პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ, ჩემს 5 წლის შვილიშვილთან ერთად ზღვაზე წავედი დასასვენებლად. ზღვამდე ცოტა შორი გზა იყო გასავლელი და ამიტომ დღის მეორე ნახევარში მე და ნინი აუზთან ვისვენებდით. მე წიგნს ვკითხულობდი, ნინი კი აუზში ბანაობდა.
საბავშვო აუზი იყო და ყველგან იყო გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ იქ მოწევა არ შეიძლებოდა. თუმცა, ძალიან ბევრ დამსვენებელს ეს საერთოდ არ აინტერესებდა. მომსახურე პერსონალს მაშინვე მოჰქონდა მწეველებთან საფერფლეები.მე ეს არ მომწონდა, მაგრამ ვითმენდი.ნინი ძალიან ენერგიული იყო და ამიტომ, მას შუადღეს ვერ ვაძინებდი. მას მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა.
ერთხელ ჩემმა შვილიშვილმა იმდენი ითამაშა და იბანავა, რომ ჩაეძინა. ძალიან გამიხარდა, რადგან დასვენების შესაძლებლობა მომეცა. მაგრამ… ამ დროს დროს ორი ინგლისელი ქალბატონი მოვიდა ლუდით ხელში. ისინი იქვე შორიახლოს დასხდნენ და მოწევა დაიწყეს. კვამლი პირდაპირ ჩემი შვილიშვილისაკენ მოდიოდა. მე ვერ მოვითმინე და შენიშვნა მივეცი. ვუთხარი, რომ ისინი ისეთ ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც მოწევა აკრძალული იყო. მათ სიცილი დაიწყეს და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მას თანხა გადახდილი ჰქონდა და ამიტომ იმას გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა და სადაც მოისურვებდა.
აი ასე! დახმარება იქვე ახლოს მყოფ წყვილს ვთხოვე. მამაკაცი დამეხმარა, რომ ის სავარძელი, რომელშიც ნინი იწვა, ცოტა შორს გადაგვეტანა. ჩემს შვილიშვილს ისევ ტკბილად ეძინა. გვერდით მივუჯექი და ვფიქრობდი: მეც გადახდილი მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი თავხედი უნდა ვიყო და სხვას უნდა შევუშალო ხელი დასვენებაში.
რა სამწუხაროა, რომ ეს ყველა ადამიანს არ ესმის.