ვთვლი, რომ ბავშვები, რომლებიც 70-იან წლებში გაიზარდნენ, ძალიან ბედნიერი ბავშვები იყვნენ 

792

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ბავშვობას იხსენებს.დავიბადე 1970 წლის ბოლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. იმ პერიოდთან უამრავი ძალიან კარგი მოგონება მაკავშირებს. სრულიად არ ვეთანხმები მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე სტატია იმის შესახებ, რომ ვითომდა იმ პერიოდში გაზრდილი ბავშვები ძალიან უბედურები იყვნენ. ჩემი აზრით, ეს ასე არ იყო. სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს მაღაზიებში ყველაფერზე ძალიან დიდი რიგები იყო და ხალხი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. ძალიან გამაკვირვა იმან, რომ სტატიის ავტორს ძალიან ბევრი ადამიანი დაეთანხმა.

ის დრო გავიხსენე.

ჩვენ ქალაქში ვცხოვრობდით. მე მევალებოდა ჩემი ოთახის დალაგება, მთელს სახლში იატაკის მოწმენდა და გარეცხილი სარეცხის გაფენა. ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი.მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარდა მაღაზიაში სიარული. იქ ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. დედა ყოველთვის გვაძლევდა ზედმეტ ფულს იმისთვის, რომ რაიმე ტკბილეული გვეყიდა.

ზაფხულობით მდინარეზე დავდიოდით. ვისვენებდით თუ ვმუშაობდით, ყველაფერს ჩვენს მშობლებთან ერთად ვაკეთებდით.სკოლაშიც ყველაფერი მომწონდა. მორიგე რომ ვიყავი, ისიც კი მომწონდა. ძალიან მომწონდა პრაქტიკული სამუშაოები ზაფხულის არდადეგების დროს. სკოლაში საგანმანათლებლო სექტორის თავმჯდომარე ვიყავი. ყოველი კვირის ბოლოს ყველა კლასელი უნდა შემეფასებინა.

დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში და ძალიან მიყვარდა ფორტეპიანოზე დაკვრა. მოგვიანებით ჭრა-კერვის კურსებზე ჩავეწერე, სადაც მარტო დავდიოდი მთელი ქალაქის გავლით. თავს ზრდასრულ და დამოუკიდებელ ადამიანად ვთვლიდი.სკოლის შემდეგ გაკვეთილებს სწრაფად ვსწავლობდი და გარეთ გავრბოდი, ჩემს მეგობრებთან. ქუჩაში დაღამებამდე ვთამაშობდით.

ასე რომ, სრულიად არ ვეთანხმები იმას, რომ იმ პერიოდში ბავშვებს უბედური ბავშვობა ჰქონდათ. ეს სიმართლე არ არის. მე დღემდე მახსოვს ის ბედნიერი ბავშვობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს