მე მზია მქვია. მრავალი წლის წინ საშინელი შეცდომა დავუშვი, რასაც ძალიან ვნანობ. მაშინ მეგონა, რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ წარმოუდგენელი სისულელე გავაკეთე. ვცდილობ გამოვასწორო, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის. აი, რა მოხდა.ცოლად დავითს გავყევი თუმცა არასდროს მყვარებია. უბრალოდ დიდ პატივს ვცემდი მას, სულ ეს იყო. ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარდი. ვაჟი რომ შემეძინა, მზად იყო ხელის გულზე ვეტარებინე. დედოფალივით ვცხოვრობდი. გიორგის ძიძა ჰყავდა, სახლის საქმეს მოსამსახურე აკეთებდა. მოკლედ, ცხოვრება მიხაროდა.
იმედი მქონდა, რომ ჩემი საყვარელი ვაჟი ცოლს წესიერი ოჯახიდან მოიყვანდა. მას კი ეკა შეუყვარდა. ეკას მარტო დედა ზრდიდა, რომელიც გამყიდველად მუშაობდა. ჩემი შვილისთვის ასეთ ცოლზე არ ვოცნებობდი და ამიტომაც ვერ შევძელი ეკას მიღება.გავიგე, რომ ეკა ორსულად იყო და ძალით წავიყვანე აბორტის გასაკეთებლად. მან საავადმყოფოდან გაქცევა მოახერხა და ბავშვი შეინარჩუნა.მაშინ გიორგი ძალიან გამიბრაზდა, მაგრამ ქორწილში მაინც დამპატიჟეს.
ქორწილში არ წავსულვარ და ჩემს ქმარსაც არ გავუშვი იქ მისვლა. გიორგიმ და ეკამ რამდენჯერმე სცადეს ჩემთან შერიგება, მაგრამ მე გიჟივით ვიყავი. გიორგის ვეუბნებოდი, რომ ეს ბავშვი მისი შვილი არ იყო. ჩემს რძალს მოთმინების ფიალა აევსო და თქვა, რომ ჩვენ ჩვენს შვილიშვილს ვერასოდეს ვნახავდით.მაშინ ეკამ ეს სრული სერიოზულობით თქვა. ლიკა უკვე ხუთი წლისაა, მაგრამ ჩვენ არ ვურთიერთობთ.
ლიკა ერთი წლის იყო, როდესაც მაღაზიაში შემთხვევით შემხვდა გიორგი ბავშვით ხელში. ბავშვი რომ ვნახე, უბრალოდ ადგილზე გავიყინე: ლიკა გიორგის ზუსტი ასლი იყო. ცრემლები წამომივიდა და შვილიშვილის ხელში აყვანა ვთხოვე. ლიკამ მაშინვე მიმიღო. თმაზე მოფერება და ჩახუტება დამიწყო. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.მივხვდი, თუ რაოდენ დიდი შეცდომა დავუშვი. გიორგის ვთხოვე, რომ ხანდახან შვილიშვილი ჩვენთან მოეყვანა. როდესაც მოჰყავდა, მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით.როდესაც ლიკამ ლაპარაკი დაიწყო, გიორგის ის ჩვენთან აღარ მოჰყავდა: მას ეშინოდა, რომ ეკა გაიგებდა და დიდ ჩხუბს ატეხდა.
ყოველდღე მივდიოდი იმ საბავშვო ბაღში, სადაც ჩემი შვილიშვილი დადიოდა და ვუყურებდი. ეკა მას ძალიან ლამაზ ვარცხნილობებს უკეთებდა. ჩემს შვილიშვილს ყოველთვის ძალიან კარგად ეცვა. ეკა მშვენიერი დედა იყო.
სახლში მოვდიოდი და დეტალურად ვუყვებოდი დავითს, რას აკეთებდა ლიკა, რა შესანიშნავად თამაშობდა სხვა ბავშვებთან. ვუყვებოდი, თუ როგორი ლამაზი იყო და როგორი მშვენიერი ღიმილი ჰქონდა. ჩემი ქმარი ჩემთან ერთად საბავშვო ბაღში ვერ მოდიოდა: გული აწუხებდა ძალიან და წნევაც ჰქონდა ხოლმე.
ის ყოველთვის დიდი მოუთმენლობით ელოდა ჩემს დაბრუნებას. როდესაც ლიკაზე ვუყვებოდი, იღიმოდა.
ძალიან ხშირად ვურეკავდი ჩემს შვილს და ვეკითხებოდი, ხომ არ შეეცვალა ლიკას საკუთარი გადაწყვეტილება.პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: არა.ყოველდღე ვევედრებოდი ღმერთს, რომ რძალს ჩემთვის ეპატიებინა და შვილიშვილის ნახვის უფლება მოეცა.ერთ დღესაც სასწაული მოხდა.ეკა ეკლესიაში წავიდა. იგი მამაოს ესაუბრა, რომელმაც აუხსნა, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს პატიება, რადგან ის საკუთარ თავსაც ტანჯავს და სხვასაც.ეკამ რამდენიმე დღე იფიქრა და მიხვდა, რომ ამის გაკეთება სჭირდებოდა.
ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერები ვიყავით, როდესაც კარები გავაღეთ და ეკა, გიორგი და ლიკა დავინახეთ.ლიკა მაშინვე მოგვიახლოვდა და ჩაგვეხუტა:
- რა კარგია, რომ დაბრუნდით მივლინებიდან! აღარასდროს წახვიდეთ ამდენი ხნით! ყველას ჰყავს ბებია და ბაბუა, მე კი მხოლოდ ბებია მყავდა. რა კარგია, რომ ახლა ორი ბებია და ერთი ბაბუა მეყოლება!
ბედნიერებისგან ვტიროდით, ეკას ჩავეხუტე და გულწრფელად ვთხოვე პატიება. ეკამ მაპატია და მიაბო, რა უთხრა მამაომ.ახლა მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ახლახან გავიგეთ, რომ ეკა კვლავ ორსულად არის. ყველას ძალიან გვიხარია.
ბედნიერი ვარ, რომ ეკამ შესძლო ჩემი პატიება. მისმა გადაწყვეტილებამ ყველა გაგვაბედნიერა. ასეთ შეცდომას აღარასდროს დავუშვებ.მოუთმენლად ველოდები შვილიშვილის დაბადებას. მსოფლიოში ყველაზე კარგი და მზრუნველი ბებია ვიქნები!