პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.მე თათა მქვია. ცოტა ხნის წინ ახალი ბინა შევიძინე. ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ჩემი ყურადღება ერთმა მოხუცმა ქალმა მიიპყრო. ეს ქალი ხშირად სეირნობდა ქუჩაში მარტო, ჯოხზე დაყრდნობილი დადიოდა, ხან ჩერდებოდა და ირგვლივ იყურებოდა, ხან ცას უყურებდა. ერთხელ კი გავიგე, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
იმ დღეს ვისვენებდი და გადავწყვიტე, რომ პროდუქტების საყიდლად წავსულიყავი. სახლში დაბრუნებისას ისევ ის მოხუცი შევნიშნე. გადავწყვიტე გავსაუბრებოდი და მეკითხა, რაიმე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა.მან გამიღიმა და მითხრა:
- თუ შეგიძლიათ დამელაპარაკეთ, 5 წუთი მაინც.
ვისაუბრეთ ამინდზე, პროდუქტების ფასებზე. რა თქმა უნდა, საუბარი ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდა.მანანა ბებიამ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო. ის სულ მარტო ცხოვრობს. მეზობლებს საკუთარი ცხოვრება და საკუთარი პრობლემები აქვთ. ნათესავები და მეგობრები არ ჰყავს. შემდეგ მანანა ბებიამ საუბრის თემა შეცვალა. მას არ უნდოდა, რომ მე შემბრალებოდა.
გარეთ ციოდა და ამიტომ ის ჩემთან შემოვიპატიჟე ჭიქა ჩაიზე. მანანა ბებია დიდი სიხარულით დამთანხმდა, მაგრამ მან თავის სახლში დამპატიჟა.მან ჩაი დაასხა და ჩვენ საუბარი განვაგრძეთ.მან მიამბო, რომ მას ჰყავდა ქმარი და ოთხი შვილი. ქმარი სხვა ქალთან წასულა და ოთხი შვილი მას მარტოს გაუზრდია. მას შემდეგ, მას მამაკაცების არ სჯეროდა და აღარ გათხოვილა. მუშაობდა და თავის შვილებს ზრდიდა.
ბავშვები სხვადასხვა ქალაქებში წავიდნენ საცხოვრებლად, ერთი ბიჭი კი საზღვარგარეთ არის. უკვე მრავალი წელია, რაც ის მარტო ცხოვრობს. შვილები მასთან წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩამოდიან, დანარჩენ დროს ის მარტოა. მას ძალიან უჭირს მარტო ყოფნა.
ვცდილობ, რომ ვესტუმრო ხოლმე მანანა ბებიას. ახლა ძალიან მეშინია მარტოობის. სიბერეში მარტო დარჩენა არ მინდა.