მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საძინებლის კარი გასაღებით ჩაეკეტათ. გოგონა ორი ღამე კართან იჯდა და ტიროდა

442

ცოტა ხნის წინ ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც ძალიან შემაძრწუნა. უფრო სწორედ, ამ სტატიის ქვეშ დატოვებულმა კომენტარმა აღმაშფოთა.ერთი ქალი რჩევას ითხოვდა: როგორ გადააჩვიოს სამი წლის გოგონა, რომ მან ღამით არ გაიღვიძოს და მშობლებს არ დაუძახოს?

მას კითხვაზე უამრავმა ადამიანმა უპასუხა. ზოგი რჩევას აძლევდა, ზოგი კი – საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ბევრი რჩევა ძალიან კარგი იყო. ქალს უხსნიდნენ, რომ უბრალოდ ბავშვს ასეთი პერიოდი ჰქონდა და ის აუცილებლად გაივლიდა. და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს დაეხმარო და არ მიატოვო მაშინ, როდესაც მას ასე ძალიან სჭირდება მშობლის ყურადღება და მოფერება.

მაგრამ, იყო ერთი კომენტარიც და სწორედ მან გამომიყვანა წონასწორობის მდგომარეობიდან.ერთი ქალი ყვებოდა, თუ როგორ გაუმკლავდნენ ის და მისი ქმარი ამ პრობლემას, სულ რაღაც ორ დღეში. გაუმკლავდნენ, მაგრამ მეტად სასტიკი მეთოდით და არავინ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს!

თურმე, ამ ასაკში მათი ქალიშვილიც იღვიძებდა და თავისთან ეძახდა თავის მშობლებს. ზოგჯერ, თავად შედიოდა მათ ოთახში. გოგონა ძალიან ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა. მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საძინებლის კარი გასაღებით ჩაეკეტათ. გოგონა ორი ღამე მშობლების საძინებლის კართან იჯდა და ტიროდა, მერე კი მათთან საერთოდ აღარ მოდიოდა. გოგონას მშობლები ძალიან კმაყოფილები იყვნენ იმით, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება.

ეს რომ წავიკითხე, გავოგნდი! საკუთარ შვილს ასე როგორ უნდა მოექცე? როგორ შეიძლება ბავშვის ტრავმირება! გასაგებია, რომ მშობლები დაღლილები არიან და დასვენება უნდათ, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ კარი დაკეტო და ბავშვი ოთახში არ შეუშვა? არ დაამშვიდო, არ დააწყნარო, არ ჩაეხუტო? როგორ???

ჩემთვის იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, თუ რას გრძნობდა ეს პატარა გოგონა იმ დროს, როცა მისი მშობლები ღამით კარს კეტავდნენ და ოთახში არ უშვებდნენ? პატარა გოგონა მარტოობას გრძნობდა და ძალიან შეშინებული იყო. მშობლები კი – მას არ დაეხმარნენ.

როგორ უნდა დაიძინო მშვიდად, როდესაც შენი შვილი კართან ზის და ტირის?მახსოვს, მეც მქონდა ასეთი რთული პერიოდი. მარტო დაძინების მეშინოდა და ვტიროდი. ჩემი მშობლებიც მუშაობდნენ და ძალიან იღლებოდნენ, განსაკუთრებით დედაჩემი, რადგან ჩემს გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იყო. მაგრამ, როდესაც ღამით დედას ან მამას ვეძახდი, ისინი ყოველთვის მოდიოდნენ, მამშვიდებდნენ, მეფერებოდნენ და მეხუტებოდნენ. მე ვმშვიდდებოდი და ვიძინებდი.

ძალიან მეცოდება ის გოგონა, რომლის მშობლებიც ასე მოიქცნენ. ეს საქციელი ძალიან სასტიკი და არაადამიანურია.შეიძლება მე ამ ცხოვრებაში რაღაც არ მესმის, მაგრამ მეჩვენება, რომ ნორმალური მშობლები ამას არასოდეს გააკეთებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს