ბებიამ მთხოვა არასდროს დამესაჯა ბავშვები და ხელში ქამარი არ ამეღო

342

ბავშვების წახალისება და დასჯა რთული და ყოველთვის ცალსახა პრობლემა არაა. მშობლებმა შვილებს არა მხოლოდ ჭკუა უნდა ასწავლონ, არამედ მუდმივად ერთად ისწავლონ. ამ სამყაროს შეცნობა ძალიან საინტერესოა და ბავშვები თავგადასავლებისკენ ენთუზიაზმით მიისწრაფვიან. ზოგჯერ მშობლები ძალიან მკაცრი არიან.

ქეთოს ისტორია ადასტურებს ფაქტს, რომ დედა შვილთან ყოველთვის ზედმეტად მკაცრი არ უნდა იყოს. მისი შვილი 5 წლის იყო, მაგრამ 10 წლის ბავშვის ენერგია ჰქონდა. დედას ჭუჭყიანი ტანსაცმლის რეცხვა, დაზიანებული მუხლის დამუშავა, შვილის ცელქობის გამო მეზობლებთან ბოდიშის მოხდა ხშირად უწევდა. ბიჭი ფიქრობდა, რომ ცუდს არაფერს აკეთებდა. რა მოხდა, თუ რამდენჯერმე ბურთი ბებია ნინოს ყვავილების ქოთნებს მოხვდა? მაინც ხომ უბრალოდ გამოსაჩენად დარგო, სხვა მოხუცი მეზობლების დასანახად. სამაგიეროდ, ახლა დედა ისევ დატუქსავს და არა მხოლოდ ახლა.

ქეთო შვილს მარტო ზრდიდა. ქმარმა მაშინ მიატოვა, როცა მათი შვილი 2 წლის იყო. უფრო ზუტად, ქეთომ მოღალატე მეუღლე გააგდო. მეტი ეფექტისთვის მისი ნივთები აივნიდან გადაყარა. თუ საყვარელი გაიჩინა, ყველა მეზობლისთვის თეატრალური წარმოდგენისთვის მოემზადოს. ორივე მხრის მშობლები ფინანსურად ეხმარებოდნენ, რადგან დედამთილ–მამამთილმა შვილიშვილთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს. ახალგაზრდა ქალისთვის განქორწინება დიდი დარტყმა გახდა, მაგრამ ცდილობდა გაეძლო. სამსახურის, ბავშვის აღზრდის და საოჯახო საქმეების შეთავსება ძალიან რთული იყო. ქეთო გრძნობდა, რომ ძალა და მოთმინება არ ყოფნიდა. მაშინ პირველი შეცდომა დაუშვა. შვილზე გაბრაზდა. ბიჭს უყვიროდა იმის გამო, რომ ის ტიროდა და თავისით ვერ მშვიდდებოდა.

თავად ქეთო ვერ ამჩნევდა, რას აკეთებდა არასწორად. ყვირილი შვილის აღზრდაში მისი მუდმივი თანამგზავრი და აღზრდის ელემენტი გახდა. ფიქრობდა, რომ ასე შვილის გაკონტროლებას შეძლებდა. „ხომ არ ვცემ“ – ფიქრობდა ქალი. სანამ ერთ დღეს სიტყვებს გასაქანი პირდაპირ საბავშვო მოედანზე არ მისცა. ამან დიდი ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთი დედა ქეთოს ეჭვის თვალით მიაჩერდა, როცა მისი ყვირილი და ბავშვის ტირილი გაიგონეს. შემდეგ დედა–შვილს მოხუცი ქალი მიუახლოვდა და წყნარად უთხრა: „გავიაროთ, შვილო?“ ქეთომ უცნობს შეშინებული შეხედა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ნახა. ბავშვს ხელი მოკიდა და ბებიისკენ წავიდა.

„არ გკიცხავ, მაგრამ ატირებული ბავშვის ყურება არ შემიძლია. ტყუილად ტუქსავ, რადგან ცუდი არაფერი ჩაუდენია. შესანიშნავი, აქტიური ბავშვია. მეც მყავდა ქალიშვილი, შვილიშვილი. 3 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ. ახლა არავინ მყავს, საზრუნავი საკმარისზე მეტი. თუ გსურს, ჩემთან ფორტეპიანოს გაკვეთილებზე ატარე. ასეთ ლამაზ უნარს ვასწავლი“ – მეგობრულად უთხრა უცნობმა ბებიამ.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა. როგორც ჩანს, ქეთომ ბებიის ბრძნული სიტყვები დაიმახსოვრა. „არ დასაჯოთ ბავშვები. არასდროს“ – გულში ტკივილით თქვა მოხუცმა ქალმა. მის ხმაში იმდენი დარდი და სევდა იყო ღვიძლ შვილიშვილზე, რომ ქეთოს გაყინული გული გაალღო. „წარმოდგენა არ მინდა, რას გავაკეთებდი მსგავს სიტუაციაში“ – ფიქრობდა ქალი. ბებია ძალიან კეთილი და მზრუნველი იყო. ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა ნამდვილად ასწავლა. მუდმივად იმეორებდა: „შესანიშნავად ვცხოვრობთ. დაე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ გამოსცადონ ის მძიმე დრო, რომელიც გადავიტანეთ“.

1 წლის წინ ბებია გარდაიცვალა. ეს ქეთოსა და მისი შვილისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ახლობლები უცნობ ქალთან ასეთ ახლო ურთიერთობას არ იწონებდნენ. ხოლო დედა–შვილისთვის ბებიას წასვლით გულის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა. მისი წყალობით ქეთო მიხვდა, რამდენად ხშირად ცდებოდა ახალგაზრდობაში და რამდენად შეიცვალა ახლა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს