იაპონიაში მატარებელი 3 წელი მხოლოდ 1 მოსწავლის გამო დადიოდა, მოქალაქეებზე ზრუნვა ასეთი უნდა იყოს

0
240

ზოგჯერ სახლიდან სკოლამდე გზა ბავშვებს დიდ დროს ართმევთ. ზოგს გაუმართლა და ახლოს ცხოვრობს, ზოგი იძულებულია სკოლამდე ფეხით იაროს ან ავტობუსით იმგზავროს. იაპონიაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ლამაზი ისტორიის მიხედვით, ერთ–ერთ იაპონურ კუნძულზე მატარებელი მხოლოდ ერთი მოსწავლის გამო დადიოდა. ეს ნამდვილი ამბავია?

სახლიდან სკოლამდე გზა – ინტერნეტში ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის წინ გავრცელდა. ჩინური მედიის ცნობით, იაპონიის ჰოკაიდოზე 2013 წელს კამი–შიტარაკის სადგურის დახურვას მისი არაპოპულარობის გამო გეგმავდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მატარებელი ყოველდღე ელოდა ერთადერთ მგზავრს, სკოლის მოსწავლე გოგონას. სკოლამდე მისასვლელად და სახლში დასაბრუნებლად კონკრეტულად ამ მატარებლის გამოყენება სჭირდებოდა. ამბობენ, რომ რკინიგზის სადგურის დირექტორმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, ამიტომ სადგურის დახურვა გადადო, სანამ გოგონა სკოლას არ დაამთავრებდა. ატესტატი 2016 წელს უნდა აეღო, ამიტომ მთელი ეს დრო მატარებელი გამართულად დადიოდა. რემონტსაც ატარებდნენ. ინტერნეტ მომხმარებლები ამ ამბის სიმართლეში დაეჭვდნენ. ეს ხომ ფილმის სცენარს ან უბრალოდ ლამაზ ლეგენდას ჰგავს.

პატარა გაზვიადება – აღმოჩნდა, რომ ისტორია მართალია, მაგრამ ნაწილობრივ. ლამაზი ზღაპარი გოგონაზე, რომელიც ერთადერთ მატარებელს იმედიანად უყურებს, უბრალოდ შელამაზებული ამბავია. არ ღირს იმის ლანძღვა, ვინც ეს მოიგონა. გიამბობთ, რა არის სიმართლე. სკოლის მოსწავლე ნამდვილად იყო. მის სადგურს ერქვა არა კამი–შირატაკი, არამედ კიუ–შირატაკი. გარდა ამისა, გოგონასთან ერთად იმ სკოლაში კიდევ ათი ბავშვი დადიოდა. დილით მოსწავლეებს წასვლა მხოლოდ ერთი მატარებლით შეეძლოთ, ხოლო სკოლის შემდეგ ასარჩევად ჰქონდათ სამი რეისი სხვადასხვა დროს. გამოდის, რომ ამ სადგურზე არც თუ ისე სამწუხარო სიტუაცია იყო. სიმართლეა ისიც, რომ მიმართულება ნამდვილად პოპულარული არ იყო, თან საკმაოდ შორეული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთდროულად სამი სადგურის დახურვა გადაწყვიტა: კიუ–შირატაკი, კამი–შირატაკი და შიმო–შირატაკი. ეს 2016 წელს უნდა მომხდარიყო და არ უკავშირდებოდა იმას, როდის დაამთავრებდნენ ბავშვები სკოლას. აი, ასეთი საინტერესო დამთხვევა.

იაპონური ტრანსპორტი – მოსწავლის ამბის სევდიანი დასასრულის მიუხედავად, იაპონიის სარკინიგზო ტრანსპორტი უკიდურესად განვითარებულია. ქვეყანა ამაყობს თავისი სინკანსენით – ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზებით და მატარებლებით. ცდების დროს მატარებლებმა ჩვეულებრივ რელსებზე 443 კმ/სთ–მდე სიჩქარის, ხოლო მაგნიტურ რელსებზე 580 კმ/სთ–მდე სიჩქარის განხორციელება შეძლეს. ამ რიცხვებზე დაფიქრდით. წარმოუდგენელია, როგორი მაღალი ტექნოლოგიები ფუნქციონირებს ამ საოცარ ქვეყანაში. იაპონელები პუნქტუალური ერია. არა მხოლოდ პირად, არამედ სხვის დროს აფასებენ. სწორედ ამიტომ, მატარებლის, მეტროს და ავტობუსის სერიოზული შეფერხებების თავიდან აცილებას ცდილობენ. მსგავსი უსიამოვნების დროს კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს ბოდიშს საჯაროდ უხდიან. იყო შემთხვევა, როცა კომპანიამ Tsukuba Express მგზავრებს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ მათი მატარებელი მთელი 20 წამით გვიან დაიძრა.

გზა სახლიდან სკოლამდე ახლა – იაპონელების საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვის უარყოფა შეუძლებელია. ინტერნეტ სივრცეში ყველა ამბავი მართალი არაა, მაგრამ ამ ერს მაინც უკეთესი მხრიდან წარმოაჩენს. გვსურს დავიჯეროთ, რომ ოდესღაც ასეთი ტექნოლოგიები იაპონიის ფარგლებს გასცდება. ასე ბევრი ადამიანი ახლობლებს უფრო ხშირად ნახავს და სამსახურამდე გზაც მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგვართმევს.