დედაჩემს არასოდეს ვყვარებივარ. ახლა ჩემს ქალიშვილსაც ასე ექცევა

395

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს.25 წლის ვარ. სამი წლის წინ გავთხოვდი და მყავს ორი წლის გოგონა, თამთა.ქორწილის შემდეგ საცხოვრებლად ჩემი ქმრის მშობლებთან გადავედით. ისინი ძალიან კარგად მექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის უცხო ადამიანი ვარ.

წელს გადავწყვიტე, რომ ჩემს ქალიშვილთან ერთად ჩემს მშობლებთან წავსულიყავი. ისინი ქალაქგარეთ ცხოვრობენ. მშობლებთან სტუმრად არც ისე ხშირად დავდივარ.ისე მოხდა, რომ ამ პერიოდისთვის მშობლებთან ჩემი დაც ჩამოვიდა თავის შვილებთან ერთად. ჩემი და ჩემზე 5 წლით უფროსია.

იქ მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე გავჩერდი, თუმცა დაგეგმილი მქონდა, რომ ჩემს მშობლებთან სამი კვირის მანძილზე უნდა დავრჩენილიყავი.გიამბობთ, ასე მალე რატომ დავბრუნდით.ჯერ ერთი, ჩვენი ჩასვლა არავის გახარებია. ჩემი და იმით იყო უკმაყოფილო, რომ ჩემს პატარა შვილთან ერთად ჩავედი. მუდმივად მეკამათებოდა, ზოგჯერ ვჩხუბობდით. დედაჩემი ყოველთვის ჩემს დას იცავდა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.

ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს მარწყვზე ალერგია აქვს. დედაჩემმა მას მარწყვი აჭამა და, ბუნებრივია, რომ მას მაშინვე ალერგიული გამონაყარი გაუჩნდა. დედაჩემმა და ჩემმა დამ მაშინვე აუკრძალეს ჩემს დისშვილებს თამთასთან თამაში. რამე არ გადაგედოთო.ძალიან მეწყინა, მაგრამ ჩხუბი არ დამიწყია, გავჩუმდი.

ზოგჯერ, როდესაც სახლში შევდიოდი დედაჩემი და ჩემი და საუბარს წყვეტდნენ. მაშინვე ვხვდებოდი, რომ ჩემზე და ჩემს ქალიშვილზე საუბრობდნენ. მერე, რაღაც ძალიან უსიამოვნო ფრაზებიც გავიგონე ჩემი და ჩემი შვილის მისამართით. უკანასკნელი ძალებით ვიკავებდი თავს. შემდეგ კი გავიგე, რომ ჩემს მეუღლეზე ჭორაობდნენ.

ძალიან მეწყინა. მე ძალიან კარგი მეუღლე მყავს და თავადაც ძალიან კარგი დიასახლისი და მზრუნველი დედა ვარ. ჩემი შვილი ძალიან იშვიათად ჭირვეულობს, აქ კი ძალიან ხშირად ტირის, რადგან ჩემი დის შვილები თავიანთ სათამაშოებს არ აძლევენ, თუმცა თავად ყოველთვის თამაშობენ ჩემი შვილის სათამაშოებით. ეს უსამართლობაა.

რამდენიმე დღის შემდეგ გავიგონე, როგორ უყვიროდა ჩემი და თათას.მაშინვე ჩემი ბავშვობა გამახსენდა. გამახსენდა, როგორ მსჯიდა დედა მხოლოდ მე. დედა ბოლომდე არასოდეს მისმენდა, სამაგიეროდ, მზად იყო ჩემი უფროსი დისთვის მოესმინა. მაშინ ძალიან მწყინდა, მაგრამ დედაჩემის გამართლებას ვცდილობდი. ალბათ დედა სამსახურში დაიღალა და ამიტომ არის ცუდ განწყობაზე.

მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი სიმართლეს. უბრალოდ, დედას მხოლოდ ჩემი და უყვარდა. სულ ესაა. არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება, რომ ერთი შვილი გიყვარდეს, მეორე კი – არა. ახლა მას ჩემი დისშვილები უყვარს, ჩემი გოგონა კი – არა.ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მშობლების სახლში ვიხრჩობოდი. რისგან? სიძულვილისგან. მეუღლეს დავურეკე და ის ჩვენს წასაყვანად ჩამოვიდა.

დედამ დამირეკა და ნაწყენი ხმით მითხრა, რომ ჩემზე ძალიან ნაწყენია, რადგან ასე ადრე წამოვედი. როგორ დავრჩენილიყავი იქ, სადაც ადამიანებს ვძულდი? რამდენს მოვითმენდი? ან რატომ უნდა ამეტანა ასეთი მოპყრობა? რით დავიმსახურე?უბრალო ჭეშმარიტებას ჩავწვდი. ახლობელი ადამიანები ისინი კი არ არიან, ვისი ატანაც გიწევთ, არამედ ისინი, ვისკენაც თქვენი სული მიიწევს.

ორი თვის შემდეგ, ვცადე დედაჩემს დავლაპარაკებოდი და ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ ის მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. აი ასე. არც ერთს აზრი არ შეგვიცვლია. ახლა დედაჩემთან და ჩემს დასთან ურთიერთობა ძალიან იშვიათად მაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს