პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს.გული ძალიან მეტკინა და მეწყინა იმის გამო, რომ როდესაც ცუდად გავხდი, ჩემმა შვილებმა ჩემზე ზრუნვაზე უარი განაცხადეს.ორი შვილი მარტომ გავზარდე. უმცროსი ბიჭი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც ჩემი მეუღლე დაიღუპა. საკუთარი ცხოვრება მთლიანად ჩემს შვილებს მივუძღვენი.
ორ სამსახურში ვმუშაობდი იმისთვის, რომ მათ ყველაფერი ჰქონოდათ. ჩემმა შვილებმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უმაღლესში გააგრძელეს. სწავლის დასრულების შემდეგ ორივე ძალიან კარგ სამსახურში მოეწყო. ჩემი ქალიშვილი გათხოვდა და შვილიშვილი გამიჩინა. ცოტა ხანში ჩემი ბიჭიც დაქორწინდა და ჩემმა რძალსაც ბიჭი შეეძინა. ორივე შვილიშვილს ვუვლიდი. შვილიშვილები ჩემთან ძალიან ხშირად მოჰყავდათ, არასოდეს მითქვამს უარი მათ მოვლაზე. ბაღშიც ვატარებდი, სკოლაშიც და სხვადასხვა წრეებზეც.
შემდეგ კი ჯანმრთელობამ მიღალატა. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. ძალიან მაღალი წნევა მქონდა. საავადმყოფოში ვიწექი, უკეთ გავხდი და გამომწერეს. ჩემი ქალიშვილი საავადმყოფოში მხოლოდ ერთხელ მოვიდა, ვაჟმა კი დრო მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარისთვის გამონახა.სამაგიეროდ, შვილიშვილები მომიყვანეს გამოწერიდან სამი დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გაფრთხილებული მყავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთვის გადაღლა არ შეიძლებოდა. ბავშვებს ყურადღების მიქცევა სჭირდება, საჭმლის მომზადება, მათთან ერთად სუფთა ჰაერზე გასეირნება. თუმცა, ეს ჩემს შვილებს საერთოდ არ აღელვებდა.
სამი თვის შემდეგ მდგომარეობა გამიუარესდა: ფეხები მიბუჟდებოდა ძალიან.ფეხები არ მტკიოდა, მაგრამ სიარული ძალიან მიჭირდა. ბიჭს ვთხოვე ექიმთან წაყვანა, მაგრამ მას დრო არ ჰქონდა. ვთხოვე სიძესაც, მაგრამ არც მან მოისურვა ამის გაკეთება. მოკლედ, საავადმყოფოში ტაქსითი წავედი, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან ძვირი იყო.გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ფეხში თრომბი მაქვს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მომწყდეს. ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ძალიან საშიშია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი მდგომარეობა გაუარესდა. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. ქალიშვილს დავურეკე და მან მითხრა, რომ ძალიან დაკავებული იყო და მირჩია, რომ სასწრაფო გამომეძახა.სასწრაფომ მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანა.
ექიმებმა ვერ განმკურნეს, ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ და მარტოს სიარული არ შემიძლია. ექიმებმა ჩემს შვილებს აუხსნეს, რომ მე ახლა მარტო ცხოვრებას ვერ შევძლებ და მუდმივი მოვლა მჭირდება.
სახლში რომ მომიყვანეს, ჩემმა შვილებმა იმის გამო დაიწყეს ჩხუბი, თუ ვინ წამიყვანდა თავისთან. ქალიშვილი თავს იმით იმართლებდა, რომ მას პატარა სახლი ჰქონდა და მე ჩემი ოთახი არ მექნებოდა. ბიჭმა კი თქვა, რომ მას დიდი ბინა ჰქონდა, მაგრამ მის ორსულ ცოლს ნამდვილად არ მოუნდებოდა დედამთილთან ერთად ცხოვრება. ამის მოსმენა აღარ მინდოდა და ვუთხარი, რომ ორივე წასულიყვნენ. ისინი მაშინვე წავიდნენ, მე კი დავრჩი და ტირილი დავიწყე.
მთელი ღამე არ მძინებია, მხოლოდ დილისკენ ჩამეძინა. კარის გაღების ხმა გავიგე და ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, რომელიმე მათგანი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა.
მაგრამ… შევცდი. ეს იყო ჩემი მეზობელი. მანანა ჩემს სართულზე ცხოვრობს და მარტო ზრდის თავის ქალიშვილს. მან მაჭამა და ჩაი დამალევინა. მე ავტირდი და ყველაფერი ვუამბე. იმ დღის შემდეგ მანანა მეხმარება. მე მას ჩემი პენსიის ნახევარს ვაძლევ, რითაც ის პროდუქტებს ყიდულობს და მაჭმევს. დანარჩენი ფულით კომუნალურ გადასახადებს ვიხდი.ძალიან მწყინს ის, რომ თურმე საკუთარ შვილებს არ ვჭირდები და უცხო ადამიანი მივლის.
ასე როგორ შეიძლება? მე მათთვის ყველაფერი გავაკეთე. გავზარდე, ვასწავლე, მათ შვილებს მოვუარე. მათ კი ამ ყველაფრისთვის მადლობა ასე გადამიხადეს. ბიჭიც და გოგოც იშვიათად მირეკავენ. მათ უხარიათ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მივლის.ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩემი შვილები დახმარებაზე უარს მეტყოდნენ. მეგონა, რომ სწორად აღვზარდე. რანაირად გამოვიდნენ ასეთი უმადურები?