ეს ქალი ბავშვებს კუბოში ცოცხლად აწვენდა. წლების შემდეგ ამის გამო ჯილდო მიიღო

751

2007 წლამდე ირენე სენდლერის შესახებ თითქმის არავის იცოდა. როცა რამდენიმე გოგო გამარჯვების დღეზე ნაშრომს ამზადებდა, მისი გვარი ერთ-ერთ არქივში იპოვეს. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებულნი იყვნენ, როცა ის ცოცხლებს შორის აღმოაჩინეს!

როგორც აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარშავის გეტოდან 2 500 ბავშვი გადაარჩინა. იმ დროს ირენა პოლონეთის მიწისქვეშა ორგანიზაციის (ებრაელთა დახმარების საბჭოს) წევრი იყო. როცა გეტოში ებრაელების გარდა სხვების შესვლა აკრძალეს, ვარშავის ეპიდემიოლოგიური კონტროლის დეპარტამენტში თავისთვის და მოკავშირესთვის საშვები გააკეთებინა.

ასე მათ გეტოს ტერიტორიაზე თავისუფლად მოხვედრა და იქ მცხოვრები ხალხისთვის დახმარების გაწევა შეეძლოთ. ხშირად თან მედიკამენტები და საკვები მიჰქონდათ. რაც მთავარია, ბანაკიდან ბავშვები გაყავდათ.

ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ: ბავშვებს სანაგვე პარკებში სვამდნენ და ღობეზე ისროდნენ, საკანალიზაციო მილიდან გაყავდათ. ჩვილებს თავის, ინსტრუმენტების ჩანთაში, ხოლო უფროს ბავშვებს სატვირთო მანქანაში ბრეზენტში მალავდა.

თან ყოველთვის თავისი ძაღლი დაყავდა, რომელიც გერმანელ მცველებს მუდმივად უღრენდა. ეს ბავშვების ხმაურის და ტირილის დახშობაში ეხმარებოდა.

ზოგჯერ დაცვის მოსყიდვას ახერხებდა, რაც სამუშაოს უმარტივებდა. საინტერესოა, რომ ქალი ყველა გადარჩენილი ბავშვის სახელს იწერდა. იმედი ჰქონდა, რომ მოგვიანებით თავიანთ ოჯახებთან გაერთიანებაში დაეხმარებოდა.

ასეთ ქაღალდებს ქილაში დებდა და ბაღში მარხავდა. შედეგად 2 500 ბავშვის სახელი იპოვეს.

1943 წელს ნაცისტებმა სენდლერი დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელები და ფეხები დაუმტვრიეს, არანაირი ინფორმაცია არ გასცა.

შემდეგ მისი დახვრეტა ბრძანეს, მაგრამ ქალს ორგანიზაცია Zegota დაეხმარა, რომლის წარმომადგენლებმაც დაცვა მოისყიდეს. ამ უკანასკნელმა სენდლერის სახელი დახვრეტილთა სიაში შეიყვანა. ომის დასრულებამდე სხვისი სახელით ცხოვრობდა.

ქალი 2008 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კანდიტატურა მსოფლიოს ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტთან ალბერტ გორისთან წააგო. ამასთან ქალი რამდენიმე პოლონური ორდერის კავალერი იყო. ასევე „მართალი ერებს შორის“ საპატიო წოდება მიიღო.

„ბავშვობაში მასწავლიდნენ: თუ ადამიანი იხრჩობა, მისი რელიგიური ან ეროვნული მდგომარეობის მიუხედავად უნდა გადაარჩინო“ – ამბობდა ირენა სენდლერი. სწორედ ეს ფრაზა მისი ცხოვრების დევიზი გახდა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს