჩემს ორქიდეას გადარგვა სჭირდებოდა. ყვავილის ფესვების სისტემა განვითარდა, ხოლო ქოთნის კედლები ხელს უშლიდა. ასე ჭირვეულობა დაიწყო. ეს მომენტი არ გამოგეპაროთ, რომ ყვავილთან დამშვიდობება არ მოგიწიოთ. როგორ მივხვდეთ, რომ ფესვები ქოთანში ვეღარ ეტევა? შეხედეთ მის საჰაერო ფესვებს: თუ მხოლოდ რამდენიმეა, ყველაფერი რიგზეა. სხვა შემთხვევაში ქოთნის ზომა შეცვალეთ.
ორქიდეის გადარგვის სხვა მიზეზები:
- შეძენიდან 1 წლის შემდეგ და ბოლო გადარგვიდან 2 წლის შემდეგ ორქიდეის მიწა უნდა გამოცვალოთ. ძველი უკვე დამპალია.
- თუ მორწყვის შემდეგ ამჩნევთ, რომ მიწა 1 კვირაზე მეტხანს სველი რჩება, სავარაუდოდ, ნიადაგი დაშლილია.
- ფესვების სისტემის დაზიანების დროს. ყვავილი გარეგნულად განიშნებთ, რომ მისი ფესვები ცუდადაა. ფოთლები ყვითლდება, ფესვები შავდება და ბოლოს ხმება.
გადარგვაშიც არ გადააჭარბოთ: არც ერთ მცენარეს ხშირი „გადაადგილება“ არ მოსწონს. თქვენი ორქიდეა უმჯობესია ვიწროდ იყოს, ვიდრე ზედმეტად ხელი ახლოთ. მცენარის გარეგნობას დააკვირდით. თუ ჯანმრთელია და ყვავის, გადარგვა არ სჭირდება.